კოჭა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კოჭა! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კოჭას სპინინგისტის აღჭურვილობაში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მეტსაც ვიტყოდი, კოჭა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!
შესაბამისად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი სასპინინგე, საკალმახე კოჭების შესახებ! დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით! ანუ: ასეთი - ![]() და არა ასეთი - ![]() სამუხრუჭე მექანიზმებს შორის სხვაობა არის 1 - წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! ![]() სასპინინგე კოჭებს პირობითად ყოფენ კლასებად ანუ დაბალი, საშუალო და მაღალი კლასი. ამ კლასებს არცერთს არ ეკუთვნის ჩინური "წინ ტაო"-ს ფორმის კოჭები ![]() ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და დაფუძნებულია ფასებად კლასიფიკაციაზე ![]() გავაგრძელოთ საკალმახე კოჭებზე. გამომდინარე იქედან, რომ კალმახისტს მდინარეზე ბევრი მოძრაობა უწევს და თან სატყუარის 50 და 80 მეტრზე სროლა არ ჭირდება, კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. გარდა ამისა კოჭა უნდა აკმაყოფილებდეს საიმედოობის მოთხოვნას, ვინაიდან დღეში რამოდენიმე ასეული გახსნა დაკეტვა უწევს კოჭას და მსგავს დატვირთვებს უნდა უძლებდეს. შესაბამისად სპინინგისტის აღჭურვილობაში მხოლოდ ხარისხიან კოჭას უნდა ქონდეს თაისი კუთვნილი ადგილი დაკავებული. რაც შეეხება კოჭების ხარისხის, ბრენდისა და ფასებისშერწყმას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ აუცილებელი არ არის მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდების აღჭურვილობას ფლობდეთ. მაგ: SHIMANO, DAIWA და ა.შ. დამწყებსაც და გამოცდილ სპინინგისტსაც ვურჩევდი, რომ შეიძინონ ნაკლებად მყვირალა სახელების მქონე ზომიერ ფასიანი ნივთები ვინაიდან ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ბრენდებს ხარისხით - ზოგჯერ ჯობიან კიდეც და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომები არიან! სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს : ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას; სათადარიგო ალუმინის მაქო; კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან); საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა; ადეკვატური ფასი ![]() ადეკვატური გადაცემათა რიცხვი (მადლობა გიორგის ![]() ეს უკანასკნელი ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით სასურველია მერყეობდეს1:4.5-დან 1:5.2-მდე დიაპაზონში რათა მოხერხდეს თევზის მაქსიმალურად სწრაფად გამოყვანა და თან კოჭას შენარჩუნებული ქონდეს სათანადო ძალაც. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს DAIWA ADVANTAGE 2500, შარშან წლის ბოლოსკენ შევიძინე OKUMA-ს ფირმის კოჭა - VSystem 20 ![]() ეს კოჭა ყველა მონაცემით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. 