რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
კახაბერ
გასაგებია კახა, სარგებლობა ძალიან დიდია თუმცა სანამ გაცნობა არიქნება,უცნობ ადამიანთან ერთობლივი ნადირობის ცუდი მხარეები ასახა მავერიკმა,მე არა საბედრიეროდ, მარგამ მან პრაკტიკაშიც გამოცადა ეგ რამდენადაც ვიცი . და მე რამდენადაც ვიცი უფროსი კაცი ხარ და მჯერა მეტჯერ იქნები ნანადირები ჩემზე და არ გესწავლებოდეს იქნება რომ სერიოზული ერთობლივი ნადირობა უნდა იყოს ურთიერთგაგებასზე და ნდობაზე აგებული,ეგ კი არა ჩვენ კლუბის წევრები რომ ვიყავით ფოთში იხვზე წინა სეზონზე იქ იყო გაუტვალისწინებელი შემთხვევები და ურთიერთი გაურკვეველი საქციელები,ასევე იყო სეზონის გახსნაზე ხარვეზები,ესეთი პრობლემები რომ არ შეიქმნას ჩემო კაცა უბრალოდ ლუდი დავლიოთ,იაღოვა და ა.ს. ![]() პ.ს."არ მიდნა ჩემი პისტი გასათხოვი ქალიშვილის თავდაფასებას გავდეს ![]() ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კახაბერ გასაგებია კახა, სარგებლობა ძალიან დიდია თუმცა სანამ გაცნობა არიქნება,უცნობ ადამიანთან ერთობლივი ნადირობის ცუდი მხარეები ასახა მავერიკმა,მე არა საბედრიეროდ, მარგამ მან პრაკტიკაშიც გამოცადა ეგ რამდენადაც ვიცი . და მე რამდენადაც ვიცი უფროსი კაცი ხარ და მჯერა მეტჯერ იქნები ნანადირები ჩემზე და არ გესწავლებოდეს იქნება რომ სერიოზული ერთობლივი ნადირობა უნდა იყოს ურთიერთგაგებასზე და ნდობაზე აგებული,ეგ კი არა ჩვენ კლუბის წევრები რომ ვიყავით ფოთში იხვზე წინა სეზონზე იქ იყო გაუტვალისწინებელი შემთხვევები და ურთიერთი გაურკვეველი საქციელები,ასევე იყო სეზონის გახსნაზე ხარვეზები,ესეთი პრობლემები რომ არ შეიქმნას ჩემო კაცა უბრალოდ ლუდი დავლიოთ,იაღოვა და ა.ს. ![]() პ.ს."არ მიდნა ჩემი პისტი გასათხოვი ქალიშვილის თავდაფასებას გავდეს ![]() ![]() ნოსო ნეტა შენ წერა გესწავლა რაა, არაფერი გეშველება, ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შეეცადე შენმა უფროსმა არ ნახოს შენი პოსტები, თორემ ისევ გააქტიურდები კლუბშიც და ფორმუზეც ![]() ![]() ![]() ![]() P.S. ბოდიში ოფისთვის, მაგრად მომნატრებია ნოსოს შემოქმედება ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 10:57 |