2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ძმებო,
წესით უნდა მომელოცა 2010-2011 წლის სანადირო სეზონის გახსნა, მაგრამ მოსალოცი არაფერი არ არის... :( ამას სანადირო სეზონს ვერ უწოდებ. ამ თემაში მოგახსენებთ ჩემპირად აზრს და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენ მოსაზრებას. დავიწყე. წალკის რ-ნი დილის 6.30. კლუბის მეთაურებმა მოაწყვეს ერთობლივი გასვლა. მე მხვდა წილად პატივი ჭალიმგელას ეკიპაჟში ყოფნა. მინდორშიც ორი თაობის ჭალიმგლებთან მომიწია გასვლა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე დადუმ 2 მწყერი ააფრინა, რამაც დიდი იმედი მოგვცა. მაგრამ სადღაც 20-30 წუთში იმედი გაგვიცრუვდა. მწყერი მხოლოდ მაღალ, სათიბისა და მარცვლეულის ყანებში იყო, არც კარტოფილში და არც ნამკალში მწყერი არ იყო. ყანების თავზე ვერც მტაცებელი დაგვინახავს. საერთო ჯამში 6-10 საათის განმავლობაში უნაკლო და ჟინიანმა ჭალიმგელამ 17-მდე მწყერი მოინადირა. 1 - პატარა ჭალიმგელამ და 2- მეც... ამას ნადირობას ვერ დავარქმევ, ალია-ბალია 20 ფრინველი მთელი დღის განმავლობაში! 2003, 04, 05 წლებში კახეთის მინდვრებში, ყანებსა და ნამკალებში 2-3 საათში 20-30 ფრთას მოვინადირებდი და სახლში ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი. დრო მოვიდა თოფი კედელზე ჩამოვკიდოთ და ჩვენი ბუნების გადარჩენაზე ვიფიქროთ... მე არ ვგულისხმობ, რომ თოფი სამუდამოდ კედელში ჩაჭედებულ ლურსმანს უნდა მივაბაროთ - არა, უბრალოდ მოვიდა დრო, რომ რაღაცა მოვიმოქმედოთ ამით ნადირობა და ნადირობის კულტურა არ დასამარდება. ჩევნი საუბრები სახოხბეებზე, საკალმახეებზე, საკაკბეებზე საბოლოო ჯამში რეალურ საქმედ უნდა იქცეს! მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, ჩავრთო ჩემი ნაცნობობა, გაგიზიაროთ ლიტერატურული წყაროები, მოგემსახუროთ ჩემი პროფესიოსამებრ. მინდა, რომ ჩვენმა საუბარმა ნაყოფი გამოიღოს! მთავარი სურვილია -სახსრებს მოვიძიებთ, ჩინოვნიკებს ვაიძულებთ, რომ იმოქმედონ! პატივისცემით გიგა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,630 რეგისტრ.: 6-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სეზონმა გაამართლა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ,
მომავალ სეზონს ველოდები უფრო დიდი იმედით, ბოლო- ბოლო სამი თოფი შევიძინე, ჯესი უფრო დაბრძენდა და ტყემალაძეებმა გადაწყვიტეს სეზონი გახსნან |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 20:59 |