თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
gvelismchameli
ეტყობა უხეიროდ ვიხუმრე არავითარი უხეირობა, ჭეშმარიტება კამათში და იუმორშიც იბადება ![]() გრიზლიმ რაც თქვა 100% ვეთანხმები, სამწუხაროდ მგლებზე რაც თქვენთან მოვისმინე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბოლომდე, 10 კაცი რასაც იკვლევს თან არამონადირეები, ნამდვილად ვერ დავიჯერებ ეგეთი მგლების სტატისტიკას, ჩვენ მოტყავებული გვაქვს მთელი საქართველო და ისეთ ადგილებში ვყოფილვართ სადაც ეგ სტუდენტები ალბათ არც გარისკავდნენ გასვლას, ნაცნობი მონადირეებიც გვყავს იმდენი რომ საკმაოდ ვიღებთ ინფორმაციას სად რა ხეტიალებს, დამიჯერეთ რომ მგლებზე და ტურებზე ეგრე უმტკივნეულოდ ნამდვილად არ არის საქმე, გლდანის (საგურამოს ნაკრძალი) ამბავზე კიდევ ალბათ ჩელე დაამატებს არიან თუ არა მგლები, შეიძლება ის რეზონანსული საქმე მართლა ძაღლების ნამოქმედარი იყო, მაგრამ მგლების ნაჭამი ძროხები გვინახია მანდ, თან საკმაოდ ბევრი რაც აჭარას შეეხება მაგის ორგანიზებაც შეგვიძლია რომ ის სტუდენტები ავიყვანოთ და ვანახოთ მგლების მიერ დახეული შვლები, და ეს ისეთ ადგილებში სადაც ძაღლებს ნამდვილად ვერ ჩარევს ვერავინ ქადაგების აზრი: გადავხედოთ ერთად პრობლემებს და კანონმდებლობას, ჩვენც ხომ ვართ რაღაც მასა ვინც პრაქტიკაში ვიცით თუნდაც ძალიან ცოტა, მართალია კვლევებში ჩაბმას ვერ შეგპირდებით მაგრამ რაც ვიცით და რა ხარვეზებსაც აღმოვაჩენთ მაქსიმალურად დაგეხმარებით |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 18:20 |