გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გ.დ.ი. და მის გარშემო არსებული საკითხები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 63 რეგისტრ.: 25-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ![]() |
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ბესო ყველას ჩვენი გატაცება გვაქვს..მე მაგალითად ნადირობად პირველრიგში მდევრებით ნადირობას ვთვლი. მართალია ვხვდები,რომ ბრაკონიერობა ჰქვია ჩემს საქციელს, მაგრამ მე ჩემს თავში გამართლებული კანონების დაცვის მეტი არაფერი შემიძლია..ვკლავ, მაგრამ სეზონის დროს და მხოლოდ მდევრებით...არც ფარით და არც ხაფანგებით არ ვნადირობ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
პოსტები გადმოტანიალია მდევრების თემიდან
ერთი რეალობაა; გ.დ.ი ვერ აკონტროლებს აკრძალულ ცხოველებზე ნადირობას და ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში.ამას ძალიან დიდი რესურსები ჭირდება. ჩემი აზრით ,,ბრაკონიერების" ტყე-ტყე დევნას აჯობებს შეიქმნას იმის პირობა რომ ყველამ პასუხისმგებლობა იგრძნოს: ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს ცხოველთა რაოდენობის დამბალანსებელი სტრატეგია რაც თავისთავად უნდა შეიცავდეს ლიმიტირებულ ნადირობას შეზლებისდაგვარად ბევრ სახეობაზე და ყოველივე ამის მერე უნდა იწარმოოს აზრიანმა და საფუზვლიანმა პროპაგანდამ. მე მჯერავს, რომ თუ მონადირეებს დამაჯერებელ და ლოგიკურ ვარიანტებს შესთავაზებენ ბრაკონიერობის პროცენტული რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. მე პირადად ბუნებასთან დამოკიდებულების ჩემეული ხედვა გამაჩნია, რადგანაც რეალობასთან ცოტათი მაინც მიახლოებულს არავინ არაფერს მთავაზობს..(ჩემსავით აზროვნებს ძალიან ბევრი მონადირე რომელსაც მე ვიცნობ და ერთად ვნადირობთ) ასპროცენტიანია! სანამ არ შეიქმნება საეგერო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება სტრუქტურას, რომელიც უნდა შეიქმნას სამინისტროში და რომელმაც უნდა აკონტროლოს სანადირო საქმეები მთლიანობაში, ბრაკონიერობასთან ბრძოლა და სავარგულების გაკონტროლება ნაკლებშედეგიანი იქნება. ეგერები სამუშაო დროის განმავლობაში ბუნებაში უნდა იმყოფებოდნენ, ასევე გაადვილდება და რეალობასთან ახლოს იქნება ნადირ-ფრინველის დათვლა, მტაცებლებთან ბრძოლა (მომავლის პერსპექტივაში), შედეგიანი გახდება ბრაკონიერების გამოვლენა. გდი-მ უნდა იმუშაოს ოპერატიული განხრით, გამოძახებებზე და დაკავებებზე, ეგერების მხარდაჭერაზე. ეს ორი რგოლი შეავსებს ერთმანეთს და ეფექტი ერთ-იორად მეტი იქნება. საეგერო სისტემა ქონდა მონკავშირს და ამ პოსტებზე გამოცდილი მონადირეები, კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ. ნამდვილად ჯობია კურდღელზე ნადირობის დაშვება...მაგითი არაფერი შეიცვლება..მერეც ისევე ინადირებენ როგორც ეხლა...ტყუილად ბიუჯეტი კარგავს ფულს..სულ ეგ არის..ამას რატო აკეთებენ ვერასდროს მივხვდები ალბათ..რაც დღეს იყრება.. იმაში ფული აიღონ რა...ვისაც კურდღელზე ნადირობა ევასება.. აბა რა... რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - საკმაო რაოდენობითაცა და მეორემხრივ, მაინც ნადირობენ. რაც შხამქიმიკატები უაზროდ აღარ ყრია მინდვრებში (90-ის მერე), კარგად გამრავლდა კურდღელიცა და ფრინველიც. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ისე ერთი კომენტარი მაინც გაეკეთებინა ვინმეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იქნებოდა. ეგ საკითხი არ გაგვიგია და რასაც ყური მოვკარით ჯერ გაურკვეველია ყველაფერი და რა კომენტარი გავაკეთოთ... ![]() სამაგიეროდ აი რა აღმოვაჩინე სამინისტროს საიტზე ![]() ციტატა ბოლო 20 დღის განმავლობაში უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი გამოვლინდა ![]() ![]() ეკონომიკაში მიდის მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება კი ენერგეტიკის სამინისტროში. ნუ დაცული ტერიტორიები მეწველი ძროხის ფუნქციას შეითავსებს ალბათ - ეგ გასაგებია, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრო რა შუაშია ვერ გავიგე. გაზი ჩვენ არ გვაქვს და ნავთობი. ხე ტყეს თუ მოჭრიან და დაანახშირებენ არ ვიცი ![]() გასაგებია, რომ დიდი ფულის შემომტანია ჰესებიდან გამომუშავებული ენერგიის გაყიდვა და ბიუჯეტს ჭირდება მაგრამ ეს მთელი ბუნებრივი რესურსები ენერგეტიკას რატომ შეუხმატკბილეს ვერ ვხვდები. ისე ეს სხვა თემაა მაგრამ არც ის არის სწორი, რომ აქაოდა ჰესებს დიდი ფული მოაქვთო და ფოთთან და წითელხიდთან დამბები ააშენონ და მთელი საქართველი 1 დიდი ჰესი გამოვიდეს. გარემოს დაცვის სამინისტროს კი უნდა ეკითხებოდნენ და ითვალისწინებდნენ კომპედენტურ აზრს. სად შეიძლება და სად არა აშენება და ზომების შეზღუდვებსაც უნდა აწესებდეს სამინისტრო... ისე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თუ ბუნებრივ რესურსებს და დაცულ ტერიტორიებს (ანუ გარემოს 1 ნაწილს) ჩამოაშორებენ - რა რჩება? ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 12:24 |