რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფორუმის წევრებს მივმართავ:
რამოდენიმე ფორუმის წევრმა კლუბის წევრების გაცნობის სურვილი დავაფიქსირეთ და ამ სურვილს მათი მხრიდან მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, ვერც ყველა წევრი მოვიდა, მაგრამ საკამარისად იყვნენ. გავიცანით ერთმანეთი და ჩემთვის ეს სასიამოვნო საღამო იყო, ისევე როგორც სხვებისთვის. მე ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელია. მომავალში გამოჩნდება, რომ მე მართალი ვარ. ეხლა ესენიც ვერ ჩამოგვახევენ კალთებს იქნებ გვიკადროთ და გვეწვიოთო. თქვენ უნდა შესთავაზოთ. ეს შეხვედრები, ვიმეორებ, აუცილებელია. არავინ არაფერზე დაგზარდებათ. უბრალოდ დრო და შემადგენლობა უნდა შევარჩიოთ. ყველა ერთად ვერ მოვხვდებით. მე უკვე ვიყავი "იაღოვაში". ეხლა თქვენ გითმობთ ასპარეზს. შეუთანხმდით, აუცილებლად შედგება შეხვედრა და მეტი პერსპექტივა ექნება ჩვენს ურთიერთობებსაც და საერთო ინტერესებსაც, ურთიერთგაგებასა და პატივისცემას. დაუკვირდით, 4 ფორუმის წევრი ვაქტიურობთ ამ თემაში და უამრავი კლუბის წევრი. ანუ, კლუბის წევრები გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს და გადაჭრის გზებზე ფიქრობენ. ერთად უნდა ვიფიქროთ, აზრები მივაწოდოთ ერთმანეთს, გაიფილტრება იდეები და რაღაც შედეგამდე მივალთ. თქვენ ეს არ გინდათ? უნდა გინდოდეთ. Я ТАК ДУМАЮ!!! ბესო გაუმარჯოს ბესოს. ასე შე კაცო, თორემ მე ვიგრძენი უხერხულობა - ზოგმა 60-ო, ზოგმა 50-ო. ეხლა კი ვიცით. გაიხარეთ ყველამ და გამრავლდით (ოჯახშიც და კლუბშიც). რაც შეეხება სარგებლობას (ანუ თემის მთავარ კითხვას): ჯერ ერთი, ახალი ადამიანის გაცნობა, რომ კარგია, ჩემგან არ გესწავლებათ არავის (კარგი კაცის გაცნობას ხომ არაფერი სჯობს); ვფიქრობ, რომ კლუბის წევრობის შანსი ეზრდება ამით ფორუმის წევრს; კლუბის წევრების რაოდენობის ზრდა კლუბის მუდმივ გაძლიერებას შეუწყობს ხელს; მოხდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და მონადირის დაუწერელი კანონების დარღვევების პრევენცია (მინიმუმამდე შემცირება - პასუხისმგებლობის გრძნობა მოიმატებს); ახალი თაობა სწორად განვითარდება და ჩამოყალიბდება; ეთიკა დაგვეხვეწება; და ბოლოს: ვინადირებთ, რა P.S. ეს ვერ იქნება სრული ჩამონათვალი. იმედი მაქვს დაამატებთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 21:57 |