საავტორო ცივი იარაღი, ქართული ხელით ნაკეთი დანები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საავტორო ცივი იარაღი, ქართული ხელით ნაკეთი დანები |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ამ თემაში მხოლოდ სურათები და ანოტაცია დავდოთ!გარჩევები სხვა თემაშI.
ტამპლიერი ყველას მოგესალმებით!!! ვარ მეიარაღე (ცივი იარაღის ოსტატი) ვამზადებთ სანადირო და დასაკეც დანებს... ამ თემაში წამოგიდგენთ ჩვენს ( მამაჩემის და ჩემს) მიერ დამზადებულ დანებს... ჩვენი ნაწარმის ყველა დეტალი ხელითაა დამუშავებული. ყოველი დანა ერთ ეგზემპლიარად კეთდება და არასოდეს მეორდება. დანის პირისათვის ვიყენებთ როგორც წარმოების სხვადასხვა დარგებში არსებულ მზა ფოლადის მასალებს, ასევე სამჭედლოებში გამოჭედილ ან ღუმელში ჩამოსხმულ ფოლადისა და დამასკოს ფირფიტებს. დანის ტარად გამოიყენება მხოლოდ ნატურალური მასალები, როგორიცაა : ძვირფასი ხის მერქანი, შინაური და გარეული ცხოველების რქები, სპილოსა და მამონტის ეშვები და ზღვის ძუძუმწოვრების კბილები... დამკვეთის გემოვნეთისა და ნაკეთობის ფასის მიხედვით დანის შემკობა ხდება ხელით შესრულებული ყველანაირი სტილისა და ფორმის დეკორირებით. შესაძლებელია ნახატის ზოგიერთი დეტალის მოოქროვებაც. პატივისცემით ზაზა და ლაშა ავალიანები ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 40 რეგისტრ.: 17-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() ![]() Art გენი 2009 დაიწყო ... პირველი ნაწილი (მუსიკალური) ჩატარდება ვაკის პარკში. 21 ივლისიდან გადმოინაცვლებს ეთნოგრაფიულ მუზეომში და სხვა ნამუშევრებთან ერთად დაემატება ხალხური რეწვის განყოფილება... დამთავრდება 26 ივლისს დაველაპარაკე მის ორგანიზატორებს და დამრთეს ნება გამოვიტანო მამაჩემის და ჩემი ნამუშევრები. ვცდილობ მობილიზება გაუკეთო ყველა ჩემს ხელში არსებულ, გაყიდულ და გაჩუქებულ დანებს... 20 ისთვის მეცოდინება ჩემი მაგიდის ზუსტი ადგილსამყოფელი და მოგაწოდებთ ამ იმფორმაციასაც... ვისაც დაგაინტერესათ მობრძანდით |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 21:15 |