რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას
კახაბერ
პოსტი Nov 8 2010, 14:19
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 499
რეგისტრ.: 12-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს.
არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით...
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით.
მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი.
უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს.

ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს.
მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ.
პატივისცემით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ნოსო
პოსტი Nov 17 2010, 13:00
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ყურადღებით წავიკითხე ყველა პოსტი და მივხდი პრობლემა რაშიც დგას ბოლო ბოლო.

ახლა მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ,მე ერთერთი პირველთაგანი ვარ ამ ფორუმზე და მინდა თამამად ვთქვა რომ ერთი და კიდევ ნახევარი აგური დავდე ამ საქმეში უკვე, შესაბამისად აწიც არ ვაპირებ გაჩერებას და "ოჩოს" გულისთვის
კიდევ ბევრი შრომა მომიწევს.აქ მყოფი საზოგადოების უმრავლესობა ვისაც აქ წამოჭრილი საკითხი აღელვებს, მე არ მიცნობს, თუმცა გადახედეთ ჩემ რეგისტრაციის თარიღს,ჩემს "ზღაპრების თემას" და ჩემი პოსტების რაოდენობას
და მიხვდებით თუ რაოდენ აქტიური წევრი ვარ(ცოტას ვპასიურობ სამსახურის გამო)ამ ფორუმზე.

ეს მცირე ექსკურსი იმათვის ვინს არ მიცნობს და ამდენი იმიტომ მოვაყოლე რომ სურვილი მაქ ჩემი "ნაბოდვარი" ყველამ კარგად წაიკითხოსnewsmile05.gif

მინდა მხარი ავუბა ზაზა კაკავას გამოთქმულ აზრს და განვავრცო,კერძოდ: არავინ წამოსულა ჩვენთან ერთად სანადიროთ გაუცნობლად ,ამის მიზეზი ზევით ითქვა მრავლად ,მაგრამ თვე არ გავა რომ თბილისში რამე ისეთი ღონისძიება არ ტარდებოდეს, რაც ჩვენი ინტერესების ხალხს თავს არ უყრიდეს ერთად,შესაბამისად იდება თემა რომ მაგლითად ამა და ამ რიცხვში ძაღლების საველე შეჯიბრია და ამოდის ის"უცნობი"ხალხი რომელიც მერე ნაცნობი, მეგობარი, კლუბის წევრი და შეიძლება მირონი ან მოყვარეც გახდა ზოგ ზოგი ჩვენთაგანის.

აი მინდა მაგალითად მოვიყვანო ჩვენი ერთერთი კლუბის წევრის ოჩოზე მოპატიჟების ამბავი.ამ კაცს ქვია დემი. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ძაღლების გამოფენაზე(ინტერესები ძალიან დაემთხვა სეტერისტები ვართ) და შემდეგ მხოლოდ მე და დემიმ გადავწყვიტეთ ლუდი დაგველია,შემდეგ მე,დემი და პენდრაგონი შევხვდით და განვიხილეთ ქარიყლაპიის ჭერის გეგმები.ანუ ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა ვთქვა რომ არაფერი სერიოზული ჩაწყობა არ დაჭირვებია ჩვენს შეხვერდრას და არც ჩვენი(სხვა გამგეობის წევრები) არ გაუცნია ამ კაცს ისე შემოვიდა ყველა თვენთაგანის მონადირეულ ცხოვრებაში და კლუბის წევრია ეს კაცი დღეს.


