მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღეს,18 დეკემბერს,თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში იქ,სადაც საველე გამოცდები და შეჯიბრებები ტარდება,ბატონმა სერგო შაგინოვმა ოთხი ახალგაზრდა მეძებარი გამოცადა და მათ მფლობელებსაც და იქ მყოფთ ერთგვარი სემინარიც ჩაგვიტარა.
მე ბატონი თენგოს დილის 10 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის წყალობით მოვხვდი მანდ.არადა,ამ შაბათ-კვირის ოჯახში გატარება მქონდა გადაწყვეტილი;რაც ნადირობის სეზონი დაიწყო, დასვენების დღეებს მინდვრებსა და ტყეებში ვატარებ,იმედი მქონდა,რომ დღეს მაინც თავს დავაღწევდი მავერიკს,რომელიც 4 თვეა ვერ მოვიშორე,თუმცა ისიც იქ დამხვდა(სადაც ძაღლებია,მავერიკს მანდ უნდა ელოდე ![]() მონაწილეები:წითელფოთლიანი 5 თვის ხვადი პოინტერი ფიერკი დე ლანდა გორი,მფლობელი შ.შავგულიძე;შავფოთლიანი 6 თვის ძუ პოინტერი დინა,მფლობელი ბ.თურმანიძე;შავფოთლიანი 1 წლის ხვადი პოინტერი კურაჟ,ფლობელი გ. ანდრონიკაშვილი;1 წლის და 2 თვის ხვადი კურცხაარი ბაქსი,მფლობელი გ. კეკელიძე. ![]() ![]() ![]() ჩემი დათაც ემზადება მომავალი საველეებისთვის ![]() თენგო და მავერიკი ![]() ![]() თენგო,შაგინოვი და მავერიკი ![]() დინას მუშაობა მწყერზე ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიორგი,კითხვები როგორ არ მქონდა,ვკითხე კიდეც შაგინოვს რაღაცეები.რაც შეეხება მიტანებას,ვიდეოშიც ჩანს მისი პასუხი.მიტანებას იმ ფორმით,რაც ჩვენთანაა,დასავლეთში არც ითხოვენ,იქ წამყვანს უნდა გაყვეს ძაღლი იმ ტემპში,როგორც ლტოლვისას მიდის ხოლმე.ენერგიული მიტანებაო შაგინოვმა როგორც ახსნა,ნიშნავს იმასო,რომ ძაღლს ამ შემთხვევაში ფრინველის დაჭერა უფრო უნდა,ვიდრე მისი ამოფრენაო.ასეთი ძაღლი კი ზედმეტი აზარტის გამო,შესაძლებელია ფრინველის გაფუჭებას მიეჩვიოს(ეს ჩემი აზრია).ისე,მე როკის მაქსისნაირი მიტანება რო ქონდეს მირჩევნია.ჯორივით რო დადგება და მე მელოდება როდის ამოვაფრენ.თუმცა დასავლეთის წესებით ეგ თურმე კარგი ყოფილა.
აქ მთავარი კითხვები შეიძლება გაჩნდეს იმაზე,საჭიროა თუ არა ამ დროს ფერმის მწყერზე და მტრედზე ან ნებისმიერ ფრინველზე ლეკვის ყნოსვის,ნაბულის სიმყარის და ა.შ. შემოწმება... თუმცა ამაზეც ორი წელია ფორუმზეც ვწერთ და ვდაობთ კერძო საუბრებში. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 08:44 |