სკრის ტბა, სავსეა თევზით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სკრის ტბა, სავსეა თევზით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გორთან ახლოს სულ 7 კილომეტრში სოფელ სკრის შესასვლელში არის სათევზაო მეურნეობა შპს სკრა 2010, ამ მეურნეობას გააჩნია ორი დიდი ძირითადი ტბა და რამდენიმე დამხმარე სანაშენო ტბები. თევზის რაოდენობა ტბებში არის გამაოგნებლად დიდი...... როგორც მეპატრონემ აგვიხსნა ორივე ტბაში გაშვებულია ერთი წლის წინ 1ტბაში-65.000....... 2ტბაში-86.000 ლიფსიტა ...... შესაბამისად ყოველწლიურად ხდება ამ ტბების კვლავ და კვლავ განახლება(ლიფსიტის შეყვანა)..........შემდეგ თვეში თითო ტბაში 50 ხუთკილოიანი საზანი უნდა დაამატონ იმათთვის ვისაც დიდი ტრაფეები მოსწონს. ასევე არის დიდი ამურები. გაზაფხულზე დაგეგმილიაქვთ ლოქოს ლიფსიტების შეყვანა და ასევე აპირებენ ცალკე ტბორში ქარიყლაპიების მოშენებასაც. მანძილი ტბამდე არის თბილისიდან 80 კილომეტრი. გზა ტბამდე არის საუკეთესო მოასფალტებული მიდის პირდაპირ ტბის პირზე. კომფორტული პარკინგით მანქანანები ერთმანეთს არუშლიან. ადმინისტრაცია შედგება ძალზედ მეგობრული ხალხისაგან. მაქსიმალურად ითვალისწინებენ მეთევზეთა ინტერესებსა და მოთხოვნებს. ტბებში ბინადრობს :საზანი,სარკისებური კობრი,სქელშუბლა,ქაშაპი,2 სახის ამური.საკონტაქტო ტელეფონი-851 71 10 11- დაჩი. 899 27 87 02-დიტო
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 456 რეგისტრ.: 12-June 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
OQRO444
კარგი წამოწყებაა, მიხარია, რომ არსებობს ხალხი ვინც მხოლოდ ფულის გულისთვის არ აკეთებს ამას, მე როგორც გორელ კაცს ყოველთვის გამეხარდება ჩვენი კუთხის წარმატებები, ეგ ერთი და სხვა მრავალი, მომავალი გვაჩვენებს, მომავალში კი შესაძლოა მაგ ტბიდან წყლის ფრინველმა თვითონ გაავრცელოს (გადაიტანოს) ქვირითი სხვა წყალსაცავებში და ტბებში(როგორც დასავლეთში მოხდა და ხდება კიდევ), გამრავლდება და ალბათ 10-20 წლის მერე აღმოსავლეთ საქართველოშიც გვეყოლება ქარიყლაპიები, ქორჭილები და ა.შ. მერე იაროს ხალხმა და ითევზაოს უფულოდ. ადრეც ავღნიშნე და ეხლაც გავიმეორებ, რომ მისაბაძი საქმეა და სხვა ადგილებშიც მოსამრავლებელია არა მარტო ზემოთთქმული თევზის ჯიშები არამედ ისინიც რომელიც არის აღმოსავლეთში და ბრაკონიერებისაგან დაცვა სჭირდება, რათა უმოწყალო განადგურებას გადაურჩნენ. შვილები გვეზრდება და მათაც უნდა ითევზაონ და გაიხარონ დაჭერილი თევზით. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 17:02 |