Armtac Rx-1, პატრონებს ეხებათ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
Armtac Rx-1, პატრონებს ეხებათ |
Jan 25 2011, 12:30
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა |
მოკლედ გამოვლინდა თავისებურება ამ თოფის მუშაობაში ისეთი რომ პატრონებს დააინტერესებთ.
ცნობილია, რომ უმეტესობა პომპების გასროლის შედეგად ცევიოს ნახევრად უკან წევენ ინერციის შედეგად, ასე ვთქვათ ეხმარებიან გადატენვაში. არმტაკზე განსხვავებით სხვა პომპებისგან უყენია ზამბარა, რომელიც ეხმარება ცევიოს წინ მიწევაში. პრობლემა ჩნდება იმის შედეგად რომ საკეტის მოკლე სვლავ საკმარისია რომ ჩახმახი შეყენდეს, ხოლო თუ ზამბარამ ცევიო იძულებით წინ მიწია იარაღი იკეტება, მაგრამ სავაზნეში ვაზნა არ დავს. სასლხეტზე დაჭერას გასროლა არ მოყვება, ხოლო თუ პირაპირ გადატენვა დააპირე საკეტი ჩაკეტილია და საჭიროა სპეციალური ღილაკის დაჭერა რომ ის გახსნა. ასე რომ რაიემ სისწრაფეზე ლაპარკი ზედმეტია, ხოლო თუ მფლოებლი გამოუცდელია ასეთი დაბრკოლება მას დააბნევს და შემდეგი გასროლა დიდიხნით გადაიდება. გამოსავალი, მოხსნათ ზამბარა და გადააგდოთ. თუმცა ჩახმახის ნაადრევ შეყენაბს ეს პრობლემა არ ხსნის მაგრმ ამცირებს მას. ანუ ლაპარაკია კონსტრუქციულ ნაკლოვანებაზე. გარდა ამისა ორჯერ მოხდა ვაზნის გაჭედვა (მიწოდების პრობლემა) ხოლო ექსტრაქცია არ იყო პოზიტიური. სავარაუდოთ თოფი ახალია და ჭირდება აბკატკა მაგრამ ასეთი ტიპის პრობლემბს მე პირველად წავაწყდი. შედარებისთვის ვინჩესტერ 1300–ს ის ცევიო თითქმს ბოლომდე უნდა გაწიო უკან რომ ჩახმახი ეაყენო, შტოეგერ პ312 ნახევრა გზაზე მეტი უნდა გიარო. ასე რომ ეს პრობლემა არ გამოვლენილა მათთან. ![]() პს ტყვიით არმტაკმა საუკეთესო რეზულტატები აჩვენა. |
|
|
|
![]() |
Jan 25 2011, 20:52
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
ეგ არმტაკი მოდელი RS-X1-ია. ერთი წელია რაც ინტენსიურად ვხმარობ (ორი ლულით მაქვს, 50სმ. და 71სმ) და არც ზამბარას არც საკეტის მოკლე სვლას ჩემთვის არანაერი პრიბლემა არ შეუქმნია. ეგ ძალათ უნდა გაიჩალიჩო რომ მაგ სიტუაციასი ჩავარდე რომ უკან გამოწეული ცევიე წინ მიუშვა და მერე ისევ გადატენა სცადო. და გინდ მასე მოხდეს, მაშინვე გახსნი სახსნელი ღილაკით. ისე ყველა პომპას შეჩვევა უნდა რა თქმა უნდა.თავიდან რამდენჯერმე შემექმნა ვაზნის მიწოდების პრობლემა ლულაში (ზედმეტი ძალის დატანება დამჭირდა რომ ვაზნა სავაზნეში შესულიყო) ეს სავაზნის ფასკის მანქანით დამუშავების ბრალია, საქმეს შველის სავაზნის ფასკის უკეთესად დამუშავება. ამ ბოლო დროს ასეთ პრობლემას ნახევრადავტომატურ თოფებზეც წავაწყდი. მოკლედ ცოტათი ხელით ,,დავოდკა,, აკლია. ისე საერთოში თოფით ყმაყოფილი ვარ, კარგი ჭრა და მიტანა აქვს, რაც ღირს იმ ფასში კარგი შენაძენია.
|
|
|
|
Jan 26 2011, 12:58
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა |
ციტატა ეგ არმტაკი მოდელი RS-X1-ია. ერთი წელია რაც ინტენსიურად ვხმარობ (ორი ლულით მაქვს, 50სმ. და 71სმ) და არც ზამბარას არც საკეტის მოკლე სვლას ჩემთვის არანაერი პრიბლემა არ შეუქმნია. ინტენსიურში რა იგულისხმება? ციტატა ეგ ძალათ უნდა გაიჩალიჩო რომ მაგ სიტუაციასი ჩავარდე რომ უკან გამოწეული ცევიე წინ მიუშვა და მერე ისევ გადატენა სცადო. სტრესულ პირობებში ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ან თუ გასროლა მოახდინე ისე რომ ცევიოზე ხელი მყარად არ გეჭირა. ციტატა და გინდ მასე მოხდეს, მაშინვე გახსნი სახსნელი ღილაკით. სტრესის პირობბში ასეთი დაბრკოლება პრაქტიკულად უდრის სიკვდილს. ციტატა ისე ყველა პომპას შეჩვევა უნდა რა თქმა უნდა.თავიდან რამდენჯერმე შემექმნა ვაზნის მიწოდების პრობლემა ლულაში (ზედმეტი ძალის დატანება დამჭირდა რომ ვაზნა სავაზნეში შესულიყო) ისევ და ისევ სტრესის პირობებში ამის ალბათობა მაღალია. ციტატა ეს სავაზნის ფასკის მანქანით დამუშავების ბრალია, საქმეს შველის სავაზნის ფასკის უკეთესად დამუშავება. ამ ბოლო დროს ასეთ პრობლემას ნახევრადავტომატურ თოფებზეც წავაწყდი. მოკლედ ცოტათი ხელით ,,დავოდკა,, აკლია. ისე საერთოში თოფით ყმაყოფილი ვარ, კარგი ჭრა და მიტანა აქვს, რაც ღირს იმ ფასში კარგი შენაძენია. ქლიბი და დრელი სერიოზულ იარაღს არ უნდა ჭირდებოდეს, და ჭირდება როგოც წესი თურქულ და რუსულ იარაღს, რუსულს კიდე უფრო ნაკლებად, ასეა თუ ისე მაინც საიმედოობას აქცევნ ყურდღებას. ანუ რეზუმირება ასე შეიძლება, პომპა,რ ომელიც თავდაცვისთვის გამოიყენება ასეთი ხარვეზები მიუღებელია. |
|
|
|
Shooter Armtac Rx-1 Jan 25 2011, 12:30
romeo 1 ყველა სახის ნადირო... Jan 26 2011, 22:01
Shooter ციტატაყველა სახის ... Jan 27 2011, 11:08
romeo 1 Shooter შენ სწერ: სტრესუ... Jan 27 2011, 19:51
gela_07 რაც შეეხება ცევიოს... Jan 27 2011, 21:54
Shooter ციტატაShooter შენ სწერ: ... Jan 28 2011, 11:32
robiko სტრესულ პირობებში,... Jan 27 2011, 22:58
romeo 1 თელავში, ყოფილი ტი... Jan 28 2011, 21:47
Shooter ციტატარაც შეეხება ... Feb 21 2011, 19:31
PREDATOR RE: Armtac Rx-1 Feb 4 2013, 16:40
PREDATOR RE: Armtac Rx-1 Mar 21 2013, 20:36![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2025 - 18:06 |