იხვი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

იხვი, იხვის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ვიტო
პოსტი Dec 3 2009, 22:06
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დადგა ზამთარი და მოვიდა ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტის დროც. ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ
საქართველოში პოპულარულ იხვზე ნადირობის მეთოდებზე, საგაზაფხულო ნადირობაზე რა თქმა უნდა არ შევჩერდებით...

დახასიათება (თემა ასაკინძია, ვინ ითავებთ?)

მის საბუდარ ადგილებში (რუსეთში) სიცივეების დადგომასთან ერთად იხვი იწყებს მიგრირებას თბილი ქვეყნებისკენ და ერთ
ერთი საჰაერო ზოლი გადის საქართველოზე, მთავარი არტერია არის შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი კოლხეთის დაბლობი
და ჯავახეთის ზეგანი, სადაც იგი ჩერდება ძალების მოსაკრებლად და დასასვენებლად.

ფიტულებით ნადირობა - მთელ მსოფლიოში არის ყველაზე პოპულარული მეთოდიკა, იძლევა საშუალებას, რომ
მოპოვებული იქნას მაქსიმალური რაოდენობის ნადავლი..... რატომღაც საქართველოში ჯერ არ არის მყარად ფეხმოკიდებული,
იმედია ჩვენ ვიქნებით ფლაგმანები. ბოლო ხანებში საკმაო ინტენსიურობით ვცდილობდი გავცნობოდი ამ მეთოდს
და დავადგინე შემდეგი სიბრძნეები............. newsmile05.gif

ერთ ერთი მთავარი პირობა არის ადგილის კარგად ცოდნა, ანუ მონადირემ უნდა იცოდეს, რომ იხვი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე,
მოძრაობს და აკეთებს გადაფრენებს, ცივი და ქარიანი ამინდების პირობებში ირჩევა თბილი წყლები ან მყუდრე ადგილები დინების ნაკლები
ინტენსივობით.

ფიტულების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი სიმცირის შემთხვევაში დიდი გუნდების მოზიდვის
ილუზია არ უნდა შეიქმნათ, ხშირ შემთხვევაში 2-3 იხვისგან შემდგარი ჯგუფები აქცევენ ყურადღებას. ძალიან ბევრის განლაგების შემთხვევაში
იზრდება სასროლი მანძილის სიგრძე, რაც ცუდად მოქმედებს შედეგიან გასროლაზე და თავისთავად აღებული იხვების რაოდენობაზე.
სასურველი რაოდენობა ე.წ. ოქროს შუალედი არის 15-30 ერთეული. შეიძლება ბევრის განლაგებაც, მაგრამ ამის პირობა
თითონ წყალსაცავზე უნდა იყოს სადაც მონადირეები თავისუფლად განლაგდებიან და ჩასაფრდებიან....





ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის ფიტულები, თუ არსებობს ამის საშუალება ისინი უნდა განთავსდნენ
დამოუკიდებელ ჯგუფებად.


გაგრძელება მეზარება, მერე იყოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
feroni
პოსტი Nov 18 2010, 20:48
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



იხვზე ფიტულებით ნადირობა
ეს თემა ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება რადგან ესეთი ტიპის ნადირობა ითვლება ყველაზე აზარტულ და გასართობ მეთოდად, რადგან ის დაკავშირებულია როგორც იხვების ქცევის შესწავლასთანს ასევე პირადი ტალანტის გამომჟღავნება/გამოყენებასთან. ასეთი ტიპის ნადირობაში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს სროლაში და იხვის მოზიდვაში შეჯიბის მხარეც, რაც განსაკუთრებით სახალისოს ხდის ნადირობის ამ მეთოდს.
მონადირისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა ფიტულებით ნადირობისას
1. ფიტულები
2. საყვირი
3. ძაღლი ან ნავი
4. სამალავი


