BAIKAL MP94, ბაიკალ ემერ94 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
BAIKAL MP94, ბაიკალ ემერ94 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 30 რეგისტრ.: 3-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლეთ მაინტერესებს ეს იარაღი ბაიკალი MP(იჟ)94
MP94 ზედა ლულა 12 კალიბრი ქვედა ლულა: .222Rem .223Rem 5,6x50R Мag 6,5x55SE 7x57R 7x65R 7,62x39 7,62x51 (.308Win) 7,62x53R 7,62x54R .30-06 Springfield 9х53R 9,3x74R მაინტერესებს 1. 12/? ჩამოთვლილიდან რომელ კალიბრთან მიანიჭებდით უპირატესობას? 2. ჩვეულებრივი იჟ27 12 კალიბრიანზე MP94 ლულა თუ მიდის? ან პირიქით MP94 თუ მიდის იჟ27 ლულა? სხვა ეგეთი ტიპის იარაგები თუ იცით დადეთ ძაან მაინტერესებს. ![]() ![]() ეს სურათი ვნახე ახლა ინტერნეტში და როგორც სურათიდან ჩანს იჟ27(MP27) მიდის ზემოთ ნაჩვენები ორივე ტიპის ლულა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 179 რეგისტრ.: 23-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
1. არც ერთ იჟ-27 -ზე არ მიდის არც ერთი ზემოთ სურათზე ნაჩვენები ლულების ბლოკი. (უფრო მეტიც - ორი სხვადასხვა იჟ -27 ის ლულები არ მიდის ერთმანეთზე გადაკეთების გარეშე). ეგეთი იარაღი -ყველას ლულა ყველას რომ ერგება რუსებს ერთი აქვთ - კალაშნიკოვი.
2. თუ ტახზე (სანადირო მეურნეობაში რა თქმა უნდა) სანადიროდ გინდა 308win ზე უკეთესი კალიბრი არ არის (ზემოთ ჩამონათვალში), თუ რატომ? შეეკითხეთ პატივცემულ შუკას, როგორც მინიმუმ ათ არგუმენტირებულ პასუხს მიიღებთ (თან ამ კაცს ჩვენს წონაზე მეტი ამ კალიბრის ტყვია აქვს ნასროლი). 3. გლუვლულიანების განყოფილებაში არის mp-251, რაღაცეებს იქ ნახავ. 4. დღეს 3 წყვილ ლულიანი კომბინაციით რუსეთში mp-251 აღარ გამოდის, გამოდის mp-94 ორი წყვილი ლულით და იქ ღირს 40000 რუსული რუბლი (კურსი 1$=31 pub), მარტო კომბინირებული ერთი წყვილი ლულით (12 კალ/308win) ღირს 25000 რუბ. შესადარებლად იჟ-27M ღირს 12000-14000 რუბ. 5. ამ თოფზე გამოხმაურებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირველი კატეგორია აქებს, უფრო იმიტომ, რომ თავის ფუნქციას ასრულებს(ტახზე, დათვზე და ფრინველზეც) და 6-ჯერ იაფი ღირს ვიდრე ანალოგიური 3 წყვილ ლულიანი კომბინირებული მერკელი ან ბლაზერი. მეორე კატეგორია დედ-მამის სულს უტრიალებს (საქმე იმაშია, რომ როცა მესამე წყვილ ლულას 308/308 -ზე უშვებდნენ წუნი (ბრაკი) იყო გამოშვებული ლულების 40%, მუფტებით დამაგრებული ლულების ტექნოლოგია ბოლომდე ვერ მოიპარეს რუსებმა. მე გამიმართლა ჩემს თოფზე, შემთხვევით - პირველ 60% მოვხვდი. თუ ამ თოფის ყიდვა გინდა - ჯერ კარგად უნდა შეამოწმო. და კიდევ მთავარია რა ფასად გაძლევენ. რაც ერთი თვის წინ mymarket-ზე ფასი ედო, მე მაგალითად მაგ თანხით 3 ნორმალურ თოფს ვიყიდდი (ნადევრადავტომატს, ორლულიანსა და კიდევ ხურდაში პომპას ) წარმატებას გისურვებ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 14:08 |