იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
Dec 3 2009, 22:06
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით... დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?) მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად. ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული, იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე, მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები ინტენსივობით. ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე. სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან.... ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ დამოუკიდებელ ჯგუფებად. გაგრძელება მეზარება, მერე იყოს |
|
|
|
![]() |
Nov 18 2010, 04:50
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოგესალმებით !
ამ თემაში წარმოვადგინოთ იხვზე ნადირობის მეთოდები და თავისებურებები ალბათ უპრიანი იქნება სანამ უშუალოდ ნადირობაზე გადავიდოდეთ, ცოტაოდენი რამ გავარკვიოთ ჩვენს სანადირო ობიექტზე. იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატისიანები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატისინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა. იხვები გადამფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა. ამ იხვთაგან ნადირობის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება გარეული იხვს (Anas platyrtynchos). ![]() ![]() ![]() რადგან წონის და ხორცის ხარისხის თვალსაზრისით ის საუკეთესო სანადირო ობიექტია. როგორც ზევით ავღნიშნე იხვები გადამფრენი ფრინველებია და საქართველოში მათი გამოჩენა ემთხვევა მწყერის სეზონის დამთავრებას(ოქტომბრის შუა რიცხვები). იხვის გადაფრენა პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან და გლობალური დათბობის პირობებიდან გამომდინარე წლიდან წლამდე იხვების გადმოფრენა სულ უფრო გვიან ხდება ხოლმე ადრინდელ წლებთან შედარებით, საქართველოში გადმოფრენის ძირითადი მარშრუტი გადის დასავლეთ საქართველოზე კერძოდ კოლხეთის დაბლობზე, იხვების მასობრივი თავშეყრის ადგილად თამამად შეიძლება ჩაითვალოს პალიასტომის ტბა და მის გარშემო მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული ჭაობიანი დაბლობები. იხვიზე ნადირობა გადაფრენებისას შემოდგომის დასვენების შემდეგ იხვი იცვლის ბუმბულს ეგრეთწოდებულ შეწყვილების შეფერილობაზე. გაზაფხულზე გამოჩეკილი იხვებიც ამ დროისთვის უკვე კარგად დაფრინავენ, ასე რომ იწყება ყოველდღიური გადაფრენები დასვენების ადგილებიდან საკვებ ადგილებამდე და უკან. როგორც წესი გადაფრენა იწყება დაბნელებისას დიდი წყალსატევებიდან მდინარეების ან მინდვრების მიმართულებით და დილით გარიჟრაჟზე, იქედან უკან. აღსანიშნავია ასევე, რომ იხვები დილითაც და საღამოთიც დაფრინავენ ერთი და იგივე მარშრუტით, გამომდინარე აქედან უშუალო ნადირობამდე საჭიროა მათი მარშრუტის შესწავლა და კარგი ადგილის შერჩევა ჩასაფრების მიზნით. ასეთ ადგილებში სასარგებლოა წინასწარ მოეწყოს ნაგებობა კამუფლირებული მასალების გამოყენებით, ასევე კარგი იქნება თუ კამუფლირებულ მატერიას მივამაგრებთ ადგილობრივ მცენარეებს (მაგ. გამხმარ ბალახს, ტოტებს ან თუნდაც კამიშს). ![]() ![]() ![]() თუ ასეთი ნაგებობის აგების საშუალებას არ იზლევა ბუნებრივი პირობები, ასეთ შემთხვევაში მონახეთ რაიმე ბუნებრივი საფარი ან ჩაიცვით კამუფლირებული ტანსაცმელი და