დავიწყოთ ფიტულებით
დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არსებობს უამრავი ტიპის ფიტულები, არსებობს პლასმასის, კომპოზიტური მატერიის, რეზინის, ხის, გასაბერი ფიტულები რომლებზეც ოფსეტური ფოტო სურათია დატანებული. ყვალას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, ამ თემის განხილვა ცოტა შორს წაგვიყვანს ამიტომაც გადავიდეთ უშუალოდ მათ სახეობებზე და გამოყენების მეთოდებზე
იხვებზე დაკვირვებიდან მონადირეებმა და მეცნიერებმაც დაადგინეს იხვის წყალზე მოქცევის ძირითადი პოზიციები. ესენია
1
დასვენება და ძილი

2

აქტიური და ნახევრად აქტიური მოძრაობა საჭმლის ძიების პროცესში

3

კვების პროცესი

4 ჰიგიენური ქცევები

5
თანამოძმეების მოხმობის ქცევები

არსებობს ასევე მოტორიზებული ფიტულები რომლებიც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ იხვების მოზიდვაში ესენია:

წყალზე განლაგებულ გუნდთან მოფრენის იმიტაცია
წრეზე მოცურავე იხვები აქტიური კვების პროცესში (რამოდენიმე წუთში ერთხელ იხვები ყვინთაობენ და თან წრეზე ცურავენ)

ასევე არსებობს მინდორში სანადირო ფიტულები:




როგორც ხედავთ აქაც გამოიყენება თითქმის ყველა ის პოზიციარ რომელიც გვხვდება წყალზე.
მაშ ასე, იმის მერე რაც შევიძინეთ იხვის ფითულები გადავიდივართ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, მათ განლაგაბაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფიტულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მათი ხარისხი, მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა მათ განლაგებასთან ანუ ჩვენ შეიძლება დაბალი ხარისხის ფიტულები გვქონდეს მაგრამ იმდენად კარგად განვალაგოდ გუნდი რომ ბევრ, ძვირად ღირებულ და ხარისხიან ფიტულებზე უკეთესი შედეგი მივიღოთ.

სად და როგორ უნდა განვალაგოტ ფითულები?
აქ ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება ქარის მიმართულება. მთვარი პრინციპი ფიტულებით ნადირობისას არი ის რომ ქარი ყოველთვის უნდა გვიბერავდეს ზურგში, რადგან ნებისმიერი ფრინველისთვის როგორც ავიაციაში დაჯდომა გაცილებით რთული პროცესია ვიდრე აფრენა, როდესაც იხვს ქარი ხვდება მკერდში და შესაბამისად ჩვენ ზურგში მას გაცილებით უადვილდება დაჯდომა რადგან ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დაჯდომის დროს და სიზუსტეც მეტია. თუმცა ლანდშაფტიდან გამომდინარე ყოველთვის ვერ ხერხდება სამალავის ისე განთავსება რომ ქარი აუცილებლად ზურგში გვიბერავდეს, ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს თვისი რეცეპტი, ქვემოთ მოყვანილი გრაფიკა თვალსაჩინოს ხდის როგორუ უნდა ვიმოქმედოთ განსვავებულ პირობებში.

ყურადღება მიაქციეთ რომ როდესაც ქარი უბერავს მარცხნიდან ან მარჯვნიდან და იხვებიც შესაბამისად მოფრინავენ ქარის მიმართულებით საჭიროა ჩვენი სამალავი ფიტულებიდან 30 მეტრით გადავწიოთ ქარის მიმთულებით, რადგან იხვებს ქარი ზურგში ხვდებათ ისინი პირდაპირ ჩვენს წინ დაეშვებიან და შემდეგ ცურვით მიუახლოვდებიან ჩვენს ფიტულებს, გაცილებით მარტივად არის საქმე როდესაც ქარი ზურგში გვიბერავს, ასეთ დროს ფიტულები უნდა განთავსდეს ჩვენს პირდაპირ20–25 მეტრის მანძილზე რათა არ მოგვიწიოს ახლო მანძილიდანს სროლა და ამგვარად ნანადირევი არ გავაფუჭოთ.