პატივისცემით, ოჩოპინტრეს გამგეობის წევრი,თქვენი მონა მორჩილი გიორგი(ნოსო)-დ წოდებული ხომერიკიnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კახაბერ   რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას   Nov 8 2010, 14:19
- - Maverick   კახაბერ აფერუმ, მშ...   Nov 8 2010, 14:50
- - ზახარა   კახაბერ ნამდვილად...   Nov 8 2010, 15:15
- - ღლიღვა   ციტატა(Nikolo @ 8th November 2010...   Nov 8 2010, 15:30
|- - Maverick   QUOTE (ღლიღვა @ Nov 8 2010, 16...   Nov 8 2010, 15:56
- - კახაბერ   გეთანხმებით ბატონ...   Nov 8 2010, 15:38
- - დათაბატონი   კახაბერ ღლიღვა ა...   Nov 8 2010, 15:53
- - დათაბატონი   ციტატახო ის დამავი...   Nov 8 2010, 15:57
- - იკო1981   აბანოსავითაა   Nov 8 2010, 15:57
- - კახაბერ   ოოო, გამგეობის წევ...   Nov 8 2010, 16:00
|- - Maverick   QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17...   Nov 8 2010, 16:05
- - ზახარა   დათაბატონი არავით...   Nov 8 2010, 16:10
|- - დათაბატონი   ციტატა(ზახარა @ Nov 8...   Nov 8 2010, 16:41
- - კახაბერ   Maverick მოხარული ვარ შე...   Nov 8 2010, 16:11
|- - Maverick   QUOTE (კახაბერ @ Nov 8 2010, 17...   Nov 8 2010, 16:15
- - კახაბერ   ზახარა არაფრის დაჩ...   Nov 8 2010, 16:23
- - ჭალიმგელა   კახაბერ კახაბერ კ...   Nov 8 2010, 16:25
- - კახაბერ   ჭალიმგელა მოგესალ...   Nov 8 2010, 16:40
- - კახაბერ   დათაბატონი ნამეტა...   Nov 8 2010, 16:44
- - დათაბატონი   ასევარ ახლაც და ამ...   Nov 8 2010, 16:51
- - ზახარა   დათაბატონი კი მაგ...   Nov 8 2010, 16:51
|- - დათაბატონი   ციტატა(ზახარა @ Nov 8...   Nov 8 2010, 16:55
- - კახაბერ   ზახარა ეხლა რთული ...   Nov 8 2010, 16:55
- - კახაბერ   დათაბატონი პირველ...   Nov 8 2010, 17:00
- - ზაზა   ეს საკითხი მოსალოდ...   Nov 8 2010, 17:07
- - კახაბერ   ზაზა პოზიტიური და ...   Nov 8 2010, 17:17
- - ბესო   მოკლედ თემა ალბათ ...   Nov 8 2010, 18:44
- - ლევანი   ხოდა რაღა გვინდა?? ი...   Nov 8 2010, 19:18
- - Bonehill   დათაბატონი დიდი გ...   Nov 8 2010, 19:20
- - გოგა   ბიჭებო წამოჭრილი ს...   Nov 8 2010, 19:26
- - ზაზა   გოგა,გეთანხმები.კლ...   Nov 8 2010, 19:41
- - გოგა   ციტატა(zaza @ 8th November 2010 ...   Nov 8 2010, 19:43
- - დათაბატონი   ძმებო, კაი ხალხო და ...   Nov 8 2010, 19:46
- - Davitus   იცით მე რა ვერ გავი...   Nov 8 2010, 19:59
- - ზაზა   რაღაც დავწერე და დ...   Nov 8 2010, 20:06
- - თენგო   ვიფიქროთ კოლექტიუ...   Nov 8 2010, 20:14
- - ზაზა   თენგო, ამაზე იყო სა...   Nov 8 2010, 20:21
- - ჩიქო   თენგო ჩვენ იქ მივ...   Nov 8 2010, 20:28
- - Davitus   ჩიქო სად მიდიხართ ...   Nov 8 2010, 21:10
- - კახაბერ   Davitus როგორ ხარ, ბატონ...   Nov 8 2010, 21:38
- - ჩიქო   Davitus მე შე კაცო გავ...   Nov 8 2010, 21:43
- - ლევანი   ვაა..რამხელა პოსტე...   Nov 8 2010, 22:05
- - კახაბერ   კლუბის წევრების ზუ...   Nov 8 2010, 22:22
- - sabo73   ეჰ რას არ მოესწრებ...   Nov 8 2010, 22:27
- - კახაბერ   sabo73 ჩემს საბას დავრ...   Nov 8 2010, 22:30
|- - sabo73   ციტატა(კახაბერ @ No...   Nov 8 2010, 22:38
- - გოგა   ციტატა(sabo73 @ 8th November 2010...   Nov 8 2010, 22:31
- - გოგა   ციტატა(sabo73 @ 8th November 2010...   Nov 8 2010, 22:40
- - კახაბერ   ციტატამოვა დრო და ...   Nov 8 2010, 22:41
- - ზახარა   ზაზა სეხნი ისევ ჯა...   Nov 8 2010, 22:42
|- - ზაზა   ციტატა(ზახარა @ Nov 8...   Nov 9 2010, 11:55
- - შალვა   ამით იწყება და ამი...   Nov 8 2010, 23:40
- - ბესო   ციტატა(კახაბერ @ 8t...   Nov 9 2010, 09:10
- - კახაბერ   ფორუმის წევრებს მი...   Nov 9 2010, 09:17
- - ღლიღვა   ციტატა(levani @ 8th November 2010...   Nov 9 2010, 11:26
- - კახაბერ   ხო, მე დამავიწყდა დ...   Nov 9 2010, 11:36
- - იკო1981   ციტატა(zaza @ 8th November 2010 ...   Nov 9 2010, 12:37
- - ვიტო   რა კარგი თემა წამო...   Nov 17 2010, 09:36
- - კახაბერ   ციტატარა კარგი თემ...   Nov 17 2010, 10:20
- - ნოსო   ყურადღებით წავიკი...   Nov 17 2010, 13:00
- - კახაბერ   გამარჯობა, ნოსო. მე ...   Nov 17 2010, 13:17
- - ნოსო   კახაბერ გასაგებია...   Nov 17 2010, 13:25
|- - Maverick   QUOTE (ნოსო @ Nov 17 2010, 14:25)...   Nov 17 2010, 14:30
- - კახაბერ   ჩავთვალოთ, რომ ვიც...   Nov 17 2010, 14:26
- - შალვა   კლუბის წევრი ვარ მ...   Nov 17 2010, 20:16
- - კახაბერ   შალვა ნუ გარიცხავთ...   Nov 17 2010, 20:22
- - შალვა   ციტატა(კახაბერ @ 17...   Nov 17 2010, 21:36
- - ლევანი   ციტატა(shalva @ 17th November 201...   Nov 17 2010, 23:37
|- - დათაბატონი   ციტატა(ლევანი @ Nov 1...   Nov 18 2010, 07:25
- - Veshapo   რა სარგებლობა მოაქ...   Nov 18 2010, 22:27


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 17:35