მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებრის გეშვის გაკვეთილები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დღეს,18 დეკემბერს,თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში იქ,სადაც საველე გამოცდები და შეჯიბრებები ტარდება,ბატონმა სერგო შაგინოვმა ოთხი ახალგაზრდა მეძებარი გამოცადა და მათ მფლობელებსაც და იქ მყოფთ ერთგვარი სემინარიც ჩაგვიტარა.
მე ბატონი თენგოს დილის 10 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის წყალობით მოვხვდი მანდ.არადა,ამ შაბათ-კვირის ოჯახში გატარება მქონდა გადაწყვეტილი;რაც ნადირობის სეზონი დაიწყო, დასვენების დღეებს მინდვრებსა და ტყეებში ვატარებ,იმედი მქონდა,რომ დღეს მაინც თავს დავაღწევდი მავერიკს,რომელიც 4 თვეა ვერ მოვიშორე,თუმცა ისიც იქ დამხვდა(სადაც ძაღლებია,მავერიკს მანდ უნდა ელოდე ![]() მონაწილეები:წითელფოთლიანი 5 თვის ხვადი პოინტერი ფიერკი დე ლანდა გორი,მფლობელი შ.შავგულიძე;შავფოთლიანი 6 თვის ძუ პოინტერი დინა,მფლობელი ბ.თურმანიძე;შავფოთლიანი 1 წლის ხვადი პოინტერი კურაჟ,ფლობელი გ. ანდრონიკაშვილი;1 წლის და 2 თვის ხვადი კურცხაარი ბაქსი,მფლობელი გ. კეკელიძე. ![]() ![]() ![]() ჩემი დათაც ემზადება მომავალი საველეებისთვის ![]() თენგო და მავერიკი ![]() ![]() თენგო,შაგინოვი და მავერიკი ![]() დინას მუშაობა მწყერზე ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიო,მანდ იყო 4 ლეკვი, 1 წლის და 1 წლის და 2 თვისებსაც ლეკვებს დავარქმევ,ჯერ არ უნადირიათ.ამათგან მყარად ნაბულზე პატარები იდგნენ, 5-6 თვის პოინტერები,ამ ორიდან კი დინა(კუხალეიშვილის დინოს გოგო)უკვე დიდი ძაღლივით იქცეოდა,ნაბულზე მდგარი ეგრევე არ ცდილობდა მიტანებას.შავგულიძის პოინტერიც იდგა,მაგრამ მაინც ემოციებს ვერ თოკავდა,კურცხაარი კი შაგინოვის მიერ ნაბიჯის გადადგმისთანავე ახტებოდა ფრინველს,გოგის კურაჟი კი ნაბულზე შეჩერებას ამჯობინებდა ეგრევე მისვლას,მაგრამ შემდეგ შაგინოვის ჩარევის მერე ხო ხედავთ ვიდეოშიც,ნელ-ნელა მიყვება.
ჩემი აზრით,ამ ძაღლებში მთავარი ფრინველის ყნოსვის შემდეგ ნაბულზე დადგომა და წამყვანამდე თვითნებური მიტანების არგაკეთებაა,პრინციპში,ყველა ძაღლში ეგრეა. და მთავარი,ასეთი გაკვეთილები მათ აპრილ-მაისამდე 1-2 თუ ჭირდებათ,მე თავს შევიკავებდი.ის შეცდომები,რაც ლეკვებმა დაუშვეს,სახლის პირობებშიც გამოსწორებადია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 16:32 |