უმთავრესი პრინციპი ფიტულების განლაგების დროს, აუცილებლად დატოვეთ ფითულებს შორის ცარიელი ადგილი, ეს ადგილი ემსახურება იხვებს როგორც დასაფრენი ზოლი, ამ ადგილის გარეშე იხვის წყალზე დასმა თითქმის შეუზლებელი გახდება.
რაც შეეხება მოტორიზებულ ფიტულებს ისინი უნდა განლაგდეს ან უშუალოდ სამალავთან ან გუნდის წინ 10 მეტრით ოღონდ ცოტატი გვედზე გაწეული, რომ ნამდვილ იხვის დაჯდომაში ხელი არ შეუშალოს
ფიტულების რაოდენობა
რამდენი ფიტული არის საჭირო იხვზე წარმატებულად ნადირობისთვის?
ამ კითხვას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, უცხოურ ფორუმებზეც კი ვერ გიპასუხებენ ზუსტად, ყველაზე სწორი პასუხი ალბათ არის
"გააჩნია სიტუაცია"
თუ ვნადირობთ პატარა ტბორზე, ან ტყეში სადაც პატარა ხვრელია ამ შემთხვევაში ალბათ 7-10 ცალიც საკმარისი იქნება (მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო 31 ქარხნის ტბები)
თუ ვნადირობთ საშუალო ზომის ტბაზე (მაგ. კუს ან ლისის ტბა) 12-15 ცალი საკმარისი იქნება
რაც შეეხება მდინარეზე ნადირობას აქაც უნდა ვიმოქმედოთ ტოპოგრაფიიდან გამომდინარე
თუ ვნადირობთ დიდ ტბებზე როგორიც არის პალიასტომი, წალკა, ფარავანი, საღამო და ა.შ. აქ მოქმედებს შემდეგი პრინციპი რაც მეტია უკეთესია
თუმცა ყველაზე კარგი რჩევა მაინც იქნება, დაკვირვება იხვებზე, უნდა დავაკვირდეთ რა რაოდენობის გუნდები მოძრაობენ, ამასთანავე უნდა გვახსოვდეს რომ იხვი ნაკლებათ დაჯდება მასზე ნაკლები გუნდის დაძახილზე ანუ თუ ჩვენს სანადირო არეალში მოძრაობენ იხვის გუნდები შემდგარი მაქსიმუმ 5-12 ერთეულამდე, საჭიროა მინიმ 5-8 ფიტულით მეტის განთავსება

საყვირი (ე.წ. მანოკი)
საყვირები ძირითადად ორი ტიპის არის ერთ ენიანი

და ორ ენიანი

საყვირი შედგება ორი ნაწილისაგან ეგრეთწოდებული inserti-საგან

და barreli-საგან

აწყობილი ვარიანტი

ინსერთი არის ნაწილი რომელზეც დამონტაჟებულია ენა და ბარელი არის ნაწილი რომელშიც უბერავთ. ბარელს იმდენად დიდი მინიშვნელობა არააქვს როგორც ინსერთს, რადგან ხმას გამოსცემს ინსერთი და არა ბარესლი, რათქმაუნდა ბარელიც მნიშვნელოვანია ჰაერის კონტროლის თვალსაზრისით, რაც უფრო დიდია მეტ ჩაბერვასაც მოითხოვს მაგრამ ხმაც ხვანაირი გამოდის, მოკლედ დიდ და პატარა ბარელებს თავიანთი დანიშნულება აქვთ, რომელზეც მერე მოგიყვებით, რაც შეეხება ინსერთებს ძირითადად ორი ტიპის არის ეგრეთწოდებული არკანზასის სტილის და ლუიზიანის სტილის. ეს განსხვავებები გამოიხატება როგორც ინსერტის დაბოლოების მოყვანილობით ასევე ენის ფორმითაც. ერთ ენიან საყვირზე გაცილებით რთულია ხმის იმიტირება ვიდრე ორიანზე, როგორც წესი პროფესიონალი მონადირეები იყენებენ ერთ ენიან საყვირებს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რა იგულისხმება უნივერსალურობაში?
1 შეუძლიათ ნებისმიერ ტონალობაში ხმის გამოცემა
2 ერთენიანი საყვირს შეუძლია იყოს როგორც ხმამაღალი(მნიშვნელოვანია ღია დიდ წყალსაცავებზე ნადირობისას) ასევე ძალიან ხმადაბალი(რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში ნადირობისას)
3. ერთენიანი საყვირით შეგიძლია რამოდენიმე იხვის იმიტაცია მოახდინო ერთდროულად
4 ხმის ხარისხიც გაცილებით უკეთესია
5. ერთენიანი საყვირები თითქმის არასდროს არ იჭედება(ცივ ამინდში ნერწყვის გამო ორიანები ხშირად ეწებება ერთმანეთს და ხმას ვეგარ გამოსცემ ან თუ გამოსცემს ძალიან უხეშს)
6 და ბოლოს ერთიანის მოვლა(მომსახურება) გაცილებით ადვილია. ყოველი ნადირობის მერე უბრალოდ უნდა გახსნათ და გააშროთ

