2010-2011 წლის სეზონის დახურვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
2010-2011 წლის სეზონის დახურვა |
Feb 27 2011, 19:33
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
ციოდა... გარეთ თოვდა... საათზე იყო ხუთის ოთხისნახევარი... ავდექი, გავედი, დავქოქე მანქანა და ჩავედი ტამპლიერთან... ტამპლიერთან ერთი ყავა მივეცი და სანამ ამ ყავას ვაძლევდი დამირეკა გურგენამ... სადა ხარო... მე ვუთხარი სახლში ვარ, ყავას ვაძლევ მეთქი... ხოდა ამოდიო... ხოდა ავედი... რომ ავედი დამხვდა გარეთ ასეთი სიტუაცია ![]() 9 კაცი იყო მოსული 7 მანქანით.... ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ.. კალათბურთი ვითამაშეთ... ბოლო 2 ადგილზე გასულის მანქანებით წასვლაზე... ხოდა ჩელეს სიმაღლემ არ შეუწყო ხელი და ტამპლიერს დიდმა გულმა... მანქანებიც შეირჩა... ამ დროს დავითუსამ დააძრო კარაქის ტალონები და საზეიმო ვითარებაში გადასცა იქ მყოფთ... ![]() ![]() ![]() რაც ჩელეს მიერ იქნა სასწრაფო წესით დაფოტომასალებული ![]() ცოტა ხანი დაველოდეთ კიდე სიაში ვინც ეწერა... ეგება მოვიდნენო... ![]() ![]() და გრაფიკიდან 1 საათიანი ჩამორჩენით შევუდექით გზას.. ტამლიერის მანქანაში იჯდნენ თვით ტამპლიერი და ჭალიმგელა. ხოლო, მე და გურგენა უკან ვჭირვეულობდით... ![]() ![]() ჩელეს მანქანაში იჯდნენ ჩელე, დავითუსა, გეოჟორჟიკა, ლეკი და კონდოლი.. მოკლედ ჩავლაგდით და წავედით 2010 წლის სანადირო სეზონის დასახურად... რომელი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას იხურებოდა. და ამ ადგილის შესახებ მხოლოდ ჭალიმგელამ იცოდა.... ხოოდა გაგვძღა ჭალიმგელა იმ საიდუმლო ადგილზე სადაც ამ სეზონის დახურვა შეიძლებაა.. გზაში მე კი მქონდა მცდელობა, რომ ეგება სახინკლეში ხომ არ დაგვეხურა... იქაც კარგად იხურება თქო... მაგრამ ვერაფერს გავხდი და დავემორჩილე გაბატონებულ ძალას.... ჩავედით ადგილზე... გარეთ თოვდა... ციოდაა... ![]() ![]() ![]() ტრადიციულად, ჩასვლისას დავიწყეთ იარაღის გაშლა-გაწყობა... ისე სულ მაინტერესებდა საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია ?? ალბათ ჩვენი პაპები და იმათი პაპებიც (ხოლო ზოგიერთის ბაბუები) ასე შვრებოდნენ როცა ჩავიდოდნენ... ![]() ![]() ვისაც არ ჰქონდა არაფერი გასაშლელი - ის პოზიორობდა ![]() ![]() |
|
|
|
![]() |
Feb 28 2011, 16:59
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოოოოდააა..... დარეკა მაღვიძარამ, ეგრევე წამოვფრინდი..... სასწრაფო წესით ჩავიცვი, ავიღე ჩემი ავლადიდება, დავქოქე მანქანა და მოვძუძგე GEOჟორჟოკას შესახვედრად.. ვდგავარ ახლა მაკდონალდთან და ველოდები. არ მოდის ეს კაცი. კიდევ ვდგავარ და ვუცდი. მაკდონალდმა მაგრად ივაჭრა იმ ღამეს. ბევრმა ტაქსმა ჩაიარა, ჟორჟიკა კი არსად ჩანდა. ამოვიღე ტელეფონი და ვეძებ მის ნომერს. თან ვფიქრობ: ნეტა ხომ არ დაეძინა მეთქი. გადავაქოთე მთელი ტელეფონი და ვერ ვიპოვნე ნომერი, არა და აშკარად მახსოვს, რომ ჩავიწერე, მაგრამ ამაოდ. მერე ვიფიქრე: ჭალიმგელამ იქნება და იცოდეს მეთქი და დავურეკე.
