რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ხო, მე დამავიწყდა და ეხლა გამოვასწორებ შეცდომას.
ყველას მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იდეა არ ჩავარდნილიყო. მისი ჩავარდნა იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი. იდეა აქ დაიბადა და უნდა განხორციელებულიყო, რაც მოხდა კიდეც. თქვენც ელოდით ამას და ღირსეულად მოგვილოცეთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:04 |