"პალიასტომის ქოხი", 3 დღიანი სანადირო ტური, განვიხილოთ პირობები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"პალიასტომის ქოხი", 3 დღიანი სანადირო ტური, განვიხილოთ პირობები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
შეიძლება ნანახიც გაქვთ,მაგრამ მაინც დავდე ლინკი! რას იტყვით? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 16-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით მონადირეებო და გისურვებთ ხვთის წყალობას და მშვიდობიან ნადირობის სეზონს..
მე ამ ფორუმის შესახებ დღეს შემთხვევით ჩემი მეგობრისგან გავიგე და გადავწყვიტე შემოვსულიყავი და თქვენთან ერთად მემსჯელა პალიასტომის ქოხთან ანუ პალიასტომზე ნადირობასთან დაკავშირებით...პალიასტომის ქოხი, ვგულისხმობ პოთში ნადირობის ტურებს ჩემი აწყობილია. მე ამ საქმიანობას 2000 წლიდან ვეწეოდი და მხოლოდ უცხოელები და მსოფლიო სამონადირეო კლუბების ხემძღვანელობა ჩამომყავდა...შემდგომ 2003 დან დღემდე სხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული და დღეს ისევ გადავწყვიტე ძველ საქმეს დავბრუნებოდი.. მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ ნადირობას და მოყვასის სიყვარულს და ამ საქმემ ჩემი გულის დიდი ნაწილი დაიკავა.. თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ... მე ან ჩემ რომელიმე მეგობარს რომ ფოთში ნადირობა მოგვინდეს რათქმაუნდა 150 $ ნაკლები თანხა დაგვჭირდება მაგრამ როცა ეს ოფიციალურ სანადირო სახლს ეხება იქ უკვე საქმე სხვაგვარადაა...... 1) საზოგადოება იხდის იჯარას საცხოვრებელი სახლების 2) ტრანზპორტი, 3) კატერები, 4)მონადირე გამყოლები და მათი ხელფასები 5)ბუღალტერი 6)მზარეული და დიასახლისის ხელფასები 7) კატერის საწვავი და კვება 8)ბიუჯეტში გადასახადი დამერწმუნებით რო ხარჯი დიდია, მე იმასაც გეტყვით რომ ვფიქრობდით ან ფასი მოგვემატებინა ან საერთოდ დროებით შეგვეჩერებინა სანადირო სახლის მოქმედება ...ისიც მესმის რომ სამწუხაროდ მონადირეების დიდი პროცენტი უმუშევარია.. ამ წერილის მიზანი ის გახლავთ რომ ამეხსნა თუ რა განსხვავებაა საკუთარი ხარჯებით და შესაძლებლობებით ნადირობა და თუ რა განსხვავებაა კერძო ფირმით ნადირობა... პატივისცემით ჭოლა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 04:09 |