რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
იცით მე რა ვერ გავიგე? პოსტებით ვინც აქტიურობს და უნდა, ის ყველა მოდის ჩვენამდე, ჯერ ისე გაცნობით, მერე სუფრაზე, მერე რამე ღონისძიებაზე, მერე საერთო ნადირობით, და ა.შ.
თქვენ გვეუბნებით რომ უნდა ვიაქტიუროთ, იმისთვის რომ კლუბის წევრების რაოდენობა გავზარდოთ? რეალურად ასე გამოდის, იზახით რომ აქ არის ხალხი ვისაც ზალიან უნდა ჩვენთან, კიბატონო, იაქტიუროს და აგერ ვართ ჩვენც, ნამდვილად არ ვემხრობი იმ იდეას რომ ჩვენ ვიაქტიუროთ, ჩამოვყვეთ ყველა ფორუმის წევრს და პერსონალურად დავპატიჟოთ, რომ იქნებ კლუბის წევრი გავხადოთ და კლუბი გავზარდოთ, თუნდაც იმიტომ რომ საწევროების რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად კლუბის ბიუჯეტიც... "ეგრე არ არის ტაყაო" მოდით რეალურად შევხედოთ, ვინც კორეკტულად იაქტიურა, და არა მომაბეზრებლად და უაზროდ, რომელი არ გავიცანით და არ მივეცით საშუალება თუნდაც კლუბის წევრობის, ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ გასაგებია რომ, ადრე დიდი მოტხოვნა არ იყო კლუბში მირების, და ეს პროცესი დროში იწელებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დღეს სედარებით ოდნავ მეტია მოთხოვნა დაჩქარებული მეთოდებით მასებს ვერ მივიღებთ და ჩვენი კლუბის დევიზი არ არის ბევრი და უხარისხო, ან თუნდაც ბევრი და ხარისხიანად... იმის გამო რომ კლუბიდან გარიცხვის საკითხი ჩვენთვის მეტად მტკივნეული და არასასიამოვნო პროცესია, ვცდილობთ მაქსიმალურად არ შევცდეთ, ამიტომაც ვიცავთ მტელ ამ ფორმალობებს მიმდევრობით... როგორც ზემო პოსტებში უკვე ითქვა, თუ გაქვთ რაიმე ისეთი წინადადება რაც გაგვიადვილებს იმ თქვენს მიერ წამოყენებულ საკითხების მოგვარებას, ისე რომ არავის არ ექნება უკმაყოფილების გრძნობა, მზად ვართ ყველანი განვიხილოთ და დავნერგოთ, მეტი რა მოგახსენოთ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:38 |