შეეცადედ რაც შეიძლება გაუნძრევლად ჩაჯდეთ გასროლის მომენტამდე. ასეთი ტიპის ნადირობისას ძალიან ეფექტურია დამხმარე საშუალებების გამოყენება, იგულისხმება იხვის საყვირი და ჩვენი საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი, იხვის საყვირი ძალიან ეფექტური საშუალებაა იხვის მოსაზიდად დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ არაფერი ვთქვათ გადაფრენაზე. იგივე შეიძლება ითქვას ძაღლზეც, ჩვენი პატარა მეგობარი განსაკუთრებით ეფექტურია საღმოს გადმოფრენის დროს რადგან ჩვენ არ ვკარგავთ არც ერთ წამს ნანადირევის შეგროვებაზე, ასევე არ იკარგება დაჭრილი ფრინველი, და თუ მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეშე საღამოს გადაფრენაზე ნადირობას, ფრინველის ჩამოგდების შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა მისი მონახვა რადგან ამ ოპერაციის გადადების შემთხვევაში 10 დან 9 შემთხვევაში თქვენი ნანადირევი დაიკარგება, მიუხედავად არაჩვეულებრივი ორიენტაციისა. ერთი ორი სიტყვით ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ საერთოდ ცნობილი ფაქტია და პირადად მეც ასე ვფიქრობ რომ იხვზე სანადიროდ საჭიროა ძაღლის კონკრეტული ჯიშების ყოლა: 1. დრათხაარი2. კურცხაარი3. სპანიელი4. ლაბრადორი5. ლაიკა (ეს უკანასკნელი საქართველოში ნადირობის მიზნით ნაკლებად გამოიყენება და რაოდენობითაც ძალიან შეზღუდულია)ზემოთ მოყვანილი ძაღლებიდან მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ სპანიელს და დრათხაარს, მათი სიცივის ამტანობისა და წყლის სიყვარულის გამო და არა ყნოსვის თვისებებიდან გამომდინარე, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშებიდან ყველაზე კარგი ყნოსვა და ალღო მაინც სპანიელს გააჩნია. დრათხარი გამოირჩევა როგორც ყნოსვით ასევე სიძლიერით, რაც შეეხება ლაბრადორს ამ ჯიშის ძაღლები ცნობილები არიან ნანადირევის მოტანის არაჩვეულებრი უნარით, ლაბრადორებს ასევე უძახიან რეტრივერებს რაც თარგმანში დაკარგულის პოვნას,მოტანას, მოპოვებას ნიშნავს. კურცხაარიც ძალიან ძლიერი ძაღლია რომელსაც გააჩნია არაჩვეულებრივი ყნოსვა. საღამოს/დილის გადაფრენაზე ნადირობისათვის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხფეხა მეგობრებიდან მე პირადად ლაბრადორს მივანიჭებდი უპირატესობას. იხვზე სროლის თავისებურებები ამ თემაზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება ამიტომაც აქ არ მოვყვები სროლის ყველა ტექნიკის ჩამოთვლას უბრალოდ დავაფიქსირებ ძირითად მომენტს, თუკი ვინმეს უნახავს იხვის გადაფრენა მიხვდება, რომ ეს ფრინველი განსაკუთრებით სწრაფად დაფრინავს და ერთ ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელია ფრინველებს შორის თუ არ ჩავთლით ჩიბუხას, იხვის გადაფრენისას ჩვენ გვესმის სპეციფიური ხმა რომელიც სტვენას მოგვაგონებს, ამიტომაც მასზე ხშირად ამბობენ რეაქტიულივით ჩაიფრინაო. მოკლედ მონადირეებს ახალბედასაც და გამოცდილსაც შემიძლია მივცე ერთად ერთი რჩევა, სანამ წახვალთ იხვზე სანადიროდ აუცილებლად გამოსცადეთ ვაზნა. გადავიდეთ უშუალოდ სროლის მომენტზე უმრავლესობას მოკლული ყავს მწყერიც, ქათამიც და ა.შ. საერთოდ ნებისმიერ ფრინველზე ნადირობისას ოქროს წესია რომ სროლის დროს ფრინველს ცოტათი წინ უნდა დაუჭირო ანუ უნდა გამოვთვალოთ ფრინველისა და საფანტის შეხვედრის მომენტი, ხვდებით ალბათ, რომ რაც უფრო სწრაფია ფრინველი მით უფრო იზრდება „წინ დაჭერის“ მანძილიც. