ლულების გარეგანი საფარველი, "ვორონენიე" და "კალკა" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ლულების გარეგანი საფარველი, "ვორონენიე" და "კალკა" |
Dec 1 2009, 00:56
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
|
|
|
|
![]() |
Nov 14 2010, 18:56
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 247 რეგისტრ.: 11-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ფოლადის გაშავება
ინგრედიენტები: 1.კაუსტიკური სოდა 40-50 გრამი / ლიტრზე; 2.ნატრიუმის კარბონატი 20-30 გრამი / ლიტრზე; 3.თხევადი შუშა 10-15 გრამი / ლიტრზე; შეიძლება დაემატოს ტრინატრიფოსფატი 10-15 გრამი / ლიტრზე. გაშავებისთვის მომზადება ლულის შიდა ნაწილის დასაცავად საჭიროა მათი დახშობა,დანარჩენი ნაწილი კი იწმინდება აცეტონიანი ნაჭრით,თავსდება ვანაში და ცხელდება 20-30 წუთი. “ჟანგის ლაკის” მომზადება ეს პროცესი აუცილებელია გაკეთდეს ღია ადგილას,რადგან ამ ოპერაციის დროს გამოიყოფა აზოტის ოქსიდი(N2O). საჭიროა მინიმუმ 1 ლიტრიანი კოლბა , ჯობს 3-ანი. 50 გრამი აზოტმჟავისა და 50 გრამი მარილმჟავის ნარევს ვამატებთ თუჯის ან ფოლადის ნახერხს/ფხვნილს. კოლბაში ვასხამთ აზოტმჟავას და ვამატებთ ცოტა თუჯის ფხვნილს,ასევე ცოტა მარილმჟავას. იწყება რეაქცია დუღილით, ფორთოხლისფერი ნივთიერების გამოყოფით. როცა რეაქცია ჩაწყნარებას დაიწყებს,ისევ ემატება ფხვნილი და მარილმჟავა. ჩვეულებრივ საჭიროა ამ ქმედების 4-5-ჯერ გამეორება. თუჯის ფხვნილის საერთო რაოდენობა – დაახლოებით 40 გრამია. როცა რეაქცია მორჩენილია და აზოტის ოქსიდი შეწყვეტს გამოყოფას (არ შეისუნთქოთ,ძალიან მტკივნეულია!!!) კოლბას თავი დაუცეთ და ერთი დღე-ღამით შეინახეთ(ყინვაში არა!). “დასვენების” შემდეგ ღია ყავისფერ ფაფას დაამატეთ 1 ლიტრი გამოხდილი წყალი(ჩვეულებრივი წყალი არ შეიძლება!), აურიეთ და დააცადეთ 5 წუთი,შემდეგ კი გადაიტანეთ სხვა - ფართო-ყელიან ჭურჭელში. ახლა თქვენს განკარგულებაშია ნარევი,რომელიც არ ფუჭდება წლობით. ცხიმის მოშორების შემდეგ ლულა ფუნჯის საშუალებით კარგად გაპოხეთ “ჟანგის ლაკით” და დატოვეთ 15-20 წუთით. პროცესის დასაჩქარებლად 20-30 წუთის განმავლობაში, 40-60 გრადუს ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ ლულა,რის დროსაც მასზე არსებული ლაკი უნდა შეშრეს. შემდეგ საჭიროა ლაკის ხელახლა წასმა, მხოლოდ ერთი მიმართულებით,მაგალითად სავაზნიდან ლულის ბოლოსკენ,ან პირიქით. შემდეგ ისევ საშრობში. გაშრობის შემდეგ ლულა მიიღებს მოწითალო(“რიჟა”) ფერს . ჭურჭელში(ვანა,ბოლოებ-დალუქული ფოლადის მილის გადანაჭერი),სადაც ლულა თავსდება უნდა იყოს ადუღებული წყალი. ასადუღებელი წყალი უნდა იყოს მხოლოდ სასმელი. ჩაუშვით ლულა ადუღებულ წყალში და ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ ამოიღეთ,შეხედეთ, უნდა იყოს შავი ბარხატის მაგვარი. თუ მოწითალო ლაქებია,ან ვერ “მოხარშეთ” კარგად,ან იმ ადგილას ცხიმი არ მოცილებულა სრულად. როცა მთლიანად გაშავდება ამოიღეთ და დაელოდეთ გაშრობას. დუღილისას ,თუ წყალი მეტისმეტად ცხელდება და შხეფებს ისვრის პერიოდულად შეიძლება მადუღარის გამორთვა. საჭიროა 97-100 გრადუსი ტემპერატურის შენარჩუნება 10-20 წუთით. ლულის გაშრობის შემდეგ საჭიროა ბარხატისმაგვარი ზედაპირის მოშორება,რისთვისაც საჭიროა ჩოთქი წვრილი 0,15 მმ “ძაფებით”.