კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი ოჩოპინტრე & სამინისტრო #1, თანამშრომლობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დიდი მადლობა თბილი შეხვედრისთვის............
ვიყავით მთელი სია + ლევანი90 VS 4კაცი და 1 ქალი ![]() შევხვდით და ჩემ პირად შეხედულებას დავდებ. პირველი - გაცნობითი შეხვედრისთვის საკმაოდ კარგი გამოვიდა. ძირითად თემებს შევეხეთ, ანუ იმას რაც გვაწუხებს. ნადირობასაც შევეხეთ, თევზაობასაც და არაენდემურ და შემოყვანილ ცხოველებსაც. რაც შეეხება მგელს. საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ძალიან საგანგაშო სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ აქა იქ რაღაც რაოდენობა ამოსაღები გახდეს შეიძლება. თიანეთი და ჩოხატაურის რაიონი იყო ნახსენები, რა თაქმა უნდა ჩვენ ჩვენივე ხარჯებით შევთავაზეთ დახმარება, მაგრამ ამასაც თავის პროცედურა ნდომებია, რაც დასაზუსტებელია. რაც შეეხება მგელს ამ ჯერზე მოსმენის რეჟიმში ვიყავით. ![]() რაც შეეხება წითელ მგელს, მითი დაინგრა, არავიტარი წითელი მგელი არ არსებობს, არსებობენ ჰიბრიდები რომლებიც ფერით ვიღაცეებმა მიამსგავსეს წითელს და აგორდა ჭორი. არგუმენტად რამოდენიმე წლიანი კვლევა არის მოტანილი და აქედან გამომგინარე რაიმე კავშირი წითელ მგელთან არ ჩანს. (ეგრეც მეგონა ![]() თევზაობასთან დაკავშირებითაც მოკლედ მიმოვიხილეთ, კვირის შეჯიბრზეც დავძარით სიტყვა და დახმარება აღგვითქვეს. სასიამოვნოა ის, რომ ფოთზე რეაგირება იქნება და თან რაღაცეების მარტივად გადაწყვეტა შეიძლება. ვისაუბრეთ გარკვეული სახის სანადირო ობიექტების (მაგ. კურდრელი, მაჩვი და ა.შ.) სანადირო მეურნეობებიდან გამოტანაზე და ვნახოთ, შეიძლება წლევანდელ წელს მოუსწროს... ![]() ასევე ვისაუბრეთ დუპელზე. ასევე ვისაუბრეთ შემოყვანილ ცხოველებზე - ენოტი და ენოტისებური ძაღლი. ეს არის მოკლედ რაც გუშინ მოხდა, დანარჩენზე კი შემდეგი შეხვედრების მერე ვისაუბროთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ხალხი წინადადებებისა და შეთავაზებებისთვის გახსნილები არიან. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რათქმაუნდა ჰანტერ, გდი ბრაკონიერებთან ბრძოლაში მარტო არ უნდა იყოს, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გდი-სთან, არააქვს მნიშვნელობა მონადირეა თუ მეთევზე, დედა ბუნება საერთოა !!!
ბრაკონიერების თემას რაც შეეხება, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საბოლოოდ ვერ მოსპეს ბრაკონიერები, ეს შეუძლებელია მოისპოს მაგრამ თავისუფლად შეიძლება მინიმუმადე დავიყვანოთ, ესაა ძირითადი ამოცანა... მაგრამ მთავარია მაინც საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ერთიანი აზრი, ცივილური შეხედულება ასეთ საკითხებზე და ბოლოს, მემგონი ყველაზე უმთავრესი ამოცანა ბრაკონიერებთან ბრძოლაში ისაა რომ ვერავინ ვერ თქვას: "აუ გდი-ს უფროსი ჩემი ძმაა, ბიძაჩემი რაღაცის უფროსია, ყველას ვიცნობ, გდი-ს იქით დავიჭერ" და ა.შ. P.S. უსამართლოა "უბრალო ადამიანებმა დავიცვათ" და "დიდმა ხალხმა" მაინც იბრაკონიეროს...................... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 21:37 |