რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ჭალიმგელა
მოგესალმები, ჩემო ძმაო. მოხარული ვარ შენი ხილვის. მე გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ დღის მერე და მინდა პრობლემაზე ვიმსჯელოთ და არა ნიშნისმოგებით ვესაუბროთ ერთმანეთს. პრობლემა რომ არსებობს, ყველა ვხვდებით. კარგად გავიხსენოთ, არცერთ თქვენთაგანს არ უთქვამს, რომ მე ტყუილი ვთქვი, ყველამ მიზეზების ახსნა დაიწყეთ, ანუ პრობლემა არსებობს. მე შენ გაცნობამდეც დიდ პატივს გცემდი (შენმა პოსტებმა მომცა ამის საშუალება) და მინდა იმ ახალგაზრდებმა ისიამოვნონ შენს გვერდში, რომლებიც კითხულობენ თქვენს პოსტებს. შენც, სხვებიც და მეც თქვენთან ერთად პასუხისმგებლები ვართ მათ წინაშე. შენზე უკეთ ეს ბევრს შეიძლება არ მოეხსენებოდეს. ერთად ვიმსჯელოთ. პოზების დაჭერა, შენ ხომ კარგად იცი, ხეირს არავის მოუტანს. თქვენ, ჩემო ჭალიმგელა, უფლებებიც და საშუალებებიც მეტი გაქვთ, თანაც დამსახურებულად (სადაც შენ იტყვი მონადირე ვარო, მე იქ, გულწრფელად გეუბნები, მოყვარული ვარ-მეთქი ვიტყვი) და მოგეთხოვებათ უფრო მეტი. თქვენ, პროფესიონალებმა თაობები სწორ გზაზე უნდა დააყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რად გინდა კაცს საიტი? 2 ლარს ყველა გაააქტიურებს მობილურზე და კომუნიკაციაც შედგება, რა პრობლემაა? თუ ვკოპწიაობთ საიტზე და სხვას ვუშლით ნერვებს ლამაზი "რეპორტებით"? შენ კი არ გგულისხმობ და არც არავის კონკრეტულად, უბრალოდ მინდა "ოჩო" არ დაემსგავსოს ერთ დროს კარგ წამოწყებას და მინავლებულს ბოლოში. P.S. ძალიან გამეხარდა, რომ დილემა ახსენე. ანუ თქვენ ამაზე ფიქრობთ. ეს ყველაზე მთავარია და ყველაზე დადებითი მუხტი წამოვიდა შენგან. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 13:53 |