წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ხალხნო !!
ეს საკითხი ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ბოლო აზრი მაინც ვერ გავიგე და ისევ აქტუალური გახდა. ფაქტები: სექტემბერში, როცა თბილოდა, დაბერილი მქონდა საბურავები 2 ატმოსფეროზე. იმის მერე რამდენიმეჯერ გავსინჯე და ეჭირა 2 ატმოსფერო თავისფულად. ეს ყინვები რომ დაიწყო (ტაბახმელაში) აღარ შემიმოწმებია. მაგრამ გუშინწინ რომ წავედით ბეშუმისკენ, გზად გავჩერდით ახალციხესთან. საუბარავებს რომ შევხედე, მომეჩვენა რომ დაკლებული ჰქონდა. გავსინჯე (იგივე მანომეტრით) და მართლაც 1.8 ატმოსფეროზე იდგა ყველა. აღარ დამიბერია (ცუდ გზაზე იყოს თქო ასე) და გადავედი უღელტეხილზე. მეორე დღეს მივედი ვულკანიზაციაში და ჩემივე მანომეტრით დავაყენებინე 2 ატმოსფეროზე ისევ (ჩვეულებრივი გზით ვაპირებდი წამოსვლას). ბათუმში იყო ასე 25 გრადუსი სითბო. ხოდა წამოვედი. გზაში, სადღაც ქუთაისთან, საბურავები ხტოდა როგორც გადაბერილები. სადღაც საირმეს რომ გავცდი, ისევ მივადექი მანომეტრით (დაშვებას ვაპირებდი, რადგან ცუდ გზაზე უნდა გავსულიყავი). რომ გავსინჯე - წნევა იყო 2.2-2.25 ატმოსფერო. გავგიჟდი, მაგრამ რა უნდა მექნა. დავუშვი 2 ატმოსფერომდე ისევ. სახლში მოვედი თუ არა (ტემპერატურა +2 გრადუსი) ეგრევე გავზომე წნევა - 2 ატმოსფერო. დღეს შუადღისას, ნადგომ მანქანზე ვსინჯავ წნევას - 1.8-1.85 ატმოსფერო. კითხვა: რა ვქნა ?? ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
იმიტომ რომ აზოტის კონცენტრაციის შემოწმება მე რამდენედაც ვიცი ადვილი არ არის ნამდვილად. კაციშვილი მაგის შემმოწმებელი არაა და დიდი შანსია რომ უბრალოდ ჰაერს აკაჩავებენ 2-3 ლარად თითო საბურავში ![]() თან რომ მოვძებნე ადრე, ოხრად ქეში ჯდება ჰაერიდან აზოტის გამაცალკევებელი დანადგარები. ლაივ რეჟიმში რომ განაცალკევებს და თან საბურავში ჩატუმბავს, წარმომიდგენია რა ეღირება. ან თხევადი აზოტი უნდა ააორქთქლო და იქიდან მიიღო სუფთა აზოტი... გიორგი მოძრაობისას 0.2-0.3-ით ყოველთვის მოიმატებს, სითბოში განსაკუთრებით. ნუ ეს სუფთა ჰაერზე ვამბობ რა თქმა უნდა ![]() კაი და აზოტს რომ თავი დაანებო, სხვა რამე კლასიკური გადაწყვეტა ხომ არ არსებობს ამ საკითხისადმი ?? ვთქვათ, რომ ქალაქის ციკლში ამდენზე დააყენე და ტრასაზე ამდენზე ან რამიმე დაგვარი ??? მანქანის მანუალი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 18:32 |