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ შემთხვევა, როდესაც გადმოფრენის დროს იხვზე 2 მეტრით წინ დაჭერა მომიწია რო ამეყვანა, რათქმაუნდა ასეთ დროს ფასდება არამხოლოდ ფრინველის სისწრაფე არამედ ფრინველსა და თქვენს შორის მანძილიც. კიდევ ერთი რჩევა ახალბედა მონადირეებს ან მათ ვინ ახალი თოფი შეიძინა, ისროლეთ რაც შეიძლება მეტი, შეიგრძენით საკუთარი თოფის შესაძლებლობები!!! (ამისათვის არსებობს სასტენდო კლუბი სადაც შეგიძლიათ სეზონის დაწყებამდე ვარჯიში). ეხლა იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ! ცოტა არ იყოს დავიღალე ამდენი წერით, თანაც ამასობაში 5:50 წუთი შესრულდა, შემდეგში შვეცდები სტატიები დავწერო იხვზე ფიტულებით, ძაღლით და ნავით ნადირობის შესახებ, ასვე იხვის საყვირზე და მისი გამოყენების ტექნიკაზეც. რათქმაუნდა თუ საინტერესო იქნება ფორუმელებისთვის. |
|
|
|
ვიტო იხვი Dec 3 2009, 22:06
feroni იხვზე ფიტულებით ნა... Nov 18 2010, 20:48
par514 ციტატა(feroni @ Nov 18 2010, 21... Feb 9 2015, 11:03
riko ასე დაწვრილებით და... Dec 12 2010, 11:44
woodman http://www.youtube.com/watch?v=luEaR3Tj1yk Apr 1 2011, 23:09
kajuberi საინტერესო ფოსტია ... Nov 2 2011, 14:06
PREDATOR RE: იხვი Jul 20 2012, 23:44
mda იხვზე ან ბატზე მცი... Nov 18 2012, 16:06
ჭალიმგელა mda
კანონით არ არის ა... Nov 18 2012, 16:48
mda კი რეკოშეტს რომ აძ... Nov 18 2012, 19:03
Zhorika 0.22 1.5კმ ზე ინარჩუნებ... Nov 19 2012, 12:10
LeoTaso mda
მორალურად მართა... Nov 19 2012, 20:35
იეტი ციტატა(LeoTaso @ Nov 19 2012, 21... Nov 20 2012, 08:03
KTX-100 ციტატამისწრებაა 100-... Nov 20 2012, 08:31
იეტი ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012... Nov 20 2012, 08:58
KTX-100 იეტი
ციტატა182 მეტრ... Nov 20 2012, 09:08
იეტი ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012... Nov 20 2012, 09:14
ჭალიმგელა იეტი
ორივე პოსტში 1... Nov 20 2012, 09:34
doni ეს ყველაფერი კარგი... Nov 20 2012, 11:53
chagaraa ციტატა(doni @ Nov 20 2012, 12... Nov 20 2012, 16:56
Assasin ციტატა(chagaraa @ Nov 20 2012, 17... Nov 20 2012, 18:49
levani_200 გამარჯობათ.მოკლედ ... Dec 26 2012, 09:55
kajuberi ციტატა(levani_200 @ 26th December... Dec 26 2012, 10:01
Assasin ეგეთ სიტუაციაში მე... Dec 26 2012, 10:06
levani_200 თავს რამდენად იკლა... Dec 26 2012, 10:24
alika77 ციტატა(levani_200 @ Dec 26 2012, ... Dec 26 2012, 23:06
Davitus levani_200
მაქსიმუმ გაცუ... Dec 26 2012, 22:57
megreli აქ რო დაიწერა კამი... Dec 26 2012, 23:02
Davitus megreli
alika77
მე ეგ ბაიკე... Dec 26 2012, 23:14
alika77 Davitus
რავიცი ნაცნობი ... Dec 26 2012, 23:16
Davitus alika77
ხო ნუ რავიცი, ახ... Dec 26 2012, 23:19
alika77 ნუ ეხლა თუ იმდენს ე... Dec 26 2012, 23:23
megreli მეც გამიკვირდა თუ ... Dec 27 2012, 00:07
kajuberi KTX-100
ციტატა(KTX-100 @ 27... Dec 27 2012, 08:55
ilariona ჩემი თვალით მაქვს ... Dec 27 2012, 09:06
KTX-100 ilariona
შენი ავატარიც ... Dec 27 2012, 09:19
ilariona KTX-100
ერთი რაც ვიცი ს... Dec 27 2012, 09:31
LeoTaso ilariona
ციტატა(ilariona @ 27th ... Dec 27 2012, 22:45
T A M P L I E R LeoTaso
საღოლ ლიმინა მა... Dec 28 2012, 00:37
Davitus ციტატა(LeoTaso @ 27th December 20... Dec 28 2012, 00:47
LeoTaso Davitus
ციტატა(Davitus @ 28th ... Dec 28 2012, 00:55
