კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კულინარია სუფთა ჰაერზე, ამ თემაში ვწერთ მხოლოდ იმ რეცეპტებს რასაც თავად ვამზადებთ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აქ მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, არ არის საჭირო ინტერნეტიდან გადმოწერილი რეცეპტები და სურათები! მხოლოდ საკუთარი შემოქმედება, და რჩევები მათთვის ვისაც რაიმე შეკითხვა დაებადება ამ თემის გარშემო, მონადირება კარგია, ნანადირევის კარგად მომზადება არა ნაკლებ საინტერესო .
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რადგან რაჭული ყველამ იცით+ აქ დაგიწერთ ვიჩინ. ესპან. ხამონი ქვია მე გავაკეთე 2 წლის წინ ძალიან მაგარია, შარშან ვერ გავაკეთე ბევრი ჩალიჩი უნდა, მოკლედ ვიწყებ; ღორი გარეული ჯობია ან შინაური შავი ჯიშის, რკოხე და წაბლზე გასუქებული, ასე 100-125 კილოიანი ,უკანა ფეხებს დაკვლის ან მოკვლის შემდეგ დავკიდებთ გრილ ადგილზე 12 საათით სანამ სისხლი მთლიანად არ ჩამოჟონავს, გავატყავებთ და ქონს ავაჭრით, დავტოვებთ 2-3 მმ სისქით ცხიმს,1 კვირით გრილ ადგილას ჩავდებთ მარილში(მსხვილი, არა იოდიზ) ჩაჭრები ან ცხელი მარილი არ უნდა, მარილი ბლომად, 1 კვირის შემდეგ ხორცს შევატრიალებთ, დაგროვილ სითხეს გადავღვრით, ცოტა მარილს დავუმატებთ და ისევ1 კვირით მოვასვენებთ, შემდეგ გამდინარე ცივი წყლით მარილს ბარკლებიდან მთლიანად ჩამოვრეცხავთ, ნიავიან ადგილზე გავკიდებთ და გავაშრობთ კარგათ. ეხლა იწყება ჩალიჩი ანუ ნერვებზე თამაში, ბარკლები პერიოდულად უნდა გადავკიდოთ სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სათავსოში ტემპ სხვაობა დაახლ უნდა აღწევდეს (ზამთარში ვაკეთებთ) ოთახის და გარე ტემპერატურას შორის, როგორც კი ხორცზე ცვარივით გამოჩნდება ცხიმის წვეთები გადავიტანთ 15-20 დღით სიცივეში, და კვლავ ვიმეორებთამ პროცედურას, ხამონი 6 თვის! შემდეგ შეიძლება ჩამოთალოთ თხლად და გასინჯოთ, 10 თვის ძალიან გემრიელია 12 თვის საუკეთესოა მაცივარიც არ ჭირდება, დაბალ ქოლესტერინს შეიცავს,შავ ღვინოსთან ჭყინტ ყველთან სიფრიფანად დაჭრილი ვიჩინა მაგარია, პროსტა მაგარი ნერვები უნდა და ოჯახში შაყირიც უნდა აიტანო, სამაგიეროდ რომ გაკეთდება გრძელი რიგის მოწყობა მოგიწევთ გასინჯვის მსურველებისათვის.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd May 2025 - 17:42 |