ანკესი (ჯოხი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ანკესი (ჯოხი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ანკესი
ანკესის დაიშნულება ყველამ კარგად იცით ![]() ანკესი გვხდება უამრავი ტიპის, მათი ძირითადი განსხვავება გამოწვეულია თევზჭერის სხვადასხვა მეთოდების მოთხოვნელებებით (სპინინგი, ფლაიფიშინგი, კარპ-ფიშინგი, ტივტივით თევზაობა და სხვა). ანკესები განსხვადება მათი წყობის მიხედვით: 1. ტელესკოპური - ანკესი რომელიც იკეცება ტელესკოპივით. ![]() 2. შტეკერული - ანკესი, რომლის მუხლები იწყობა ერთი-მეორეზე შეერთებით ![]() ასევე არსებობს ყინულზე თევზჭერის და ე.წ. "მაჩტური" (დუნდუას რომ გამოუგზავნეს ![]() ![]() ძირითად ორ კატეგორიას შორის, რა თქმა უნდა, არსებობს +/- სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, მაგრამ ჩვენთვის ძირითადი პლუსი ტელესკოპური ანკესის (და შესაბამისად მინუსი - შტეკერულის) არის მისი ტრანსპორტირებადობა - რადგანაც ტელესკოპური ანკესი იკავებს ძალიან ცოტა ადგილს დაკეცილ მდგომარეობაში; ხოლო შტეკერული ანკესის ძირითადი პლუსი არის მისი სიმსუბუქე, სიმტკიცე და აწყობის სიზუსტე. ძირითადად ყველა ანკესი არის გათვალისწინებული კოჭით თევზაობისთვის, მაგრამ ასევე გვხდება უკოჭო (და შესაბამისად ურგოლო ანკესებიც), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტივტივათი თევზაობისთვის ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროა სატყუარას ძალიან ზუსტი ჩაგდება კონკრეტულ ადგილას. ასეთი ანკესები არის ე.წ. "მაჩტური" და ასევე გვხდება ტელესკოპურიც (მე მაქვს მაგალითად უკანასკნელი). ანკესის სიმტკიცე ![]() ანკესები ასევე განსხვადება მათი "ღუნვადობის", იგივე სიმტკიცის (Жёсткость) მიხედვით. აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს ანკესის უნარს შეეწინააღმდეგოს დატვირთვის შდეგად წარმოქმნილ ღუნვას. ანკესები, ღუნვადობის მიხედვით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 1. რბილი 2. საშუალო 3. ხისტი რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტად იღუნება ეს ერთი და იგივე წონის (დატვირთვის) შედეგად. ხისტი ანკესები გამოიყენება მძიმე სატყუარების გადასაგდებათ და დიდი თევზის ამოსაყვანად. ტბილი ანკესები კი შესაბამისად უფრო მგრძნობიარე არიან და მეტი სიზუსტით გადმოსცემენ თევზის მიკარებას სატყუარაზე (განსაკუთრებით ფსკერული თევზჭერის დროს) ანკესის სიხისტე ![]() ანკესები ასევე განსხვადება, მათი სიხისტის (Упругость ) მიხედვით. აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ანკესის გასწორების სიჩქარე მასზე დატვირთვის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო ხისტია ანკესი, მით უფრო სწრაფად სწორდება ის, დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ასეთ ანკეს ასევე უწოდებენ "სწრაფ ანკეს". ანკესის ტესტი Casting Weight (C.W.) იგივე "ტესტი" - როგორც წესი მოცემულია გრამების დიაპაზონი, მაგალითად C.W. 4-10Gr (შეიძლება Oz). აღნიშნული დიაპაზონი იშიფრება შემდეგნაირად: ქვედა მაჩვენებელი (მარცხნივ დეფისისგან) გვაძლევს სატყუარის მინიმალურ წონას, რომელსაც აღნიშნული ანკესი "გრძნობს", ხოლო ზედა მაჩვენებელი - სატყუარის მაქსიმალურ წონას, რომლის მოხმარებაც არ ქმნის ანკესის გატეხვის საშიშროებას. შესაბამისად ანკესი ტესტით 5-10 გრამი, ნაკლებად გამოდგება მაგალითად, ფიდერით თევზაობისას, როდესაც სატყუარის წონა მერყეობს 50-150 გრამის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ანკესი. ამავდროულად ანკესი ტესტით 100-180 გრამით ვერ წახვალთ სპინინგით სათევზაოთ (ტროლინგს არ ვგულისხმობ ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
დათაბატონი
დათაბატონო, ნუ ამ ჯოხს აქვს თავისი პლიუსებიც და თავისი მინუსებიც: პლიუსები: 1. შტეკერულია; 2. კარგი მოყვანილობის რგოლების ფეხები აქვს, ანუ გარეოვალურია, რაც ძუის ახლართვას მინიმუმამდე ამცრებს, ტუმცაკი ფსკერული მეთოდით თევზაობისას ეს პრობლემა ნაკლებად დგება ხოლმე; 3. იაფიანი ჯოხი ჩანს და შესაბამისად თუ რამე მოუვიდა არ დაგენანება ![]() 4. ფსკერული მეთოდით სათევზაოდ ზომა საკმარისიც არის და მეტიც; 5. "პრობკის" ტარი არ აქვს და სესაბამისად ნაკლებად გაბანძდება და დაეტყობა ხმარება. მინუსები: 1. იაფფასიანი ვინადან ჩანს ამიტომ, მისი გამძლეობაც ფასის შესაბამისი იქნება, თუმცაღა გამოცდილი მეთევზის ხელში არც არაფერი მოუვა დიდი ხნის განმავლობაში; 2. ერთმნიშვნელოვნად ფსკერული მეთოდით სათევზაო ჯოხია და სხვა რამეში ვერ გამოიყენებ, ვინაიდან ჩვენთან ისეთი მონსტრი თევზები არ არიან, რომ ვობლერები 100 გრამზე მეტი იყოს ![]() 3. მე მაინც ცოტა უფრო ნაკლები ტესტის მომხრე ვარ. მერჩივნებოდა, რომ 50 და 70 გრამიანი სატყუარებიც კარგად მესროლა, ვინაიდან, როდესაც ფსკერული მეთოდით ვთევზაობდი ხოლმე ამ წონის ტვირთებს ვიყენებდი ძირითადად! ისე კი კაცია და გუნება... ვინც რას მოირგებს ის ურჩევნია ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 08:04 |