-ხო ჩელე.. -რას შვრები? -რა ვიცი აბა? -კაცო ჟორჟიკა არ ჩანს და იქნებ ნომერი იცოდე? -აუ აზრზე არ ვარ.... -ვააა.... -კაცო რომელი საათია?- მეკითხება -ხუთს აკლია 20 წუთი.... -მერე? -რა მერე? -კაცო ექვსის ნახევარზე უნდა იყოთ ტამპლიერთან. -ვააა, აბა ეხლა რომელი საათია? -ხუთს აკლია 20 წუთი.. -ვაააახ ჩემი..... აშკარად დამცხა. 1 საათით ადრე მივსულვარ.... რაღა გაეწყობოდა? დავჯექი და მოვიძიე ინტერნეტ საშუალება, მაკდონალდს მოვპარე ვაერლესი. შევედი ფორუმზე და კაციშვილი არ იყო. მოკლედ, როგორც იქნა მოვიდა ექვსის 20 წუთი და ჩემმა ტელეფონმაც დაქოლა. ჟორჟიკა იყო. მივედით ადგილამდე. გურგენა, ჭალიმგელა, ლეკი, კონდოლი, გიორგი უკვე ადგილზე იყვნენ. ![]() ![]() ![]() ![]() ნანატრი კარაქის ტალონები ![]() ![]() ![]() ![]() ![]() დავიძარით ალჟირისკენ. მე და ჭალიმგელა არხისკენ წაგვიღო ტამპლიერმა და იქიდან გამოვუყევით მდინარესკენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ფაქტია რომ ვიარეთ. ბევრი გუნდი ვნახეთ, მაგრამ ვერ ვესროლეთ, შორს იყვნენ და აზრი არ ჰქონდა, თან ნისლი იყო. მერე როგორც იქნა მივედით მანქანამდე. სუფრა გავშალეთ და წავიხემსეთ. გადაწყდა მეორე განყოფილება. ალჟირიდან უგანდაში გავემართეთ. იქაც ბლომად ვიბოდიალეთ. მერე ჟირაფებს ვდიეთ, მაგრამ ამაოდ. მოკლედ უშედეგო დღის შემდეგ რაღა უნდა გვექნა, დავბრუნდით დედაი-ქალაქში. მეტეხამდე არ ვიყავი მისული, რომ ტამპლიერმა დამიქოლა: წამოდი თელეთში წავიდეთ, ჩემი დეიდაშვილი გაიჭედაო..... რა უნდა მექნა? წავედით და ამოვიყვანეთ. ![]() ![]() ![]() ![]() მაგარი დაღლილი ვიყავი, ის კი არა და, საქეიფო განწყობაც გამქრალიყო, მაგრამ ჩემს თავს შევუძახე: ტეხამს რომ არ მიხვიდე მეთქი და მივედი. 3 ჭიქაში მზად ვიყავი უკვე. მაგრად დავთვერით ყველანი. 2 ჭიქაც გავტეხეთ და დავიშალეთ. გარეთ უკვე კარგად დაედო. ტაქსები კანტიკუნტად ჩანდნენ. დარჩენილები ვიყავით: მე, ზახარა, იკო, დემი, ჭალიმგელა, ჩიკა. ჩიკა და მე ერთად წავედით. დიდი მადლობა ყველას, კარგები ხართ. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჭალიმგელას დიდი მადლობა პირველ რიგში.... გენაცვალეთ.... chika ციტატა კი ლამაზად დაამთავრედ და დავამთავრე, მაგრამ ერთი გამაგებინეთ სახლში ვინ მიმიტანა? |
|
|
|
გიორგი 2010-2011 წლის სეზონის დახურვა Feb 27 2011, 19:33
გოგა მერე ეს კბილებამდე... Feb 27 2011, 19:38