1. არ არის მყვირალა ბრენდი (SHIMANO, DAIWA...) და შესაბამისად სახელის ფასი არ შედის ღირებულებაში; 2. არის პატარა და კომპაქტური; 3. არის მსუბუქი; 4. როგორც ყველა მაღალი დონის კოჭას მოყვება სათადარიგო ალუმინის მაქო; 5. საიმედო ფიქსაციის ხრახნიანი სახელური; 6. სახელურის ერგონომიული დამჭერი; 7. აქვს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა რაც ძალის დატანების დროს უზრუნველყოფს თანაბარ და მოზომილ მოშვებას; 8. აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს); 9. აღჭურვილია ანტი-რევერსული საკისრით/სისტემით; 10. აქვს კოროზიამედეგი+დაბალი ხახუნის მქონე 12 საკისარი (30 და უფრო დიდი მოდელები აღჭურვილია 15 საკისრით); 11. მოყვება OKUMA-ს საფირმო 5 წლიანი გარანტია (რაც სხვა ბრენდების შემთხვევაში მე ვერ აღმოვაჩინე). [b]12. გადაცემათა რიცხვი აქვს 1:5 [/b] ეს სიამოვნება დამიჯდა 150 მარადმწვანე; მონაცემები დავალაგე ფერების მიხედვით შემდეგნაირად: წითელი - კრიტიკულად აუცილებელი მონაცემი; სტაფილოსფერი - არაკრიტიკული, მაგრამ ზომიერად აუცილებელი მონაცემი; მწვანე - სასურველი მონაცემი. ეს გრადაცია სუბიექტურია და ამიტომ არ დამიწყოთ კამათი - მე ასე მესახება ![]() რაც შეეხება ჩემს მფლობელობაში მყოფ კოჭას. დღევანდელი შეფასებით დავუწერდი 10/10 ქულას. ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და კომპაქტური კოჭაა. თუ რამე რეკორდული დამჯდარა ჩემს სპინინგზე ამ კოჭაზე მომიწია და თავის სამუშაოს თავი 10-ზე გაართვა! ![]() წელს გავაგრძელებ მის გამოყენება-გატესტვას და თუ რამე შეიცვლება მოგახსენებთ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 78 რეგისტრ.: 1-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
დაგვიანებით გილოცავ შენაძენს, OKUMA-ს პროდუქციაში მართლაც საუკეთესოა VSystem.
ეხლა კი პატარა შენიშვნები #1 პოსტთან დაკავშირებით. "დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ....." რა ვუყოთ აშშ-ს სპინინგისტების 90 პროცენტს დამატებული ბასზე მოთევზავე იაპონელების 80 პროცენტი, რომლებიც მხოლოდ მულტიპლიკატორს აღიარებენ? "წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! " მტკიცება საკმაოდ საკამათოდ მეჩვენება - რა თქმა უნდა წინა ფრიქციონიანი კოჭები უფრო მსუბუქია, მაგრამ რამდენად? ავიღოთ თუნდაც იგივე Shimano Symetre: SY2500FJ - 10.1 უნცია(~286გრ.) - SY2500RJ - 10.4 უნცია(~295გრ.) სხვაობა - ~9 გრ., SY4000FJ - 14.1 უნცია(~400გრ.) - SY4000RJ - 14.5 უნცია(~411გრ.) სხვაობა - ~11 გრ. არა მგონია ეს იყოს გადამწყვეტი ჩვენი მდინარეების პირობებში სადაც 70-90 გრამიან ულტრალაითის ჯოხით თევზაობა, მსუბუქად რომ ვთქვად - მოუხერხებელია. ჩემი აზრით წინა ფრიქციონი სხვა კონსტრუქციული თავისებურებების გამო უფრა მოსახერხებელი. კერძოთ ამ შემთხვევაში ფრიქციონის ზომებიდან გამომდინარე, კონსტრუქციულად უფრო ადვილია მდორე და დიდი დიაპაზონის მუხრუჭის შექმნა. აგრათვე წინაფრიქციონიან კოჭებში კონსტრუქციულად უფრო მარტივად ხდება ძუის კონუსის ფორმის რეგულირება (თუმცა ეს პროცესი მაღალი დონის უკანაფრიქციონიან კოჭებშიც არაა ძალიან რთული), და ა.შ. "სათადარიგო ალუმინის მაქო" იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილი საშუალო და მაღალი კლასის კოჭების 95% სათადარიგო მაქო საერთოდ არ მოყვება ![]() ![]() ![]() ABS spool carbon hybrid ჰიბრიდული მაქო - კარბონი + DAIWA-ს საიდუმლო ![]() ![]() ოღონდ ამ მაქოების ფასს ნუ ითხავთ ![]() ![]() ![]() საერთოდ კი დიდი მადლობა შემეცნებითი პოსტებისათვის. "აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს)" დიდი ბოდიში, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე - რა კავშირშია "ელიფსური კბილანები" და "თევზის გამოყვანა.... (ნაკლებ ძალას მოითხოვს)" ![]() ![]() P.S. რას ნიშნავს "ორმაგი სამუხრუჭე სისტემა" ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 09:35 |