გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
გამარჯობათ
აქ განვიხილოთ მექანიზმის პლიუსები და მინუსები არგანიხილება არცერთი ბრენდი ბერეტა ჯობია თუ ვინჩესტერი ჩაითვლება ოფფტოპიკად აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს მე ვფიქრობ ინერციული სისტემის ნახევრადავტომატის შეძენას რატომ? იმიტომ რომ მექანიზმი ბევრად მარტივია, მოვლაზე შედარებით (წმენდა მაქვს მხედველობაში) ნაკლებად პრეტენზიულია მინდა არჩევანის დროს არშევცდე და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევას ან საწინააღმდეგოს დამტკიცებას მხოლოდ არგუმენტებით ჩემს ძმაკაცს აქვს და კმაყოფილია , არცერთხელ არგაუჭედია ასეთი პოსტებისაგან უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ პატივისცემით |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
მეგობრებო, გადავწყვიტე თეორიას ცოტა პრაკტიკა შევმატო. დამეთანხმებით, თუ ერთნაერი ვაზნით, ერთნაერი სიგრძის ლულით, ერთნაერი შევიწროვებით ერთი და იგივე სიმკვრივის საგანს ვესვრით, იმ თოფით ნასროლი საფანტი უფრო ღრმათ შეახწევს, რომელიც გადატენაზე ნაკლებ ენერგიას დახარჯავს, და მეტ სიჩქარეს მიანიჭებს საფანტს.გადავწყვიტე ერთი და იგივე ფირმის ორი თოფი,ერთი ინერციული, მეორე კი გაზდამტენი შემედარებინა სროლით.ერთი და იგივე ფირმის იმიტომ რომ ლულის გეომეტრიას შედეგებზე გავლენა არ მოეხდინა.არჩევანი გაკეთდა ატაარმსის ინერციულ ATA NEO 12 და გაზდამტენ ATA CY, აგრეთვე ინერციულ STOEGER-ზე. მათ ლულის ერთნაერი გეომეტრიული პროფილი აქვთ, ჩოკები სამივე თოფს ერთნაირი აქვთ და ერთმანეთზე შეიძლება მათი გადატანა.( STOEGER-ს ყოფილ ვურსანის ფაბრიკაში აწარმოებენ, რომლის მეპატრონემაც ვურსანის შემდეგ ATA ARMS-ი დააფუძნა) .შესადარებლად ტესტში ჩავრთე იგივე გეომეტრიის ლულის მქონე პომპა ARMTAC RSX1 (ATA ARMS-ი და ARMSAN-ი კომპანიების ერთ ჯგუფს ეკუთვნის) რომელიც ხელით იტენება და გადატენაზე ენერგიას არ კარგავს, და ჩემი კუთვნილი იჟ-27, რომლითაც ვნადირობ და ვიცი რომ კარგი ჭრა აქვს.ხუთივე თოფის ლულის სიგრძე 71სმ. ჩოკის შევიწროვება 1.0 მმ-ი იყო. გამოვიყენეთ RC-2 სანადირო იტალიური ვაზნა, კონტეინერით, 34გრ. საფანტით. მუხის კაარგად გამომშრალ ფიცარს 25 მ. მანძილიდან ვესროლეთ ყოველი თოფი 2 ჯერ, ჯერ ფიცრის ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან. და აი შედეგები:
ინერციული ATA NEO 12 საფანტმა შეახწია ფიცარში 4,06 მმ სიღრმეზე ინერციული STOEGER ----------------------------- 4,05 მმ----------- გაზდამტენი ATA SY ---------------------------------- 4,4 მმ------------ პომპა ARMTAC RS-X1--------------------------------- 4,96 მმ---------- ორლულიანი IJ-27 ---------------------------------- 4.4 მმ ----------- როგორ ვთვლიდი სიღრმეს, გრძელი ისტორიაა, თუ ვინმეს გაინტერესებთ, მაგასაც დავწერ. შედეგები ისეთი მოულოდნელი გამოდგა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე გავნაგრძო შემდეგ კვირას სხვა თოფების ტესტირება. შედეგებს მოგახსსენებთ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 09:10 |