სავალდებულო მისალმება, დღის დაწყება ყველასათვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სავალდებულო მისალმება, დღის დაწყება ყველასათვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას, ყველას, ყველას.
თემის არსი: დილას, შუადღისას თუ საღამოს ინეტში შესვლისას, პირველი, რაც ჩვენი ინტერესის სფეროა, ეს არის "ოჩოპინტრე"... და მიდის საინტერესო საუბრები (ოფებიც და ასე შემდეგ). მისალმება კი, რატომღაც, ყველას გვავიწყდება. პატივცემულო გამგეობის წევრებო, ადმინისტრატორებო, კლუბის და ფორუმის წევრებო, გაიხსენეთ ფილმი "მიმინო" - "გამარჯობა არ იცი, ბიჭო?" მერე იწყება: щас, щас... მოდი მისალმება ბანალური, მარტივი, არაორდინარული, ორიგინალური თუ როგორიც გვინდა სავალდებულო იყოს შემოსვლისას. ფიზიკურად შეხვედრისას და დამშვიდობებისას თუ ერთმანეთს პირზე ვკოცნით, აქ შემოსვლისასაც ხომ ერთად ვართ, ერთმანეთს ვნახულობთ? გამარჯობა არ უნდა ვთქვათ? ვფიქრობ, რომ კი. ჩემი ხვალინდელი დილა აქ მისალმებით დაიწყება. ჯერი თქვენზეა, თუ მისაღებია ეს წინადადება, სავალდებულოდ გავხადოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
919
გმადლობ, მეგობარო. ცოტა მერიდებოდა კიდეც, შენიშვნის ელფერი ხომ არ დაკრავს-მეთქი, მაგრამ მე რომ "აქ" შემოვდივარ ყველას ისედაც გესალმებით, ჩემთვის, გულში. და რატომაც არა? თარიღებს ვაკვირდები პოსტებისას, ხომ ყველა ვარიანტში, როცა სხვადასხვა თემებს ვკითხულობ და ყოველი ჩვენთაგანის შემოსვლისას, ერთი გემრიელი ქართული გამარჯობა, რომ ვნახო და მერე მოსაზრება, შეკითხვა თუ პასუხის გაცემა სხვის შეკითხვაზე, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო თბილს გახდიდა ყველაფერს. მაგალითად; გამარჯობათ, ძმებო. კახაბერ ვაზნა ჯობია...; რას იტყვი? სხვებსაც მადლობა. davitus თხოვნა მაქვს თქვენთნ, თუ წინააღმდეგობა არ იქნება გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივის მქონე ადამიანებისა, გავხსნათ ადგილი ("ჟურნალის პონტში"), სადაც პირველ დაპოსტვამდე შემომსვლელი შევა და მისალმებებას დადებს. ის ფაქტი, რომ ყველა მსურველს შეუძლია დაინახოს თუ რამდენი დღეა ფორუმი ქსელში, მისალმებების "მემატიანე", რომელსაც თაობები გახსნიან მერე, ხელს არაფერს შეუშლის, მითუმეტეს, რომ ყოველ ახალ დარეგისტრირებულ წევრს შესაბამისი პირებისაგან თბილი მისალმება მისდის კეთილი სურვილებით და იმის დადასტურებით, რომ დარეგისტრირების მსურველი აქ გულღიად არის მიღებული. მე ეს მისალმება ისევე მივიღე, როგორც ყველამ თავის დროზე და ყოველი დღე დავიწყოთ ესე. საბომ სწორად შენიშნა, რაღაცა. მე პირადად, გამარჯობის გარეშე ადამიანებთან ლაპარაკს ვერ ვიწყებ, ანუ გამარჯობის გარეშე სადღაც შუა სუბარში ვხვდები, გამარჯობით კი ადამიანებთან ახალ დღეს ვიწყებ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd August 2025 - 09:11 |