ტრანსილვანიური მდევარი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტრანსილვანიური მდევარი, "ერდელი კოპო"
ლეკი
პოსტი Dec 24 2010, 16:00
პოსტი #1


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ტრანსილვანიური მდევარი
(ერდელი კოპო)










სტანდარტის ძირითადი შტრიხებია:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.

თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი - ყავისფერი.

ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.

კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.

კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.

კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.

ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით - მაღალი ძაღლებისათვის.

ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.

სიმაღლე ქეჩომდე - დაბალი ტიპი: 45-50 სმ. მაღალი ტიპი:
55-65 სმ.


დასავლეთ ევროპაში უამრავი ჯიშის მდევარია, მათ შორის, საუცხოო სანადირო თვისებების ძაღლებიც გვხვდებიან, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებშია კულტივირებული და საზღვრებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. ერთ-ერთი საინტერესო ჯიშია - ტრანსილვანიური მდევარი.
ტრანსილვანიური მდევარი ანუ ერდელი კოპო - უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც ვარაუდობენ მადიარების მიერ IX საუკუნეში რუმინეთსი შეყვანილი ძაღლების ადგილობრივი და პოლონური წარმოშობის მდევრებთან შეჯვარებთაა მიღებული. ამჟამად ამ ძაღლების ორი ტიპი არსებობს - მსხვილი, ანუ უფრო მაღალი და მომცრო, ანუ დაბალი. დიდი ტანის მდევრები უფრო ფართოდაა გავრცელებული და მათ ძირითადად მსხვილ ნადირზე - გარეულ ღორზე, ირემსა და ფოცხვერზე სანადიროდ იყენებენ. სათანადოდ დაგშილი ძაღლები კი რეტრივერების ფუნქციასაც მშვენივრად ასრულებენ - უპრობლემოდ მოაქვთ ნანადირევი. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ძალიან უყვართ, დაბალი ტანის მდევრები მცირერიცხოვანია და თითქმის გადაშენების პირასაა მისული. ჩვენთვის ქართველი მონადირეებისთვის სწორედ ასეთი, მეორე ტიპის ძაღლებია საინტერესო, რადგან ისინი გამორჩეული ოსტატობით დასდევენ კურდღელსა და მელას.
ტრანსილვანიური მდევრები საუცხოო ყნოსვის მქონე, დაუღლელი, აზარტული და გულადიძაღლებია, რომლებიც კარგად ნადირობენ ნებისმიერ ლანდშაპტში; როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს არცაა გასაკვირი - ჯიშის ფორმირება, ძირითადად, კარპატების რეგიონში მოხდა. სადაც მდინარეებით დაქსელილი სავარგულები ბიოტიპის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აქ ტრამალებს ჯაგნარები ცვლის, ჯაგნარებს ტყეები და ა.შ. ამ ჯიშის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა - უშეცდომო ორიენტაციის უნარი უცხო გარემოშიც კი.
ტრანსილვანიური მდევრები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ პატრონს სცნობენ, ადვილად იწვრთნებინ, მაგრამ გაშვისას დიდ ძალისხმევას, შემდგომში კი რეგულარულ ტარებასა და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვენ. არ არიან აგრესიულები სხვა ძაღლებისა და შინაური ცხოველების მიმართ.

ჟურნალი "ნადირობა".
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩიკა
პოსტი Feb 21 2011, 23:05
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 855
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძალიან წააგავს ლიტვურ მდევარს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2025 - 02:16