2010-2011 წლის სეზონის დახურვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2010-2011 წლის სეზონის დახურვა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ციოდა... გარეთ თოვდა... საათზე იყო ხუთის ოთხისნახევარი... ავდექი, გავედი, დავქოქე მანქანა და ჩავედი ტამპლიერთან... ტამპლიერთან ერთი ყავა მივეცი და სანამ ამ ყავას ვაძლევდი დამირეკა გურგენამ... სადა ხარო... მე ვუთხარი სახლში ვარ, ყავას ვაძლევ მეთქი... ხოდა ამოდიო... ხოდა ავედი... რომ ავედი დამხვდა გარეთ ასეთი სიტუაცია ![]() 9 კაცი იყო მოსული 7 მანქანით.... ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ.. კალათბურთი ვითამაშეთ... ბოლო 2 ადგილზე გასულის მანქანებით წასვლაზე... ხოდა ჩელეს სიმაღლემ არ შეუწყო ხელი და ტამპლიერს დიდმა გულმა... მანქანებიც შეირჩა... ამ დროს დავითუსამ დააძრო კარაქის ტალონები და საზეიმო ვითარებაში გადასცა იქ მყოფთ... ![]() ![]() ![]() რაც ჩელეს მიერ იქნა სასწრაფო წესით დაფოტომასალებული ![]() ცოტა ხანი დაველოდეთ კიდე სიაში ვინც ეწერა... ეგება მოვიდნენო... ![]() ![]() და გრაფიკიდან 1 საათიანი ჩამორჩენით შევუდექით გზას.. ტამლიერის მანქანაში იჯდნენ თვით ტამპლიერი და ჭალიმგელა. ხოლო, მე და გურგენა უკან ვჭირვეულობდით... ![]() ![]() ჩელეს მანქანაში იჯდნენ ჩელე, დავითუსა, გეოჟორჟიკა, ლეკი და კონდოლი.. მოკლედ ჩავლაგდით და წავედით 2010 წლის სანადირო სეზონის დასახურად... რომელი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას იხურებოდა. და ამ ადგილის შესახებ მხოლოდ ჭალიმგელამ იცოდა.... ხოოდა გაგვძღა ჭალიმგელა იმ საიდუმლო ადგილზე სადაც ამ სეზონის დახურვა შეიძლებაა.. გზაში მე კი მქონდა მცდელობა, რომ ეგება სახინკლეში ხომ არ დაგვეხურა... იქაც კარგად იხურება თქო... მაგრამ ვერაფერს გავხდი და დავემორჩილე გაბატონებულ ძალას.... ჩავედით ადგილზე... გარეთ თოვდა... ციოდაა... ![]() ![]() ![]() ტრადიციულად, ჩასვლისას დავიწყეთ იარაღის გაშლა-გაწყობა... ისე სულ მაინტერესებდა საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია ?? ალბათ ჩვენი პაპები და იმათი პაპებიც (ხოლო ზოგიერთის ბაბუები) ასე შვრებოდნენ როცა ჩავიდოდნენ... ![]() ![]() ვისაც არ ჰქონდა არაფერი გასაშლელი - ის პოზიორობდა ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
ისე გაგვიხარდა, რომ ვერაფერი ვერ მოვინადირეთ პირველ განყოფილებაში, რომ გადავწყვიტეთ სასწარაფო წესით აღგვენიშნა ეს ამბავი... იქვე კაპოტზე... თან ბიჭების გადარჩენაც ხომ უნდა დაგველოცა ??
მაგრამ რომ დალოცო ამისთვის რა არის საჭირო ??? ჰაა... ვერ მიხვდით ?? თხევადია ასეთი... ალკოჰოლიანი.... ხოდა ჩემი ფეხები !! არ გვქონდა !! ჩვენ ვიცავთ ჩვენივე გადაწყვეტილებებს... ხოდა ამიტომ დასალევი ნაბეღლავის გარდა არაფერიც არ გვქონდა... დასალევი კი არა, გურგენას რომ არ ეყოჩაღა - საჭმელიც არ გვექნებოდა არაფერი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() კმაყოფილები ჩავჯექით მანქანებში და გავემართეთ იქ სადაც ყველაფერი უნდა მომხდარიყო... გარეთ თოვდა, ციოდა და ასე დაიწყო მეორე განყოფილება... ![]() ![]() ჩავედით დანიშნულების ადგილზე და ესენი მომავალი ნადირობის შეგრძნებით, ხალისიანად და შემართებით შეეფინენ გორაკს.. ![]() ![]() ![]() მე და ტამპლიერმა გადავწყვიტეთ მანქანებს ვუყარაულოთ და ერთი კაი ძილი გამოვაცხეთ... რომ გამეღვიძა, უკვე კაი გვიანი იყო... ასე იქნებოდა საათის ხუთის ოთხისნახევარს, რომ 20 წუთი უკლია ის დრო... გადმოვედი მანქანიდან... გადავაფსი... გავიხედე, გამოვიხედე... არავინ არ არის... ხოდა ვიფიქრე თხა თხაზე ნაკლები და მოიტა ერთი მეც ცოტა ვიფოტონადირებ მეთქი და ქე ვქენი რაც ჩავიფიქრე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გარეთ ციოდა... თოვდა... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 01:40 |