ჰამერი H-3 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჰამერი H-3 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 38 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩემმა მეგობარმა იყიდა. H3, მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ძააააააააააააან მაგარია. მაგრამ ცოტა ტრასაზე ვერ დადის მაგრად. უგზოობაზე მაგაზე მაგარის დედა........
მეც მინდა ვიყიდო. იქნებ დააკომენტაროთ. ყველას აზრი მაინტერესებს. განსაკუთრებით გამოცდილ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 10-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
H3 ჯობია H2-ს გამავლობაშიც და ეკონომიურობაშიც.
გამძლეობაზე ზუსტი ინფო არ მაქვს, თუმცა 6.0 ბენზინებს (H2) ვიცი კოლოფის პრობლემები ექმნებათ. ზოგადად არცერთი არაა ოფროუდერი, ვისაც დიდი მანქანის დილიხორი აქვს ისწორებს და დადის კომფორტულად. ოფროუდერი და მართლა უგზო ადგილებში მოსიარულე არასოდეს არ ივლის ჰამერით! დაახლოებით იგივეს ვიტყოდი H1-ზე. ეგ არის სამხედრო მობილური მანქანა რომელმაც უნდა იმოძრაოს ძალიან დიდი სიჩქარით გრუნტზე და სტეპებზე. დაკიდება აქვს ძალიან ცუდი სვლების ამბავში. სვლა არ აქვს საერთოდ, ეს რა თქმა უნდა იმის გამო რომ გრუნტზე შეძლოს დიდი სიჩქარით მოძრაობა! რაც შეეხება მომზდებას და ოფროუდზე ექსპლუატაციას, უაზრობაა! მსოფლიოში მხოლოდ ამერიკელები აკეთებენ მაგას. დალიფტვა თითქმის შეუძლებელია და არცაა საჭირო იმიტომ რომ კლირენსი აქვს (42სმ) დამოუკიდებელი დაკიდების ხარჯზე. შესაბამისად დიდი საბურავების დაყენება არაა საჭირო. დაკიდების ცუდ სვლებს აბალანსებს ბლოკირებები და მაგის ხარჯზე დადის დიაგონალებზე. ცუდი სვლები როგორც წესი სერიოზულად ზრდის გადაბრუნების ალბათობას ოღროჩოღრო გზებზე, ამისგან ნაწილობრივ (მხოლოდ ნაწილობრივ) სიგანე იცავს, თუმცა მაინც დიდი შანსია გადააყირაო დიაგონალზე, ვიდრე ბალკებიანი დიდ ხოდებიანი მანქანა. (მაგალითისთვის ვიდეოს დავდებ პოსტის ქვემოთ). მოკლედ უროთი ნაკეთები მანქანაა! გამგები და მცოდნე კარგად გამიგებს. ეს არ ნიშნავს რომ ბანძი მანქანაა არანაირად, უბრალოდ აქლემიც და ბუზიც ერთდროულად ვერ იქნება მანქანა და ჰამერი პრინციპში ახერხებს ნაწილობრივ იყოს (ბოლომდე ვერა) ![]() არამდგრადობაში ამ ვიდეოს ვგულისხმობ: როგორ იღრიცება მანქანა და ქანაობს აქეთ იქით იმის გამო რომ საბურავი მიწაზე არ უდევს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 08:46 |