რაც შეეხება ხმის გამოცემას
პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის რომ საყვირში არ შეიძლება პრიდაპირი მნიშვნელობით ჩაბერცა, ანუ ჩაბერცის დროს ლოყები არ უნდა გებერებოდეს რაც ნიშნავ იმას რომ ჰაერი უნდა ამოდიოდეს დიაფრაგმიდან. მაგალითად ზამთარში ფანჯარის გაორთქვლა ყველას გვიცდია მემგონი. ზუსტად ეგეთი პრინციპი მოქმედებს. კიდევ კარგი მაგალითია მარცვალი ჰა! მემგონი მიხვდით რაზეც ვსაუბრობ
მეორე და ერთერთი უმთავრესი არის ენის პოზიციონირება პირის ღრუში, წარმოიდგინეთ ეზოს მოწყვის დროს ან მანქანის გარეცხვის დროს რეზინის მილს ეგრეთწოდებულ "შლანგს" ვაფარებთ თითს რათა შევქმნათ წნევა, რომ წყალი რაც შეიძლება შორს გაისროლოს, იგივე პრინციპი მოქმედებს აქაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოყვანილობა ანუ რამდენად მაღალი სასა აქვს ადამიანს.
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რამეს, ენის წვერი უნდა მივაბჯინოთ ქვედა კბილების უკანა მხარს და ენის შუა ნაწილი წავწიოთ წინ, ამ შემთხვევაში ენა აიწევს სასიკენ და ჰაერს დარჩება ნაკლები ადგილი გამოსასვლელად, რა დროსაც იქმნება წნევა, ასევე მნისვნელოვანია ამოსუნთქვის დროს მუშაობდეს მუცლის კუნთები რომელიც აწვება დიაფრაგმას აადვილებს ამოსუნთქვას. ასე რომ შეიძლება ითქვას ორ საქმეს ერთად ვაკეთებთ ვაბითურებთ იხვებს და ვიყენებთ მუცლის პრესს
ასევე გავრცელებულია აზრი რომ საყვირში ჩაბერვის დროს უნდა თქვა რაიმე სიტყვა რაც გაგიადვილებს ხმის იმიტირებას, ასეთი სიტყვებია quit, whit, quid და ასე შემდეგ, ამ სიტყვების გამოთქმის ტექნიკას თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ რომ სითყვის დაბოლოების დროს ჩვენი ენის შუა ნაწილი ედება სასას რაც არის ზალიან მნიშვნელობანი მომენტი ხმის იმიტაციის დროს, ყოველი"კვაკი" ვიტ-ვიტი მოკლედ იხვის ხმა უნდა სრულდებოდეს მკვეთრად ანუ დიაფრაგმიდან გამოდევნილი ჰაერი მკვეთრად უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში გამოცემული ხმა დაემსგავსება ყროყინს რაც ყვავების მეტს არაფერს მოიზიდავს.
და ყველაზე მთავარი მომენტი სანამ კარგად არ ისწავლით ერთჯერადი კვაკის გამოცემას ნუ დაიწყებთ კომბინაციების კეთებას.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ ნახოტ აი ეს
http://www.youtube.com/watch?v=Suu9M9g9xok...feature=related

