წალკა, უშედეგო მაგრამ მაინც სასიამოვნო ნადირობა, 14 . 11 . 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წალკა, უშედეგო მაგრამ მაინც სასიამოვნო ნადირობა, 14 . 11 . 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მონაწილეები
კახაბერ perajka feroni ღლიღვა Davitus ტრანსპორტი Montero Sport 3.5 ბენზინი სანადირო ობიექტი: იხვი და ტყის ქათამი დანიშნულების ადგილი ჯავახეთი, წალკა გასვლა 2:05 AM ბაგებიდან. ჩასვლის დრო 4:20 AM (გზაში ბოდიალის გამო) ამინდი: დარი, ტემპ -2 გრადუს ცელსიუსი, დღე მზიანი საკმაოდ ცხელოდა შედეგები: მიუხედავად იმისა რომ იხვმა "პერელიოტი" გააკეთა, საკმაოდ კარგად და შედეგიანად, გარკვეული მიზეზების გამო შედეგი 0 ქათამი ვერ ვნახეთ, შესაბამისად შედეგი 0 არსენალი: 1 ნახევრად ავტომატი 12კალ, 2 ბოკფლინტი 12კალ, 2 ჰორიზონტალი 16კალ დამხმარე ძაღლები 1 კურცჰარი (კახაბერის) ეს კვირაც გასვლის გარეშე არ გაიმაზა და 5 კაციანი ეკიპაჟი შევკარით, ყველაფერმა საკმაო პუნკტუალურობით ჩაიარა (ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით) და დათქმულ დროს გავედით თბილისიდან ბევრის მოყოლას და შთაბეჭდილებით აღსავსე რეპორტის წერას აზრი არა აქვს, როცა შედეგი 0 გაქვს, მაგრამ საკმაოდ ვიხალისეთ დილით პოზიციები დავიკავეთ და ორგანიზებულად გავნაწილდით, "პერელიოტი" დაიწყო ჯერ კიდევ გათენებამდე სანამ ბნელოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა იხვების გაუნებელყოფა : ))) საკმაოდ მაგარი შედეგი აჩვენა feroni-ს ჩასაბერმა "მანოკმა" ძალიან ბუნებრივი ხმა აქვს, თუმცა ავთოს ძალიან მაგრად აქვს დამუღამებული მანოკის გამოყენება, ჩემი თვალით ვნახე როგორ დასვა თავის მოპირდაპირედ 3 რეაქტიული სისწრაფით მოძრავი იხვი, მოკლედ ეს ადამიანი კარგად დაგეგმილ "პერელიოტზე" საკმაოდ შედეგიან ნადირობას მოგანიჭებთ თავისი იხვების მოზიდვის უნდარით სამწუაროდ, ქატამი არ იყო, ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა დღის განმავლობაში, შესაბამისად ვერაფერიც ვერ ვნახეთ ღამის "პერელიოტი" იხვმა არ გააკეთა, ძალიან წყნარი და იდეალური, მთვარიანი ღამე იყო, და გვიანი გადაფრენის დალოდება ვეღარ შევძელით, რადგან დილის 2 ზე გასულები საღამოს 10 საათზე ჩამოვედით თბილისში, ანუ 18 საათი გავატარეთ ჯავახეთში ესეც მცირედი პოზიორობის სურათები, რომელიც ღლიღვას დამსახურებაა, თორემ ჩვენ არ გაგვხსენებია : )) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,130 რეგისტრ.: 29-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
საგულ ბიჭებო კაი დრო გაგიტარებიათ ..
ხან მოლკავ რამეს ხან ვერა.. მთავარი ხაში და მეგობრობაა.. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2025 - 21:45 |