მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღეს,18 დეკემბერს,თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში იქ,სადაც საველე გამოცდები და შეჯიბრებები ტარდება,ბატონმა სერგო შაგინოვმა ოთხი ახალგაზრდა მეძებარი გამოცადა და მათ მფლობელებსაც და იქ მყოფთ ერთგვარი სემინარიც ჩაგვიტარა.
მე ბატონი თენგოს დილის 10 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის წყალობით მოვხვდი მანდ.არადა,ამ შაბათ-კვირის ოჯახში გატარება მქონდა გადაწყვეტილი;რაც ნადირობის სეზონი დაიწყო, დასვენების დღეებს მინდვრებსა და ტყეებში ვატარებ,იმედი მქონდა,რომ დღეს მაინც თავს დავაღწევდი მავერიკს,რომელიც 4 თვეა ვერ მოვიშორე,თუმცა ისიც იქ დამხვდა(სადაც ძაღლებია,მავერიკს მანდ უნდა ელოდე ![]() მონაწილეები:წითელფოთლიანი 5 თვის ხვადი პოინტერი ფიერკი დე ლანდა გორი,მფლობელი შ.შავგულიძე;შავფოთლიანი 6 თვის ძუ პოინტერი დინა,მფლობელი ბ.თურმანიძე;შავფოთლიანი 1 წლის ხვადი პოინტერი კურაჟ,ფლობელი გ. ანდრონიკაშვილი;1 წლის და 2 თვის ხვადი კურცხაარი ბაქსი,მფლობელი გ. კეკელიძე. ![]() ![]() ![]() ჩემი დათაც ემზადება მომავალი საველეებისთვის ![]() თენგო და მავერიკი ![]() ![]() თენგო,შაგინოვი და მავერიკი ![]() დინას მუშაობა მწყერზე ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო? ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიგო, სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო? ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი ნიკო,მხედველობით კი იდგა,მწყერიც ადრე ჰყავდა ნანახი როგორც ვიცი,მაგრამ ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,ხედავს თუ მხოლოდ ცხვირით მუშაობს,მეძებარმა წამყვანის ბრძანებამდე ფრინველის მიმართულებით არ უნდა გაიწიოს.სწორედ ამის მიღწევა უნდოდა შაგინოვს,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ასე მხოლოდ დასაგეში ძაღლის ფსიქიკაზე ზედმეტად მიდის მოქმედება,ზეწოლა.ბატონი გოგის კურაჟზეც და იმ მეორე კურცხაარზეც,შესაბამისად 1 წლის და 1 წლის 2 თვის ძაღლების ასეთი სახით ფრინველთან კონტაქტი,დაგვიანებულად მიმაჩნია.ორივეს სეზონზე უნდა გაეყვანათ და 4-5 ფრინველის ნახვისას უნდა გამოეყვანათ ძაღლები.ამით უფრო მეტს მიხვდებოდნენ ამ ასაკის ძაღლები,ვიდრე დღეს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 08:54 |