თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კაი თემაა ზაზა.
ჩელე, არის კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ და კიდევ რამდენიმე ბრძანება,სადაც ნახავ ამ ყველაფერს.საიტზე აუცილებელია იდოს ეს ნორმატიული აქტები,როგორც მახსოვს იყო,შეიძლება იმ ძველში იყო და მეშლება.ამ საკითხებზე კლუბმა უნდა ჩამოაყალიბოს თავისი საინიციატივო წინადადებები და ახლა როცა გაჩნდა იმის შესაძლებლობა,პირდაპირ დაველაპარაკოთ ამ ხალხს,ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ.უკვე, ძმებო,საქმეზე გადავდივართ და ეგ კაია.ლიცენზიაში კონკრეტულ ფრინველზე მისი მოპოვების ვადაზე რომაა მითითება,ეგეც გადასახედია.ვთქვათ ტყის ქათამზე,როგორც დღეს ითქვა,15 დეკემბრამდე შეგიძლია ინადირო,არადა ზოგ ადგილებში ამის შემდეგ უფრო მრავლადაა და მარტამდე ნახავ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 20:56 |