ბაზიერობა, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ბაზიერობა, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა |
Aug 7 2009, 21:18
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
აბა დავწეროთ ვინ რა ვიცით. ეს თემა არ გვაწყენს
|
|
|
|
![]() |
Dec 22 2010, 22:11
პოსტი
#2
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 22-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
14 წლის ვიყავი მაგთიკომის ჟურნალში რომ წავიკითხე სტატია ბაზიერებზე. იქ დეტალურად იყო აღწერილი მიმინოს შეჩვევა/აღზრდის წესები. მაგრად დამაინტერესა ამ საქმემ. მას შემდეგ დავიწყე მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება და ბაზიერობაზე წიგნების ძებნა. მალევე გავაკეთე ტყავის თასმები და ჩაჩი მიმინოსთვის. ვიყიდე ბადე და დიდი გულით ველოდებოდი გაზაფხულის მოსვლას, სოფელში რომ წავსულიყავი და მიმინო დამეჭირა.
გაზაფხული მოვიდა, ალბათ ასე 5-ჯერ მაინც გავედი დილაუთენია ჩემი პატარა ბეღურით მიმინოზე სანადიროდ, მაგრამ ფრინველი არა და არ გამოჩნდა. თითქოს ჩემ ჯინაზე შეიკრესო პირი... თბილისში რომ ჩამოვედი მამა მითხრა ჩვენს აივანზე რაღაც მტაცებელი ჩიტის ბარტყებიაო. სიხარულისგან ეგრევე აივანზე გავვარდი და სადარბაზოს ამოშენებულ კედელსა და ჩემს აივანს შორის სამი მობუზული ფრინველი დავინახე. უცბად საიდანღაც უფრო დიდი მოფრინდა, მაგრამ როგორც კი დამინახა შეტრიალდა. ბარტყებმა ჩხავილი გააყოლეს დედას.. კურადღებით ვადევნებდი თვალს ბარტყებს და როცა წამოიზარდნენ ერთი ბარტყი ამოვიყვანე ბუდიდან.. შემდეგ დაიწყო 2 თვიანი არდადაგები სოფელში. ალბათ 300 ჩიტი მაინც მოვუკალი კისტის თოფით იმ ზაფხულს. ჩიტი ნელ-ნელა შემეჩვია. 30-40 მეტრის მანძილიდან მოდიოდა ხელზე. დამყავდა სათიბში, ტყეში... ერთ მშვენიერ დღეს ახლობელმა მთხოვა შენი მიმინო მანახეო. მეც სიამაყით გამოვიყვანე ფრინველი ოთახიდან, შემოვსვი ქანდარაზე და ხელზე მოსვლის ტრიუკი უნდა გამემეორებინა : )) მიმინო გამოფრინდა, მომიახლოვდა, მაგრამ გვერდი მაქცია და აიჭრა ცაში.. ნელ-ნელა გადაეფარა გორას, ის უცხო ხალხმა დააბნია... გავყევი ბილიკებს იმ მიმართულებით, საითაც ფრინველმა გადაიფრინა, ზემოდან შემოვუარე გორას, ვიფიქრე გზას მოვუჭრი-თქო. ვიცოდი, რომ შორს არ გაფრინდებოდა და იქვე ხეზე დაჯდებოდა სადმე. არაფერს არ ვწელავ და ვაგანიერებ, ალბათ კილომეტრი მაინც გავიარე გორამდე, ყურდღებით შემოვუარე პატარა ტყეს, რომელიც ამ ბორცვზე იყო, მაგრამ ვერასად ვერ ვნახე ჩემი მიმინო. ასე და ამგვარად ხელჩაქნეული მოვდიოდი სახლში და თან ჩემ ნათესავს ვლანძღავდი გულში, რომელმაც მიმინო გამომაყვანინა გარეთ. ტყეში ნიავი ამოვარდა და თან ზარების ხმა მოჰყვა. ძალიან სუსტად მოდიოდა ზანზალაკების ხმა. გაოცებით და დიდი სიხარულით მივაყურადე და ეგრევე ვიცანი ზარების ხმა, რომლებიც მიმინოს ფეხზე შევაბი დაჭერის თანავე.. მალევე მივაგენი მას. სოფლის სატელევიზიო ანძების კენწეროში შემომჯდარიყო და ნიავს ეჭიდავებოდა. ქარი ხან აქეთ გადმოსწევდა ხან იქეთ. დავინახე თუ არა, მარცხენა ხელი მაღლა ავწიე და დავუშტვინე ჩიტს. მიმინომ ცოტა ხანი მიყურა და ჩამოხტა ანძიდან, ფრთები დაკეცა და უყოყმანოდ დამაჯდა ხელზე.. აღტაცებული დავბრუნდი