რაც შეეხება თვითონ საყვირებს და მათ ბრენდებს,
მე ჩემთვის ვიყიდე echo XLT, რაც ნიშნავ Extra Loud Timbers,
ასევე კაგი საყვირები აქვს Rich-in-tones შემოკლებით RNT
ასევე HOBO calls
მოკლედ ბევრი კარგი ფირმაა
თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ როგორი საყვირი გინდათ, იმის გარდა რომ საყვირები ერთ ენიანი და ორ ენიანებია ასევე არის
შეჯიბრებების საყვირები რომლებიც ძალიან ხმამაღალ ხმას გამოსცემენ, ასევე გაშლილი ღია წყალსაცავების საყვირები ესენიც თავის მხრივ ძალია ხმამახლები არიან
არსებობს ტყის და პატარა ტბების საყვირები, მოკლედ ბევრნაირია, მე ჩემი ავირჩიე იმიტომ რომ თითქმის ისეთივე ხმამაღალია როგროც ღია წყალსაცავის საყვირი და ამავდროულად რბლი და დაბალი ხმების გამოცემაც შეუძლია, მოკლედ უნივერსალურია რა
ხო კიდევ ერთი რავ უნდა იცოდეთ დღესდღეობით საყვირებს აკეთებენ აკრილიკისგან არ ვიცი კართულად რა ქვია მაგ მასალას, და ასევე ხისგან, აკრილიკი უვფრო ძვირი ღირს ვიდერე ხის მაგრამ ხის საყვირს უფრო რელისტური ხმაა აქვს ვიდრე აკრილიკს, მოკლედ მე კი მინდოდა აკრილიკის ყიდვა მაგრამ 150 დოლარს ნამდვილად ვერ გავქაჩავდი. რაც შეეხება ხისას, თუ გადაწყვიტავთ ყიდვას შეეცადეთ რომ იყოს cocobola-ს ხისგან დამზადებული, ყველაზე კარგი საყვირები ამ ხისგან კეთდება
როგორც ადამიანებს იხვებსაც თავიანთი ენა აქვთ, არის 4 ძირითადი კომუნიკაცია
ესენია:
1 შორიდად დაძახება
2 მისალმების ხმები
3 დაბრუნების ხმები
4 კვების ხმები
ამ ხმების გამოყენება ხდება კონკრეტულ მომენტებში რასაც ელმანოკით ვერ შეზლებ
კიდევ არსებობს კომუნიკაცია რომელსაც bouncing hens უზახიან და თუ არ ვცდები qajun hen (დარწმუნებული არა ვარ სწორად დავწერე ინგლისურად) მოკლედ პირველი ესე რო ვთქვად აგზნებული და მოთამაშე დედალი იხვის ხმაა არის, მეორე კიდევ გამძღარი იხვის, აი ქე რომ ჩიჩაყვი აქვს ამოვსებული და ბოლომდე ვერ ასრულებს კვატუნს და წაკივლებას გავს უფრო ვიდრე კრიაკვას.
იხვზე დაძახების პრინციპები
რა იგულისხმება ამ პრინციპებში?

