წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ხალხნო !!
ეს საკითხი ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ბოლო აზრი მაინც ვერ გავიგე და ისევ აქტუალური გახდა. ფაქტები: სექტემბერში, როცა თბილოდა, დაბერილი მქონდა საბურავები 2 ატმოსფეროზე. იმის მერე რამდენიმეჯერ გავსინჯე და ეჭირა 2 ატმოსფერო თავისფულად. ეს ყინვები რომ დაიწყო (ტაბახმელაში) აღარ შემიმოწმებია. მაგრამ გუშინწინ რომ წავედით ბეშუმისკენ, გზად გავჩერდით ახალციხესთან. საუბარავებს რომ შევხედე, მომეჩვენა რომ დაკლებული ჰქონდა. გავსინჯე (იგივე მანომეტრით) და მართლაც 1.8 ატმოსფეროზე იდგა ყველა. აღარ დამიბერია (ცუდ გზაზე იყოს თქო ასე) და გადავედი უღელტეხილზე. მეორე დღეს მივედი ვულკანიზაციაში და ჩემივე მანომეტრით დავაყენებინე 2 ატმოსფეროზე ისევ (ჩვეულებრივი გზით ვაპირებდი წამოსვლას). ბათუმში იყო ასე 25 გრადუსი სითბო. ხოდა წამოვედი. გზაში, სადღაც ქუთაისთან, საბურავები ხტოდა როგორც გადაბერილები. სადღაც საირმეს რომ გავცდი, ისევ მივადექი მანომეტრით (დაშვებას ვაპირებდი, რადგან ცუდ გზაზე უნდა გავსულიყავი). რომ გავსინჯე - წნევა იყო 2.2-2.25 ატმოსფერო. გავგიჟდი, მაგრამ რა უნდა მექნა. დავუშვი 2 ატმოსფერომდე ისევ. სახლში მოვედი თუ არა (ტემპერატურა +2 გრადუსი) ეგრევე გავზომე წნევა - 2 ატმოსფერო. დღეს შუადღისას, ნადგომ მანქანზე ვსინჯავ წნევას - 1.8-1.85 ატმოსფერო. კითხვა: რა ვქნა ?? ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ტიპმა დაუშვა საბურავი, მერე დაბერა "აზოტით" მერე ისევ დაუშვა და ხელმეორედ დაბერა "აზოტით". ვითომ ჰაერი გამოდევნა. ფასს კარგი თავი დაანებოთ, მაგრამ ისე როგორ დაუშვა რომ მთლიანად ჰაერი გამოდევნა? ფორუმულებით უნდა ვიანგარიშოთ ჰაერის სიმკვრივე და აზოტის მოცულობა? მაგიტომ ვიძახი რომ აფიორაა ეგ აზოტის კანტორები, ერთხელ გააკეთეს ალბათ მიახლოებით რეალურად და სხვებმაც მიბაძეს და ჰაერს აკაცავებენ დარწმუნებული ვარ... იმიტომ რომ აზოტის კონცენტრაციის შემოწმება მე რამდენედაც ვიცი ადვილი არ არის |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 18:32 |