დღის რა პერიოდში ჯობიას ძაღლის კვება და რამდენჯერ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დღის რა პერიოდში ჯობიას ძაღლის კვება და რამდენჯერ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ ახალი თემა მინდა შემოვაგდო.
რაც ლიტერატურა გადავიკითხე 80% წერია რომ ზრდასრული ძაღლს უნდა ვაჭამოთ დღეში ერთხელ. ნუ ლეკვების ტაბულა ესე გამოიყურებოდა: 3 თვემდე 4-ჯერ 7 თვემდე 3-ჯერ 18თვემდე 2-ჯერ შემდგომში 1-ხელ ლეკვობაში როგორმე გამოთვლის კაცი განრიგს, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება და გაიზრდება და როდესაც მხოლოდ ერთხელ არის მისაცემი საკვები დღის რა პერიოდში უნდა მივცეთ? მე როგორც წესი დილით გავიღვიძებ თუ არა ეგრევე უყრი დაახლოებით 10სთ-ზე, მაგრამ ამას წინათ ვიღაცასთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხს და გამოითქვა აზრი რომ საღამოს ჯობიაო, ანუ დღის მანძილზე ძაღლი ენერგიას დახარჯავსო და საღამოს მიცემისას საკვების ათვისება უკეთესიაო. მინმემ რამე ხომ არ იცით ამის შესახებ უფრო კონკრეტულად პ.ს. ნადირობის წინა საღამოს ისედაც ცოტას უყრიდი, რომ სულ ენერგიაგამოცლილი არ იყოს დილისკენ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვიტო
ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. კიმარა ადგილზე მიყვანისას აჭმევ და მერე უშვებ სანადიროდ? რატომ, ახალ ნაჭამზე სირბილი და დაღლა გამიგია რომ არ შეიძლება. მცირე ოდენობით საკვების მიღება სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და ძაღლი უფრო ენერგიულია. ეს მეც წამიკითხავს . ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას. რატომ აკეთებ ამხელა ინტერვალს სახლში მიყვანის მერე? ძაღლი თუ მართლა გადაღლილია ,ის თვითონ გააკეთებს ამ ინტერვალს სანამ ცოტა აზზრზე არ მოვა. ამას ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გეუბნები.ეს არა მხოლოდ მონადირე,არამედ სხვა ჯიშის ძაღლებზე დაკვირვების შედეგია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd September 2025 - 04:08 |