რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ციტატა რა კარგი თემა წამოწეულა, აი 1 კვირა არ ვიყავი და რა სიახლეებია უკვე, მთელი ფორუმი მაქვს გადასაკითხე, ეხლა ყველაფერზე მეზარება კვოტირება. პრინციპში იგივეს ვიტყოდი რაც მავერიკმა დაწერა დასაწყისში პ.ს. ეს არის რეპორტების განყოფილება ასე რომ თემა გადატანილია ყველაფერს ვეთანხმები. საუბრები, გაცნობა და ერთობლივი ნადირობა მხოლოდ პოზიტივია ცხოვრებაში. ბუნება ხშირად სიურპრიზებს სთავაზობს ადამიანს და იქ ერთად ყოფნა, ხანდახან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ გვერდზე ვაჟკაცი უნდა გედგეს, ეს კი მერე ძალიან გაახლოვებს ადამიანთან ან პირიქით და ეს ნამდვილად სარგებელია, განსაკუთრებით როცა გაახლოვებს, მოსაცილებელი ადამიანის გაცნობა რა სასიამოვნოა. ასე რომ სარგებლობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რამდენიც გვინდა. მე მაინც ესე მგონია, რომ რაც მეტი მონადირე-მეთევზე გაიცნობს ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით, ეს ძალიან ბევრ საქმეს წაადგება. მხოლოდ ნადირობა-თევზაობით მიღებულ სიამოვნებაზე არ არის საუბარი. უფრო საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაც შეიძლება ერთობლივი ძალებით. აქ ყველაფერი აღქმულია, როგორც სანადიროდ გასვლის ჩემი სურვილი კლუბის წევრებთან ერთად, არა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ნადირობით დაახლოებულ ადამიანებს ნადირობისთვის ზოგადად და მისი განვითარებისთვის მეტის გაკეთება შეუძლიათ, თორემ დღეს მანქანიანი და თოფიანი კაცი მოძებნე და გასვლაც შემდგარია. პირადად მე, ამ ბოლო დროს ფორუმის წევრებთან ერთად ვიყავი სანადიროდ ისე, რომ ახლოს არავის ვიცნობდი და იქიდან კარგი ნაცნობები დავბრუნდით. ასე, რომ დიდი პურმარილის გარეშე სანადიროდ გასვლის წარმოუდგენლობა, არ მიმაჩნია პანაცეად. თუმცა ქეიფს და გაცნობას რა სჯობია, მითუმეტეს, რომ აქვე ვართ ახლოს. თემას ქვია "რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას" ჩვენ კი გვიწევს საუბარი, რომ ერთად გასვლისთვის რა კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი. ჩემი ბრალიც არის ეს, ეტყობა სწორად არ გავაკეთე აქცენტები თავიდან. პატივისცემით |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 22:16 |