როგორც წესი როდესაც იხვს ვიზიდავთ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო ჭყვიტინი, როდესაც იხვებს ვერ ვხედავთ საჭიროა მხოლოდ მისალმების ან შორიდან დაძახების ხმები და ერთჯერადი კვაკი, სხვა საქმეა როდესაც ვხედავტ იხვს, პროცესი იწყება შემდეგ ნაირად
შევამჩნიეთ იხვი შორ მანძილზე, ვიწყებთ შორიდან დაძახების ხმების იმიტირებას, როგორც კი ვნახავთ რომ იხვებმა გაიგეს ჩვენი დაძახება და მიმართულება შეიცვალეს(მოფრინავენ ჩვენსკენ) ასეთ დროს უმბჯობესი იქნება გაჩუმება, იმ შემთხვევაში თუ იხვებმა შეცვალეს მიმართულება, მხოლოდ ასეთ დროს გამოვცემთ მისალმების ხმებს 2–3 ვარიაცია საკმარისია, ანუ როგორც თვითმფრინავს ჭირდება დისპეჩერი და რადარი ასევე იხვებსაც ჭირდებათ სწორი მიმართულების შეხსენება. გადავედით შემდეგ ეტაპზე იხვები გვიახლოვდებიან, ასეთ დროს როგორც წესი გამოსცემენ კვების ხმებს და ერთჯერად კვაკებს, ასევე გდაბმულ ძალიან სწრაფ ჭყვიტინს რომელსაც აქ ვერ აგიხნით უნდა მოისმინოთ.
როგორც წესი იხვი პირველივე ჯერზე არ დაჯდება, ის დაიწყებს ფიტულების ირგვლივ ტრიალს, ასეთ შემთხვევაში იხვს უძახით კონკრეტულ ადგულებში, მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია, იხვი მოფრინავს ისე რომ ჩვენა გვიყურებს პირდაპირ სახეში და დაიწყო მოტრიალება ჩვენ მას ვუძახით მხოლოდ იმ დროს როდესაც ის გაუსწორდება ჩვენს მარცხენა მხარს, ისევ მოტრიალდება და გვიტყამს წრეს უკვე უკნიდან როგორც კი გაუსწორდება მარჯვენა მხარს ისევ ავაჟღერებთ საყვირს, იხვი აგრძელებს გზას და ჩვენც ვაცლით ცოთა შორს გასვლას ანუ მიდის იქეთ საიდანაც მოვიდა , ვაცლით დაახლოებით 50–70 მეტრით მოშორებას და ვიწყებთ აგრესიულ დაბრუნების ხმების გამოცემას, 10 დან 9 შემთხვევაში იხვი მობრუნდება, ამ დროს ისევ კვების ხმები და თუ თქვენი ფიტულები სწორედ არის განლაგებული ჩათვალეთ, რომ თითქმის 100%–იანი შედეგით იხვი ფიტულებში დაჯდება
თუკი რაიმე გამომრჩა ან კითხვები გეკნებათ მზად ვარ გიპასუხოთ










