წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
წნევა საბურავებში, ტემპერატურული ცვლილების ეფექტი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ხალხნო !!
ეს საკითხი ერთხელ უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ ბოლო აზრი მაინც ვერ გავიგე და ისევ აქტუალური გახდა. ფაქტები: სექტემბერში, როცა თბილოდა, დაბერილი მქონდა საბურავები 2 ატმოსფეროზე. იმის მერე რამდენიმეჯერ გავსინჯე და ეჭირა 2 ატმოსფერო თავისფულად. ეს ყინვები რომ დაიწყო (ტაბახმელაში) აღარ შემიმოწმებია. მაგრამ გუშინწინ რომ წავედით ბეშუმისკენ, გზად გავჩერდით ახალციხესთან. საუბარავებს რომ შევხედე, მომეჩვენა რომ დაკლებული ჰქონდა. გავსინჯე (იგივე მანომეტრით) და მართლაც 1.8 ატმოსფეროზე იდგა ყველა. აღარ დამიბერია (ცუდ გზაზე იყოს თქო ასე) და გადავედი უღელტეხილზე. მეორე დღეს მივედი ვულკანიზაციაში და ჩემივე მანომეტრით დავაყენებინე 2 ატმოსფეროზე ისევ (ჩვეულებრივი გზით ვაპირებდი წამოსვლას). ბათუმში იყო ასე 25 გრადუსი სითბო. ხოდა წამოვედი. გზაში, სადღაც ქუთაისთან, საბურავები ხტოდა როგორც გადაბერილები. სადღაც საირმეს რომ გავცდი, ისევ მივადექი მანომეტრით (დაშვებას ვაპირებდი, რადგან ცუდ გზაზე უნდა გავსულიყავი). რომ გავსინჯე - წნევა იყო 2.2-2.25 ატმოსფერო. გავგიჟდი, მაგრამ რა უნდა მექნა. დავუშვი 2 ატმოსფერომდე ისევ. სახლში მოვედი თუ არა (ტემპერატურა +2 გრადუსი) ეგრევე გავზომე წნევა - 2 ატმოსფერო. დღეს შუადღისას, ნადგომ მანქანზე ვსინჯავ წნევას - 1.8-1.85 ატმოსფერო. კითხვა: რა ვქნა ?? ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() Administrator ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 717 რეგისტრ.: 4-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გოგა
დიდ სიმაღლეზე პირიქით, იკლებს წნევა უფრო. აი მაგალითად: ![]() მარცხნიდან მარჯვნივ - 1) ზღვის დონიდან 4200 მეტრზე დახუფული ბოთლი. 2) იგივე ბოთლი 2700 მეტრზე 3) 300 მეტრზე ზღვის დონიდან. ასევე ლინკი: http://en.wikipedia.org/wiki/Atmospheric_p...ssure_variation გიორგი ეხლა რა ხდება.. ჩემსას უწერია 2 ატმოსფერო, რაც ნორმალურია... მაგრამ 2.2-ზე უკვე ხტუნვა დაიწყო მანქანამ "ვოლნებზე"... არადა მეტი მანდ არაფერი არ უწერია... თანაც, წესით გრუზე არ უნდა ეგრძნო ასე ძალიან - არადა იგრძნო ანუ ქალაქში სიარულისას თუ +/- 0.2 ატმოსფერო არ ქმნის დიდ ამინდს. ტრასაზე და ცუდ გზაზე (და მითუმეტეს ყინულზე და თოვლში) - ეს უკვე კრიტიკულია ხდება... ხოდა ალბათ გამოსავალიც ისაა, რომ განსხვავებულ სიტუაციაში მანომეტრით ხელში უნდა იარო და რა ზომის საბურავებია? და შენი პრადო რამდენი კგ-ია? თან ეგ 0.2 ატმოსფერო ყველა ვარიანტში მოძრაობისას მოემატება საბურავს, როცა გათბება. ცივზე რომ 2.0-ზე დააყენო, გახურებულზე ავა 2.2-2.3-ზე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 18:37 |