სკრის ტბა, სავსეა თევზით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სკრის ტბა, სავსეა თევზით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გორთან ახლოს სულ 7 კილომეტრში სოფელ სკრის შესასვლელში არის სათევზაო მეურნეობა შპს სკრა 2010, ამ მეურნეობას გააჩნია ორი დიდი ძირითადი ტბა და რამდენიმე დამხმარე სანაშენო ტბები. თევზის რაოდენობა ტბებში არის გამაოგნებლად დიდი...... როგორც მეპატრონემ აგვიხსნა ორივე ტბაში გაშვებულია ერთი წლის წინ 1ტბაში-65.000....... 2ტბაში-86.000 ლიფსიტა ...... შესაბამისად ყოველწლიურად ხდება ამ ტბების კვლავ და კვლავ განახლება(ლიფსიტის შეყვანა)..........შემდეგ თვეში თითო ტბაში 50 ხუთკილოიანი საზანი უნდა დაამატონ იმათთვის ვისაც დიდი ტრაფეები მოსწონს. ასევე არის დიდი ამურები. გაზაფხულზე დაგეგმილიაქვთ ლოქოს ლიფსიტების შეყვანა და ასევე აპირებენ ცალკე ტბორში ქარიყლაპიების მოშენებასაც. მანძილი ტბამდე არის თბილისიდან 80 კილომეტრი. გზა ტბამდე არის საუკეთესო მოასფალტებული მიდის პირდაპირ ტბის პირზე. კომფორტული პარკინგით მანქანანები ერთმანეთს არუშლიან. ადმინისტრაცია შედგება ძალზედ მეგობრული ხალხისაგან. მაქსიმალურად ითვალისწინებენ მეთევზეთა ინტერესებსა და მოთხოვნებს. ტბებში ბინადრობს :საზანი,სარკისებური კობრი,სქელშუბლა,ქაშაპი,2 სახის ამური.საკონტაქტო ტელეფონი-851 71 10 11- დაჩი. 899 27 87 02-დიტო
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დემი
მეც რა თქმა უნდა სამივე ხელით მივესალმები ამ გაბედულ წამოწყებას ქარიყლაპიისა და ქორჭილას აღმოსავლეთში გავრცელება რათქმა უნდა ერთი-ორად გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის თევზაობას თუმცა გარკვეული შიშები მაქვს და მათზე ახლავე მოგახსენებ (როგორც ხშირად აღგვინიშნავს) ქართული იქტიოლოგია ფაქტიურად არ არსებობს და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს მისია ჩვენ ამ და სხვა მეთევზეთა ფორუმებზე მოღვაწე ადამიანებს გვეკისრება დემი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ წებრთან (ქარიყლაპია) პირზე კოცნით ხარ ![]() ამიტომაც მინდა ჩემი შიშების შესახებ სწორედ შენ გესაუბრო: ჯერ ერთი მე სერიოზულად მეპარება ეჭვი რომ ამ თევზის ქვირითი ფრინველებს გადააქვთ მაგრამ თუ ეს სიმართლეა იმ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები: რატომ არ ბინადრობენ ისინი დასავლეთ საქართველოს იმ წყალსატევებში რომელთაც გადამფრენი წყლის ფრინველები სტუმრობენ ხშირად მაგალითად ქარიყლაპია არ არის ვარციხის შაორის ტყიბულის წყალსაცავებში ზღვის დონიდან 200 მეტრზე უფრო მაღლა ის ფაქტიურად არსად ბინადრობს რაც მაფიქრებინებს რომ ქარიყლაპიის არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის შემადგენლობას ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვსაუბრობთ კოლხურ ქარიყლაპიაზე (იგივე წებრზე) აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს თევზი თავისი გენეტიკით თბილ კლიმატსაა შეჩვეული და აღმოსავლეთის სუსხი სერიოზულ პრობლემებს შEუქმნის მსგავსი ექსპერიმენტი როგორც ვიცი ამ 30 წლის წინ ჩატარდა როდესაც გომბორში ერთ-ერთ ტბაზე კოლხური ქარიყლაპია დაასახლეს მაშინ მხოლოდ რამდენიმე თევზმა შეძლო აღმოსავლეთის ცივ კლიმატთან და წყლის მათთვის უცხო შემადგენლობასთან შეგუება ამჟამად დიდი იმედი მაქვს რომ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს და სკრის ტბაში ქარიყლაპიას ახალი ყინვაგამძლე გენი გამოუმუშავდება თან გაზაფხულსაც უნდა დაველოდოთ მაგ დროისათვის თუ წებრი იაქტიურებს ზნაჩიტ ექსპერიმენტი შედგა და შეგვეძლება ამ თევზის ჯავახეთისაკენ გადამისამართება სადაც მას ყოვლად უნამუსოდ გამრავლებული კაარასის ასორტი ელოდება |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 23:48 |