2010 წლის სეზონის შედეგების შეფასება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2010 წლის სეზონის შედეგების შეფასება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამოგიტყდებით წელს გაცილებით მეტი გასვლა მქნონდა
ვიდრე სხვა წლებში ამ თემაში მსურს ფორუმის წევრებმა წლევანდელი ტევზაობის შედეგები შეაჯამონ რა იყო წელს განსაკუთრებული? რითი განსხვავდებოდა წლევანდელი სეზონი შარშანდლისგან (ან შარსანწინდელისაგან)? რომელი თევზები დავიჭირეთ და გავუშვით? რომელი - არა რომელ წყალსატევებს ვსტუმრობდით? იქნებ ვინმეს ისეთ ადგილას მოუწია თევზაობა სადაც მანამდე არც ერთ ჩვენთაგანს უთევზავია? მოკლედ ყველაფერი წლევანდელი სათევზაო სეზონის შესახებ პ.ს. თუ ფოტომასალაც გაგაჩნიათ ამას ქვე რა ჯობია ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩამოვთვლი სადაც წელს თევზაობა მომიწია:
1) დავიწყე ნახევრად გაყინული ჯანდარის არხით - თევზები: ნაფოტა, ბლიკა, კარჩხანა გასვლების რაოდენობა - 3 2) ლისის ტბა (მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისი) - კარჩხანა გასვლა - 2 3) მარაბდის ტბები (მაისიდან წლის ბოლომდე) - ამური, მურწა და ერთი ძალიან დიდი კობრი. გასვლების რაოდენობა - არ დამითვლია 4) ბაშქოი (იგივე ბარეთის ტბა) - კარჩხანა - გავსვლა -1 5) დილაადრიანოს ტბა - ქაშაპი- გასვლა -1 6) თბილისის ზღვა - შამაია, კარჩხანა, ვიმბა, ღორჯო +1 ერთიც გაქცეული დიდი საზანი - გასვლა 10-ზე მეტი 7) ჟინვალის წყალსაცავი - ვიმბა- გასვლა -1 8) ალგეთის წყალსაცავი -ქაშაპი- გასვლა - 2 9) მდ. იორი - მურწა, (ჩემს 12 ლარიან კოჭას რა ვუთხარი თორემ მოუხდებოდა ბესოს რეკორდების მესამე წრეზე წასვლა) გასვლა -2 Մեծ Իշխան მეტს იშხან 10) ფასანაური, მდ. თეთრი არაგვი და მდ. შავი არაგვი - მურწა, ხრამული, - ათი დღით ვიყავი წასული 11) წალკა, მდ ქცია-ხრამი - გრიფით საიდუმლოდ გასვლა - 3 12) სამეგრელო, მდ. ტეხური, ხორგას არხები - ტობი, წვერა, ვერხოვოდკა, კეფალი, ქასაპი, ღორჯო, ლეშა, ქორჭილა. გასვლა - 2 13) სამეგრელო - ქარიყლაპია, ქორჭილა - გასვლა 1 13,5) რკონი. მდ თეძამი - იშხანი ჩკა :( 14) კუმისი - კარჩხანა, საზანი- გასვლა -2 15) მტკვარი, ქესალო - ხრამული, თეთრულა 16) ჯავახეთი, მდ.ფარავანი და საღამოს ტბა - იშხანი ჩკა :( აქ არ დამიწერია იმ უშედეგო ხეტიალებზე, რომლებისთვისაც ჭეშმარიტად არ გვენანებოდა დრო და ბენზინი ჯავახეთის და ქესალოს გასვლები უკვე გვიან შემოდგომაზე გვქონდა და აქედანაც აიხსნება ნაკლები შედეგიანობა მოკლედ თავი უამრავჯერ შევირცხვინე, თუმცა რამდენჯერმე ვიყოჩაღე კიდეოც ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 21:01 |