გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გაზდამტენი თუ ინერციული, არავითარი ბრენდი... ვსაუბრობთ მხოლოდ მექანიზმის დადებით და უარყოფითზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 391 რეგისტრ.: 8-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: დედასამშობლო ![]() |
გამარჯობათ
აქ განვიხილოთ მექანიზმის პლიუსები და მინუსები არგანიხილება არცერთი ბრენდი ბერეტა ჯობია თუ ვინჩესტერი ჩაითვლება ოფფტოპიკად აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს მე ვფიქრობ ინერციული სისტემის ნახევრადავტომატის შეძენას რატომ? იმიტომ რომ მექანიზმი ბევრად მარტივია, მოვლაზე შედარებით (წმენდა მაქვს მხედველობაში) ნაკლებად პრეტენზიულია მინდა არჩევანის დროს არშევცდე და სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევას ან საწინააღმდეგოს დამტკიცებას მხოლოდ არგუმენტებით ჩემს ძმაკაცს აქვს და კმაყოფილია , არცერთხელ არგაუჭედია ასეთი პოსტებისაგან უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავოთ პატივისცემით |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
მინდა კიდევ ერთი ტესტის შედეგები გაგაცნოთ. გავტესტედ არმსანის გაზდამტენი A612W , ატაარმსის ინერციული ATA NEO და არმსანის ორლულიანი ვერტიკალური ATA SP. პირობები იგივე იყო როგორც ადრე, 25 მ. მანძილი, იტალიური ვაძნა RC-2 34 გრ. #5, მუხის ფიცარი. ( ფიცარი სხვაა, ამიტომ წინა შედეგებს პირდაპირ არ უნდა შევადაროთ) აი შედეგებიც:
გაზდამტენი ARMSAN A612W საფანტმა შეახწია ფიცარში 4,32 mm ინერციული ATA NEO 12---------------------------------- 4,4 mm ორლულიანი ATA SP -------------------------------------- 5,1 mm როგორც ხედავთ, განსხვავება 0,08 მმ-ში მნიშვნელოვანი არაა და გაზდამტენმა და ინერციულმა თოფმა ერთნაერი შედეგი აჩვენეს, ორლულიანი თოფის უპირატესობა ისევ უდავოა. რატომ მოხდა ისე, რომ ეხლა ორივე სისტემის თოფმა ერთნაერი შედეგი აჩვენეს, როცა წინა ტესტში გაზდამტენმა ინერციულს აჭობა? საქმე იმაშია, რომ A612W-ს უნივერსალური დგუში აქვს და მაგ დგუშით ისვრის როგორც მაგნუმს, ისე შემცირებულ მუხტიან ვაზნებსაც უპრობლემოდ, მაგრამ გაზის დანაკარგი ჩვეულებრივ ვაზნის სროლის დროს ოდნავ მეტი აქვს ვიდრე ATA CY-ს, რომელსაც ჩვეულებრივ ვაზნის და მაგნუმის სასროლად აქვს 2 განსხვავებული დგუში, შესაბამისად გაზის დანაკარგიც ATA SY-ს ნაკლები აქვს. აქედან გამომდინარე, გაზდამტენ თოფებშიც არის განსხვავებები და ერთ ჭრილში არ უნდა განვიხილოდ ისინი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 09:09 |