woodman სანამ გუნდს არ დაი... Dec 29 2012, 23:32
feroni ვიცი ცოტა ადრეა იხ... Sep 14 2013, 08:20
მაქსიმუსა feroni
იქნებ ისეთი ვიდ... Nov 22 2013, 17:40
feroni მაქსიმუსა
აგერ ეს ... Nov 22 2013, 17:58
feroni აგერ ეს კიდევ ცალ-ც... Nov 22 2013, 18:09
მაქსიმუსა feroni
მადლობა Nov 22 2013, 18:52
feroni ეს კიდევ ვისაც მათ... Nov 22 2013, 18:52
feroni фотохостинг бесплатный
фо... Nov 22 2013, 19:06
მაქსიმუსა ჯიგარი ხარ რააა! ა... Nov 22 2013, 19:28
feroni მაქსიმუსა
არაფერს... Nov 22 2013, 19:50
feroni ეხლა გადავაწყდი სა... Nov 22 2013, 22:35
მაქსიმუსა ბარემ მეც მივამატე... Nov 25 2013, 04:59
მაქსიმუსა ეს დიდი
და ეს მცირ... Nov 25 2013, 05:10
aragveli ჯერ ისედაც არ მომწ... Dec 13 2013, 18:25
kupra ციტატა(aragveli @ Dec 13 2013, 19... Dec 13 2013, 19:27
smekosmeko იხვზე ნადირობა რა ... Dec 13 2013, 18:52
aragveli ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, ... Dec 13 2013, 19:09
smekosmeko ვწუხვარ მაგრამ არ ... Dec 13 2013, 19:26
aragveli ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, ... Dec 13 2013, 19:44
ჯეკო aragveli
smekosmeko
kupra
მაგ მიზ... Dec 13 2013, 19:36
გოგიტა ვისაც არ მოგწონთ გ... Dec 13 2013, 20:52
შადი შამოდი იხვზე უფაროდ თითქმ... Dec 13 2013, 21:28
ზახარა შადი შამოდი
მე ვარ ... Dec 13 2013, 21:34
ჰერცოგი მეც ვარ ეგეთი გამო... Dec 13 2013, 22:17
ზახარა ჰერცოგი
ყველაფერს... Dec 13 2013, 22:26
Sergi88 ციტატა(zaxara @ 13th December 201... Dec 13 2013, 22:53
ჰერცოგი ზახარა
კი გეთანხმ... Dec 13 2013, 22:56
darcho ასე უფერულად რატომ... Dec 13 2013, 22:59
ზახარა ციტატა(hercogi997 @ 13th December... Dec 13 2013, 23:06
nik@a ნერვები მომეშალა ა... Dec 13 2013, 23:24
megreli ზახარა
ციტატა(zaxara ... Dec 14 2013, 00:28
smekosmeko მთელი ღამე ფარით დ... Dec 14 2013, 09:58
Davitus აი მაგიტომაც არის ... Dec 14 2013, 10:18
ნოსო aragveli
შადი შამოდი
მთ... Dec 14 2013, 19:36
ჰერცოგი გზის გასანათებლად ... Dec 14 2013, 19:43
feroni ნოსო მიუხედავათ შე... Dec 14 2013, 19:45
LeoTaso ორ სიტყვას ვიტყვი ... Dec 14 2013, 19:54
ნოსო მე პროპაგანდას კი ... Dec 14 2013, 20:12
შადი შამოდი ფარით ნადირობა კან... Dec 14 2013, 20:18
ნოსო შადი შამოდი
მე პრო... Dec 14 2013, 20:31
ნოსო საერთოდ აღმოსავლე... Dec 14 2013, 20:31
ჰერცოგი ნოსო
10 იხვი გყავს შ... Dec 14 2013, 21:02
ნოსო ამ თემაზე საუბარი ... Dec 15 2013, 00:28
smekosmeko კაცო რომ ვერ ვკლავ... Dec 15 2013, 10:11
PREDATOR RE: იხვი Apr 19 2014, 07:13
ako-gul იხვზე ნადირობა მომ... Jul 11 2014, 20:47
ako-gul ბოდიშით პატარა სურ... Jul 12 2014, 19:33
par514 ციტატა(ვიტო @ Dec 3 2009,... Nov 5 2014, 21:22
Davitus par514
ციტატა(par514 @ 5th Novem... Nov 5 2014, 21:33
feroni par514
სხვადასხვა სახ... Nov 6 2014, 16:38
PREDATOR RE: იხვი Nov 30 2014, 00:52
PREDATOR RE: იხვი Dec 24 2014, 22:37
ზახარა ახალი თემა გავხსენ... Jan 9 2015, 13:53
PREDATOR RE: იხვი Feb 1 2015, 23:32
ზახარა RE: იხვი Sep 21 2015, 14:41
kardinal84 მომადგა ნერწყვი. Sep 21 2015, 18:18
უიარაღო 2 სექტემბერს მწყერ... Sep 22 2015, 12:32
utruxune ციტატა(უიარაღო @ Se... Sep 22 2015, 18:44![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th December 2025 - 16:21 |