ჩემი ლენდ-როვერი, როგორც იქნა ვიყიდე :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩემი ლენდ-როვერი, როგორც იქნა ვიყიდე :) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ ძმებო და თანამეინახენო ვიყიდე. ვიყიდე და რა ვიყიდე?
ლენდ-როვერ დისქავერი, გამოშვებული 1993 წელს, მუქი მწვანე ფერის, 5 კარიანი, 2.5 ტურბო დიზელი რათქმა უნდა, 113 ცხენი ძალა, მექანიკა. საბურავები სტანდარტული, ბრიჯსტოუნის ბლიზაკები, რომელიც აუცილებლად გამოსაცვლელია ზედ პროტექტორის მცირე რაოდენობის ქონის გამო, სალონი მოყვითალო, ელექტრო მინები, ელექტრო სარკეები, 3500$ გადავიხადე. დაზიანებები: 1. ,,კრესტავინა,,- რომელიც უკვე გამოვცვალე და რომელიც 50 ლარი დამიჯდა 2. საჭის გამაძლიერებელს ზეთი გასდის ,,სალნიკიდან,, გუშინ რაღაც ,,სტოპერი,, ჩავასხი და დამაიმედეს, რომ გაჩერდებაო. გადავიხადე 15 ლარი. 3. მცირედი ჟანგები ,,კუზაოზე,, და საბარგულში 10 სანტიმეტრი გრძივი ღრმულით, რომელსაც სავარაუდოდ ზაფხულში გავაკეთებ. 4. წინა მარცხენა მხარე ციმციმასთან ,,გაშპაკლული,, და უკანა მარჯვენა მხარე შეღუნული, რომელიც ადვილად გამოსწორებადია. ,,კრილოებზეა,, საუბარი. 5. სიჩქარეზე 40-50 კმ.სთ-ის შემდეგ ან ,,რაზდატკიდან,, ან ,,კარობკიდან,, რაღაც ხმა მოდის, წივილის მსგავსი. მისაყვანია და გამოსაკვლევი რა ხმაა ![]() 6. საწვავის ავზის ზედა მხარე მოსველებულია დიზელით, მოსახსნელია და სანახავი საიდან გასდის, შეიძლება სულაც მილის გადაბმის ადგილიდან ჟონავს არ ვიცი. განსხვავება ჩემს პაჯეროსთან: საკმაოდ დიდი განსხვავება ვიგრძენი ( საუბარი მაქვს მხოლოდ ჩემს პაჯეროზე ) 1. აჩქარება უკეთესი 2. მანევრი. მოსახვევებში საკმაოდ კარგად უჭირავს თავი ანუ არ ირწევა აქეთ-იქით 3. საკმაოდ რბილად დადის 4. წვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პაჯერო მიწვავდა 13-15 ლიტრს ქალაქში, ეს მაქსიმუმ 10 ლიტრს და მგონი კიდევ ცოტას. გუშინწინ ჩავასხი 20 ლიტრი, ავზში დაახლოვებით 5 ლიტრამდე იდგა, უკვე გავიარე დაახლოვებით 150 კილომეტრი და მაჩვენებელი ჯერ კიდევ კაცურად დგას. ძალიან გაკვირვებული ვარ მეგობრებო. 5. ტევადობა, ეს უფრო განიერია, ვიდრე პაჯერო, მაგრამ პაჯეროს უფრო დიდი საბარგული ჰქონდა აშკარად. სამომავლო გეგმები: 1. პირველ რიგში, აუცილებლად ე.წ. ლიფტი, რადგან ის საბურავები რაც მე ვიყიდე, ,,არკებში,, არ ეტევა. 2. ჟანგების აღმოფხვრა. 3 ტურბოტაიმერის მირჭობა. უკვე ვუყიდე სატალახე საბურავი, იოკოჰამას- გეოლენდერები 235/70/16 კარგი ,,პროტექტორით,, 370 ლარად. გავარეცხინე ქვემოდან და ასევე ძრავი, რომელიც არასოდეს არ გარეცხილა მგონი, ძალიან ბევრი ჭუჭყი ავაძრეთ. ზოგი ისევ ზედ დარჩა. ასევე მივაცემინე ,,სმაზკები,,. გამოვცვალე წინა სავარძლები, სულ 50 ლარი დამიჯდა, ძველები საშინელ მდგომარეობაში იყო. დავაყენე აუდიო სისტემა თავისი ,,ბასავიკით,, ( აბა მე უმუსიკოდ არ შემიძლია ![]() ![]() ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, დანარჩენს დროდადრო მოგახსენებთ. ფოტოებს გადავუღებ და დავყრი. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გაიხარეთ ძმებო, გაიხარეთ. ის ,,ბაბუ,, კი ვერ შეეჩვია, უბრალოდ მოსწყინდა და იფიქრა: მოდი ეხლა ამ მანქანას, ერთ კარგ ახალგაზრდა ტალახის მოყვარულ ბიჭს მივყიდი თანაც იეფად-ო და მომყიდა. მადლობა ისევ და ისევ დიდი ტამპლიერს
![]() ![]() ![]() ![]() ![]() გუშინ დავლიფტე მანქანა, 4 სმ. შევცვალე საბურავები, დავაყენე გეოლენდერები 235/85/16 საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. მეშინოდა, რომ ლიფტის შემდეგ მანქანა ასე ვთქვათ ყანყალს დაიწყებდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი თითქმის არანაირი განსხვავება დალიფტვამდელ მდგომარეობისა. მაგრამ წარმოიშვა შემდეგი პრობლემა: საბურავები, ძირითადად მარცხენა მხარეს, ედება ,,კრილოებს,, უფრო სწორად წინა მხარე ე.წ. ,,შიტოკ,,-ის ძირს მოხვევისას და უკანა მხარე იამებზე ,,კრილოს,, დასაწყისს. სავარაუდოდ ხვალ წავაჭრი და დავისვენებ ![]() ესეც სურათები. წინა მხარე დალიფტვამდე არ გადამიღია, დამავიწყდა ![]() ![]() ეს დალიფტვამდე უკანა მხარე: ![]() ![]() ![]() დალიფტვის შემდეგ: ![]() ![]() საბოლოოდ კი ასე გამოიყურებოდა ძველ საბურავებზე: ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2025 - 15:11 |