სახლში, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხაროდა ეს ამბავი. მიმინოს შეჩვევას დიდ მონდომება უნდა. ფრინველთან მინიმუმ 3-4 საათი მაინც უნდა გაატაროთ დღეში. უნდა გყავდეთ ბნელ ოთახში და აჭამოთ სულ ახალი ხორცი, სასურველია მომცრო ჩიტების.. მიმინო წყალს არ სვავს, ამიტომ ხორცი უნდა იყოს სისხლიანი, რაც შეიძლება ახალი.. და წარმოუდგენელია მისი გაზრდა ქალაქში... ![]() საბოლოოდ ეს ფრინველი კირკიტა აღმოჩნდა, მაგრამ მოჩვევა და მოთვინიერება ზუტად იგივე წესით ხდება, როგორც მიმინოსი თუ სხვა ფრინველების.. ეს ფოტო მე გადავუღე ჩემი ზენიტით : )))) |
|
|
|
aragveli ბაზიერობა Aug 7 2009, 21:18
aragveli ბაზიერთა პირველი კ... Aug 14 2009, 07:50
el'mose საქართველოშიც გვა... Sep 9 2009, 14:42
ლევანა90 ძალიან საინტერესო... Sep 10 2009, 15:42
el'mose ბაზიერთა კლუბის პრ... Sep 10 2009, 18:53
ლევანა90 მაგაში გეტანხმები... Sep 10 2009, 22:30
ლევანა90 როგორ იქნა მოვახე... Oct 5 2009, 22:28
Maverick ციტატა(ლევანა90 @ Oct... Oct 6 2009, 10:42
ვიტო ლევანა90
საღოლლევა... Oct 5 2009, 22:29
ლევანა90 სეზონი ისე ცუდად ... Oct 5 2009, 22:36
ჩელე ლევანა90
ვააა, საღო... Oct 5 2009, 23:44
ლევანა90 გალიაში ამოყო თავ... Oct 6 2009, 00:56
ბექარი19 რა გიჟი ძმა მყავს ... Oct 6 2009, 04:21
T A M P L I E R საღოლ ლევან .აუცილ... Oct 6 2009, 10:21
ვიტო უი ხო, მანდ არიან ბა... Oct 6 2009, 11:33
ლევანა90 დიდი მადლობა ბიჭე... Oct 6 2009, 19:59
ჯეკო ლევანა90 898-79-27-19 მურთა... Oct 6 2009, 21:14
Power_VANO ეს ვიდეო ვნახე შეჯ... Nov 3 2009, 09:36
ლეკი ამ ვიდეოთი ისწავლი... Dec 22 2009, 22:14
maxara მოგესალმებით .კარგ... Jan 1 2010, 12:48
ლევანა90 maxara
გამარჯობა .. გეთ... Jan 4 2010, 17:23
ლევანა90 დაიწყო სეზონი როც... Sep 21 2010, 22:11
ვიტო ლევანა90
ლეო თევზაო... Sep 22 2010, 09:37
ლევანა90 კი ძაღლს რაზეც ვეტ... Sep 22 2010, 22:19
ვიტო ლევანა90
მწყერი რატ... Sep 23 2010, 09:35
ლევანა90 ხო ეგ თოფზე კი ბატ... Sep 23 2010, 14:37
ლევანა90 RE: ბაზიერობა Nov 8 2010, 11:16
feroni ლევან შეგიძლია ინა... Nov 8 2010, 22:55
ლევანა90 თურქული მეთოდით შ... Nov 9 2010, 11:35
feroni ეხლა ჩემს მეგობარს... Nov 10 2010, 00:25
ლევანა90 დიახ ბინაში ძნელი... Nov 10 2010, 09:24
ჯეკო shavlego ყველაფერი გულდ... Dec 22 2010, 22:14
shavlego ხო.. მე არ ვიცოდი...
ჩ... Dec 22 2010, 23:04
ლევანა90 წყალი მართლაც რომ ... Feb 7 2011, 12:20
monadire -1981 ბაზიერებს გაუმარჯ... Apr 15 2011, 15:24
Davitus monadire -1981
უმორჩილესად... Apr 15 2011, 16:55
monadire -1981 ხო შეცდომრბი დამიშ... Apr 16 2011, 20:36
შადი შამოდი საინტერესოა და საი... Apr 16 2011, 20:59
monadire -1981 შადი შამოდი,,ფითი ნ... Apr 17 2011, 19:44
feroni ძველი ვიდეობი ვიპო... Oct 16 2013, 00:43
feroni აჰა ესეც ვიპოვე შა... Oct 16 2013, 01:12
feroni ესეც "ჯემალა" თუ... Oct 16 2013, 22:06
ლევანა90 ქართველი ბაზიერებ... Feb 16 2015, 23:26
საბო ლევანა90
ყოჩაღ კარ... Feb 16 2015, 23:39
megreli ლევანა90
ცოტა განა... Feb 16 2015, 23:54![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th October 2025 - 17:24 |