რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
აგერ ღლიღვა და დათაბატონი..მე პირადად უკვე გავიცანი...ხოდა ამის მერე ისინიც ჩეულებრივი(ფაქტიურად) კლუბის წევრები არიან პირადად ჩემთვის.... ამიერიდან ხან ერთად დავლევთ და ხან ვინადირებთ...როგორც ვიცი კახაბერიც უნდა მოსულიყო იქ..მაგრამ ვერ მოახერხა. არაუშავს.შემდეგში იქნება..აი სულ ეგ არის.... გაიხარე ლევან ! ესეთ პოსტები რომ იწერება მთავარი ეგაა ! მთავარი პირადი ურთიერტობაა და ვის რა ეწერება საბუთზე ეს სულ სხვა საკითხია. რაც შეეხება დანარჩენს მე ესე ვფიქრობ : ვისაც კლუბის წევრობა უნდა, კლუბის საერთო მოთხოვნებს და მიდგომებს უნდა დაემორჩილოს. როცა კლუბის წევრი გახდება მერე ალბათ ექნება კლუბსი თავისი სიტყვა. ვინც მხოლოდ ფორუმის წევრია და ჯერ მეტზე არ ფიქრობს,ფორუმის წესებს უნდა დაემორჩილოს. რაც შეეხება ერთმანეთის გაცნობას,ერთობლივ ნადირობას,ქეიფს,ბურთის გორავს თუ სხვ. მაგას არავინ არავის არ უშლის. აგერ გვინდოდა და წავედით. მოგვინდება და კიდევ წავალთ. პირიქით ყველას ძალიან გაუხარდა,რომ მოვახერხეთ და შევიკრიფეთ, და როგორც თავად კლუბელები აღნისნავენ იაროვას რომ არ ეღალატა ის სუფრა როდემდე გაგძელდებოდა ვინ იცის ! მთავარია სურვილი იყოს ! ხომ მოინდომა ტარიელმა და გააკეთა ! ასე სხვებმაც უნდა მოინდომონ და ყველაფერი უფრო კარგად იქნება. მხოლოდ წამიყვანეთ-ის ძახილი ვერაფერს იზავს. ვფიქრობ რაც უფრო მეტი ფორუმელი დაუკავსირდება და გაიცნობს ესრთმანეთ უკეთესია. სხვა როგორ მოხდება გაცნობა. აი ჩვენ ოტხნი ჩავეხუტეთ ერთმანეთს.მომავალში რომელიმე ცვენთაგანი სხვებთან ერთად მოხვდება და თავისთავად დანარჩენი სამიც იმ ერთობას შეუერთდება. ასე მგონია მე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 10:45 |