რაც შეეხება ჩვენ ოთხფეხა მეგობარს და სამალავს ყველაფერი იგივეა რაც პირველ სტატიაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   იხვი   Dec 3 2009, 22:06
- - feroni   მოგესალმებით ! ამ ...   Nov 18 2010, 04:50
- - feroni   იხვზე ფიტულებით ნა...   Nov 18 2010, 20:48
|- - par514   ციტატა(feroni @ Nov 18 2010, 21...   Feb 9 2015, 11:03
- - riko   ასე დაწვრილებით და...   Dec 12 2010, 11:44
- - woodman   http://www.youtube.com/watch?v=luEaR3Tj1yk   Apr 1 2011, 23:09
- - kajuberi   საინტერესო ფოსტია ...   Nov 2 2011, 14:06
- - PREDATOR   RE: იხვი   Jul 20 2012, 23:44
- - mda   იხვზე ან ბატზე მცი...   Nov 18 2012, 16:06
- - ჭალიმგელა   mda კანონით არ არის ა...   Nov 18 2012, 16:48
- - mda   კი რეკოშეტს რომ აძ...   Nov 18 2012, 19:03
- - Zhorika   0.22 1.5კმ ზე ინარჩუნებ...   Nov 19 2012, 12:10
- - LeoTaso   mda მორალურად მართა...   Nov 19 2012, 20:35
|- - იეტი   ციტატა(LeoTaso @ Nov 19 2012, 21...   Nov 20 2012, 08:03
- - KTX-100   ციტატამისწრებაა 100-...   Nov 20 2012, 08:31
|- - იეტი   ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012...   Nov 20 2012, 08:58
- - KTX-100   იეტი ციტატა182 მეტრ...   Nov 20 2012, 09:08
|- - იეტი   ციტატა(KTX-100 @ Nov 20 2012...   Nov 20 2012, 09:14
- - ჭალიმგელა   იეტი ორივე პოსტში 1...   Nov 20 2012, 09:34
- - doni   ეს ყველაფერი კარგი...   Nov 20 2012, 11:53
|- - chagaraa   ციტატა(doni @ Nov 20 2012, 12...   Nov 20 2012, 16:56
|- - Assasin   ციტატა(chagaraa @ Nov 20 2012, 17...   Nov 20 2012, 18:49
- - levani_200   გამარჯობათ.მოკლედ ...   Dec 26 2012, 09:55
- - kajuberi   ციტატა(levani_200 @ 26th December...   Dec 26 2012, 10:01
- - Assasin   ეგეთ სიტუაციაში მე...   Dec 26 2012, 10:06
- - levani_200   თავს რამდენად იკლა...   Dec 26 2012, 10:24
|- - alika77   ციტატა(levani_200 @ Dec 26 2012, ...   Dec 26 2012, 23:06
- - Davitus   levani_200 მაქსიმუმ გაცუ...   Dec 26 2012, 22:57
- - megreli   აქ რო დაიწერა კამი...   Dec 26 2012, 23:02
- - Davitus   megreli alika77 მე ეგ ბაიკე...   Dec 26 2012, 23:14
- - alika77   Davitus რავიცი ნაცნობი ...   Dec 26 2012, 23:16
- - Davitus   alika77 ხო ნუ რავიცი, ახ...   Dec 26 2012, 23:19
- - alika77   ნუ ეხლა თუ იმდენს ე...   Dec 26 2012, 23:23
- - megreli   მეც გამიკვირდა თუ ...   Dec 27 2012, 00:07
- - kajuberi   KTX-100 ციტატა(KTX-100 @ 27...   Dec 27 2012, 08:55
- - ilariona   ჩემი თვალით მაქვს ...   Dec 27 2012, 09:06
- - KTX-100   ilariona შენი ავატარიც ...   Dec 27 2012, 09:19
- - ilariona   KTX-100 ერთი რაც ვიცი ს...   Dec 27 2012, 09:31
- - LeoTaso   ilariona ციტატა(ilariona @ 27th ...   Dec 27 2012, 22:45
- - T A M P L I E R   LeoTaso საღოლ ლიმინა მა...   Dec 28 2012, 00:37
- - Davitus   ციტატა(LeoTaso @ 27th December 20...   Dec 28 2012, 00:47
- - LeoTaso   Davitus ციტატა(Davitus @ 28th ...   Dec 28 2012, 00:55
- - woodman   სანამ გუნდს არ დაი...   Dec 29 2012, 23:32
- - feroni   ვიცი ცოტა ადრეა იხ...   Sep 14 2013, 08:20
- - მაქსიმუსა   feroni იქნებ ისეთი ვიდ...   Nov 22 2013, 17:40
- - feroni   მაქსიმუსა აგერ ეს ...   Nov 22 2013, 17:58
- - feroni   აგერ ეს კიდევ ცალ-ც...   Nov 22 2013, 18:09
- - მაქსიმუსა   feroni მადლობა   Nov 22 2013, 18:52