გიორგი ისე გაგვიხარდა, რო... Feb 27 2011, 20:09
Maverick დალშე, დალშე რა მოხ... Feb 27 2011, 20:28
გიორგი ამ ონანიზმით ვიყავ... Feb 27 2011, 20:33
Maverick ის რომელიც იგვიანე... Feb 27 2011, 20:35
გიორგი ჭალიმგელა არ ჩანდა... Feb 27 2011, 20:46
Geoჟორჟიკა კაი იყო, შენს სტილშI Feb 27 2011, 21:10
თენგო მეორე განყოფილები... Feb 27 2011, 21:16
ჰერცოგი997 საღოლ კარგად გისეი... Feb 27 2011, 23:16
ლევანი მშვენიერი პოლარულ... Feb 27 2011, 23:36
კუდიგორელი კაი გასვლა გამოგსვ... Feb 28 2011, 00:10
ჭალიმგელა ყოჩაღ გიო, ისე ვკით... Feb 28 2011, 08:32
kondoli ციტატა(ჭალიმგელა ... Feb 28 2011, 10:27
გიორგი გაიხარეთ
სლუჟუ სო... Feb 28 2011, 11:21
sabo73 ციტატა(გიორგი @ Feb 2... Feb 28 2011, 11:32
T A M P L I E R გიორგი
ნუ რა ვთქვა... Feb 28 2011, 11:33
გიორგი sabo73
უმერსია უჟე... სო... Feb 28 2011, 11:51
T A M P L I E R RE: 2010-2011 წლის სეზონის დახურვა Feb 28 2011, 13:11
Bonehill კარგი იყო ყველაფერ... Feb 28 2011, 15:15
chika კი ლამაზად დაამთავ... Feb 28 2011, 15:21
kondoli ბატონო "ადმინ" გ... Feb 28 2011, 16:08
ჭალიმგელა აი მეორე ნაწილზე რ... Feb 28 2011, 16:47
Davitus ჭალიმგელა
აქა-იქ ი... Feb 28 2011, 16:52
ჭალიმგელა მე მაქვს რაღაც ვიდ... Feb 28 2011, 16:53
919 გილოცავთ სეზონის დ... Feb 28 2011, 16:53
გიორგი არა ნამდვილად სამა... Feb 28 2011, 18:04
გურგენა მეც მაქვს 3-4 სურათი ... Feb 28 2011, 19:20
შუკა ეხ.. დაიხურა (კანტო... Feb 28 2011, 19:30
თენგო შუკა
20 აგვისტომდე,20... Feb 28 2011, 19:39
Maverick სეზონი ''კვდება... Feb 28 2011, 20:48
ჰერცოგი997 სეზონი კი მრთავდებ... Feb 28 2011, 21:01
goldenfaraon სეზონი დამთავრდა ... Feb 28 2011, 23:03
ჩელე goldenfaraon
მერე ვინ ბრაკ... Feb 28 2011, 23:05
goldenfaraon ციტატა(ჩელე @ Mar 1 2011,... Feb 28 2011, 23:28
ჰერცოგი997 goldenfaraon
რატომ უთოფოდ ... Feb 28 2011, 23:06
sabo73 goldenfaraon
მაგ სტატუსზე ... Feb 28 2011, 23:48
გურიკა ვა ტქვენ გენაცვალე... Mar 1 2011, 11:51
sabo73 ციტატა(გურიკა @ Mar 1... Mar 1 2011, 12:57
ნუკრიMax ციტატა(sabo73 @ Mar 1 2011, 13... Mar 1 2011, 13:10
T A M P L I E R დახურეთ თემა Mar 1 2011, 13:13![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th November 2025 - 09:03 |