ასეთი ჩოთქის შოვნა რთულია,თუმცა შესაძლებელია მისი დამზადება. უნდა იყიდოთ წვრილი მეტალის ბადე(კოღოს ბადის მაგვარი),დაჭრათ მისგან წრეები და შეკრათ ისინი “ბოლტ-გაიკით”. ეს ჩოთქი უნდა დაამაგროთ ელექტრო-მოტორზე და ლულაზე მსუბუქი შეხებით გაწმინდოთ ის “ბარხატისგან”.ზედა უხეში ფენის ქვეშ დაინახავთ გაშავებულ მბრწყინავ ფენას. ეს ფენა შეიძლება არც იყოს ლამაზი და სწორი,მაგრამ ეს პირველი ფენაა. ხელახლა წაუსვით ლაკი და გააშრეთ,შემდეგ გაიმეორეთ იგივე კიდევ ერთხელ და “დაჩოთქეთ”. ამ პროცესის საერთო რაოდენობა უნდა იყოს 4,ლაკის წასმის საერთო რაოდენობა შესაბამისად - 8. საბოლოოდ ლულა უნდა ვადუღოთ ზეთში 105-110 გრადუსზე, 5 წუთის განმავლობაში,გაცივების შემდეგ კი გავწმინდოთ. გაშავებულ ლულას აღარ ეშინია ნესტის და პრაქტიკულად არ იჟანგება. http://talks.guns.ru/forummessage/44/54774.html ჩემი მწირი რუსულით გადმოვთარგმნე და წინასწარ ბოდიშს ვიხდი სავარაუდო შეცდომებისთვის. |
|
|
|
geojorjika ლულების გარეგანი საფარველი Dec 1 2009, 00:56
ლევანი ციტატა(gela_07 @ 30th November 20... Dec 1 2009, 04:27
gela_07 ციტატა(ლევანი @ Dec 1... Dec 2 2009, 11:43
geojorjika ლევანი
დაფერვის Dec 1 2009, 08:29
ლევანი ციტატა(geojorjika @ 1st December ... Dec 1 2009, 15:54
ბესო ციტატა(ლევანი @ Dec 1... Dec 1 2009, 15:58
ლევანი ციტატა(Beso @ 1st December 2009 ... Dec 1 2009, 16:06
geojorjika ბესო
განს.რუ-ზე ვნა... Dec 1 2009, 19:50
შალვა ლევანი
ირაკლი21 აკე... Dec 1 2009, 20:02
ლევანი ციტატა(gela_07 @ 2nd December 200... Dec 2 2009, 11:51
gela_07 ესეც ფერადი:
Окраска, ... Dec 2 2009, 12:40
wudu მე დავიწყე "ვარან... Dec 3 2009, 09:21
gela_07 ციტატა(wudu @ Dec 3 2009, 10... Dec 3 2009, 16:26
მამუკა555 ციტატა(wudu @ Dec 3 2009, 10... Feb 12 2010, 15:07
შალვა ციტატა(gela_07 @ 2nd December 200... Dec 3 2009, 17:31
gela_07 ციტატა(შალვა @ Dec 3 20... Dec 3 2009, 18:08
bejo ეგ რეცეპტები ხო, მა... Dec 3 2009, 17:40
zaza_50 არის მაიმარკეტ ზე ... Feb 11 2010, 19:23
wudu ციტატა(zaza_50 @ Feb 11 2010, 20... Feb 12 2010, 12:21
ლევანი ციტატა(wudu @ 12th February 2010 ... Feb 12 2010, 15:46
zaza_50 ოლეგ ბრატკოვს მანდ... Feb 22 2010, 10:05
gela_07 ციტატა(zaza_50 @ Feb 22 2010, 11... Feb 23 2010, 16:20
919 ვარენიე რას ნიშნა... Nov 12 2010, 19:44
romeo 1 ჩემი აზრით ჯობია ლ... Nov 12 2010, 20:32
919 romeo 1
+100 Nov 12 2010, 21:57
ლევანი ციტატა(romeo 1 @ 12th November 20... Nov 13 2010, 01:40
romeo 1 ციტატა(ლევანი @ Nov 1... Nov 13 2010, 10:20
Bonehill SPEC Nov 14 2010, 20:11
KELE. კაცურად ერთი ამ ლი... Dec 18 2010, 00:19
Davitus KELE.
გააჩნია კონკრე... Dec 18 2010, 02:32
KELE. იჟ 43 ზე.ცევიოსთან ხ... Dec 18 2010, 09:40
ლევანი KELE.
ეგ არ იყიდო. არ ვ... Dec 18 2010, 14:19
KELE. ციტატა(ლევანი @ Dec 1... Dec 18 2010, 19:38
starik8358 ციტატა(geojorjika @ Dec 1 2009, 0... Feb 21 2011, 00:49
ბესო ციტატა(starik8358 @ 21st February... Feb 21 2011, 11:00
gumbera ვინმემ იცის რამდენ... Jun 6 2014, 11:21
ლეონ-ბლექი ციტატა(gumbera @ 6th June 2014 ... Jun 7 2014, 02:42![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 07:54 |