- - feroni   ეს კიდევ ვისაც მათ...   Nov 22 2013, 18:52
- - feroni   фотохостинг бесплатный фо...   Nov 22 2013, 19:06
- - მაქსიმუსა   ჯიგარი ხარ რააა! ა...   Nov 22 2013, 19:28
- - feroni   მაქსიმუსა არაფერს...   Nov 22 2013, 19:50
- - feroni   ეხლა გადავაწყდი სა...   Nov 22 2013, 22:35
- - მაქსიმუსა   ბარემ მეც მივამატე...   Nov 25 2013, 04:59
- - მაქსიმუსა   ეს დიდი და ეს მცირ...   Nov 25 2013, 05:10
- - aragveli   ჯერ ისედაც არ მომწ...   Dec 13 2013, 18:25
|- - kupra   ციტატა(aragveli @ Dec 13 2013, 19...   Dec 13 2013, 19:27
- - smekosmeko   იხვზე ნადირობა რა ...   Dec 13 2013, 18:52
|- - aragveli   ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, ...   Dec 13 2013, 19:09
- - smekosmeko   ვწუხვარ მაგრამ არ ...   Dec 13 2013, 19:26
|- - aragveli   ციტატა(smekosmeko @ Dec 13 2013, ...   Dec 13 2013, 19:44
- - ჯეკო   aragveli smekosmeko kupra მაგ მიზ...   Dec 13 2013, 19:36
- - გოგიტა   ვისაც არ მოგწონთ გ...   Dec 13 2013, 20:52
- - შადი შამოდი   იხვზე უფაროდ თითქმ...   Dec 13 2013, 21:28
- - ზახარა   შადი შამოდი მე ვარ ...   Dec 13 2013, 21:34
- - ჰერცოგი   მეც ვარ ეგეთი გამო...   Dec 13 2013, 22:17
- - ზახარა   ჰერცოგი ყველაფერს...   Dec 13 2013, 22:26
- - Sergi88   ციტატა(zaxara @ 13th December 201...   Dec 13 2013, 22:53
- - ჰერცოგი   ზახარა კი გეთანხმ...   Dec 13 2013, 22:56
- - darcho   ასე უფერულად რატომ...   Dec 13 2013, 22:59
- - ზახარა   ციტატა(hercogi997 @ 13th December...   Dec 13 2013, 23:06
- - nik@a   ნერვები მომეშალა ა...   Dec 13 2013, 23:24
- - megreli   ზახარა ციტატა(zaxara ...   Dec 14 2013, 00:28
- - smekosmeko   მთელი ღამე ფარით დ...   Dec 14 2013, 09:58
- - Davitus   აი მაგიტომაც არის ...   Dec 14 2013, 10:18
- - ნოსო   aragveli შადი შამოდი მთ...   Dec 14 2013, 19:36
- - ჰერცოგი   გზის გასანათებლად ...   Dec 14 2013, 19:43
- - feroni   ნოსო მიუხედავათ შე...   Dec 14 2013, 19:45
- - LeoTaso   ორ სიტყვას ვიტყვი ...   Dec 14 2013, 19:54
- - ნოსო   მე პროპაგანდას კი ...   Dec 14 2013, 20:12
- - შადი შამოდი   ფარით ნადირობა კან...   Dec 14 2013, 20:18
- - ნოსო   შადი შამოდი მე პრო...   Dec 14 2013, 20:31
- - ნოსო   საერთოდ აღმოსავლე...   Dec 14 2013, 20:31
- - ჰერცოგი   ნოსო 10 იხვი გყავს შ...   Dec 14 2013, 21:02
- - ნოსო   ამ თემაზე საუბარი ...   Dec 15 2013, 00:28
- - smekosmeko   კაცო რომ ვერ ვკლავ...   Dec 15 2013, 10:11
- - PREDATOR   RE: იხვი   Apr 19 2014, 07:13
- - ako-gul   იხვზე ნადირობა მომ...   Jul 11 2014, 20:47
- - ako-gul   ბოდიშით პატარა სურ...   Jul 12 2014, 19:33
- - par514   ციტატა(ვიტო @ Dec 3 2009,...   Nov 5 2014, 21:22
- - Davitus   par514 ციტატა(par514 @ 5th Novem...   Nov 5 2014, 21:33
- - feroni   par514 სხვადასხვა სახ...   Nov 6 2014, 16:38
- - PREDATOR   RE: იხვი   Nov 30 2014, 00:52
- - PREDATOR   RE: იხვი   Dec 24 2014, 22:37
- - ზახარა   ახალი თემა გავხსენ...   Jan 9 2015, 13:53
- - PREDATOR   RE: იხვი   Feb 1 2015, 23:32
- - ზახარა   RE: იხვი   Sep 21 2015, 14:41
- - kardinal84   მომადგა ნერწყვი.   Sep 21 2015, 18:18
- - უიარაღო   2 სექტემბერს მწყერ...   Sep 22 2015, 12:32
- - utruxune   ციტატა(უიარაღო @ Se...   Sep 22 2015, 18:44
2 გვერდი V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2024 - 02:07