კოჭა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბესო
პოსტი Nov 6 2010, 00:53
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კოჭას სპინინგისტის აღჭურვილობაში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მეტსაც ვიტყოდი, კოჭა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!

შესაბამისად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი სასპინინგე, საკალმახე კოჭების შესახებ!

დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით!

ანუ:

ასეთი -


და არა ასეთი -


სამუხრუჭე მექანიზმებს შორის სხვაობა არის 1 - წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! newsmile045.gif

სასპინინგე კოჭებს პირობითად ყოფენ კლასებად ანუ დაბალი, საშუალო და მაღალი კლასი. ამ კლასებს არცერთს არ ეკუთვნის ჩინური "წინ ტაო"-ს ფორმის კოჭები newsmile045.gif

ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და დაფუძნებულია ფასებად კლასიფიკაციაზე newsmile05.gif ანუ დაბალი კლასის კოჭებში ითვლება დაახლოებით 20-50 დოლარის ღორებულების კოჭები, საშუალოში გადის 50-170 დოლარიანი კოჭები, მაღალ კლასში კი გადის 170-280 დოლარიანი კოჭები. არის 280 დოლარზე უფრო მეტი ღირებულების კოჭებიც, მაგალითად SHIMANO STELLA რომლის ფასიც 500 დოლარიდან იწყება და ადის ზევით და ზევით. - და ზოგი ამ რანგის კოჭებს ექსტრა კლასად მოიხსენიებს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ყველაფერი პირობითია და ფასების მიხედვით დაყოფა უფროა!

გავაგრძელოთ საკალმახე კოჭებზე. გამომდინარე იქედან, რომ კალმახისტს მდინარეზე ბევრი მოძრაობა უწევს და თან სატყუარის 50 და 80 მეტრზე სროლა არ ჭირდება, კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. გარდა ამისა კოჭა უნდა აკმაყოფილებდეს საიმედოობის მოთხოვნას, ვინაიდან დღეში რამოდენიმე ასეული გახსნა დაკეტვა უწევს კოჭას და მსგავს დატვირთვებს უნდა უძლებდეს. შესაბამისად სპინინგისტის აღჭურვილობაში მხოლოდ ხარისხიან კოჭას უნდა ქონდეს თაისი კუთვნილი ადგილი დაკავებული.

რაც შეეხება კოჭების ხარისხის, ბრენდისა და ფასებისშერწყმას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ აუცილებელი არ არის მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდების აღჭურვილობას ფლობდეთ. მაგ: SHIMANO, DAIWA და ა.შ. დამწყებსაც და გამოცდილ სპინინგისტსაც ვურჩევდი, რომ შეიძინონ ნაკლებად მყვირალა სახელების მქონე ზომიერ ფასიანი ნივთები ვინაიდან ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ბრენდებს ხარისხით - ზოგჯერ ჯობიან კიდეც და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომები არიან!

სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს :

ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას;
სათადარიგო ალუმინის მაქო;
კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან);
საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა;
ადეკვატური ფასი newsmile05.gif
ადეკვატური გადაცემათა რიცხვი (მადლობა გიორგის newsmile05.gif )

ეს უკანასკნელი ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით სასურველია მერყეობდეს1:4.5-დან 1:5.2-მდე დიაპაზონში რათა მოხერხდეს თევზის მაქსიმალურად სწრაფად გამოყვანა და თან კოჭას შენარჩუნებული ქონდეს სათანადო ძალაც.


პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს DAIWA ADVANTAGE 2500, შარშან წლის ბოლოსკენ შევიძინე OKUMA-ს ფირმის კოჭა - VSystem 20



ეს კოჭა ყველა მონაცემით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.

1. არ არის მყვირალა ბრენდი (SHIMANO, DAIWA...) და შესაბამისად სახელის ფასი არ შედის ღირებულებაში;
2. არის პატარა და კომპაქტური;
3. არის მსუბუქი;

4. როგორც ყველა მაღალი დონის კოჭას მოყვება სათადარიგო ალუმინის მაქო;
5. საიმედო ფიქსაციის ხრახნიანი სახელური;
6. სახელურის ერგონომიული დამჭერი;
7. აქვს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა რაც ძალის დატანების დროს უზრუნველყოფს თანაბარ და მოზომილ მოშვებას;
8. აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს);
9. აღჭურვილია ანტი-რევერსული საკისრით/სისტემით;
10. აქვს კოროზიამედეგი+დაბალი ხახუნის მქონე 12 საკისარი (30 და უფრო დიდი მოდელები აღჭურვილია 15 საკისრით);
11. მოყვება OKUMA-ს საფირმო 5 წლიანი გარანტია (რაც სხვა ბრენდების შემთხვევაში მე ვერ აღმოვაჩინე).
[b]12. გადაცემათა რიცხვი აქვს 1:5

[/b]
ეს სიამოვნება დამიჯდა 150 მარადმწვანე;


მონაცემები დავალაგე ფერების მიხედვით შემდეგნაირად:
წითელი - კრიტიკულად აუცილებელი მონაცემი;
სტაფილოსფერი - არაკრიტიკული, მაგრამ ზომიერად აუცილებელი მონაცემი;
მწვანე - სასურველი მონაცემი.

ეს გრადაცია სუბიექტურია და ამიტომ არ დამიწყოთ კამათი - მე ასე მესახება newsmile05.gif

რაც შეეხება ჩემს მფლობელობაში მყოფ კოჭას. დღევანდელი შეფასებით დავუწერდი 10/10 ქულას. ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და კომპაქტური კოჭაა. თუ რამე რეკორდული დამჯდარა ჩემს სპინინგზე ამ კოჭაზე მომიწია და თავის სამუშაოს თავი 10-ზე გაართვა! newsmile05.gif

წელს გავაგრძელებ მის გამოყენება-გატესტვას და თუ რამე შეიცვლება მოგახსენებთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Fuego
პოსტი Mar 8 2011, 22:19
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 78
რეგისტრ.: 1-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



To გიორგი
არ მეგონა თუ ამდენ პოლემიკას გამოიწვევდა ჩემი პოსტი newsmile040.gif , მითუმეტეს ის - რომ გაუგებარია კბილანებზე და საერთოდ კოჭის მოწყობილობაზე ლაპარაკი მეთევზეების ფორუმზე. უბრალო ბესო-ს პოსტში, ჩემის აზრით რამოდენიმე უზუსტობაა, რომლებსაც შენც იმეორებ. რაც შეეხება "გურჯისტანული რეალობა" გურჯისტანელები მიერვე იქმნება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმიც პირველ რიგში იმისათვისაა, რომ ეს რეალობა ყველა ჩვენგანის მეშვეობით უკეთესი გავხადოთ, უფრო სუფთა და თევზით სავსე მდინარეებით, თავაზიანი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და სხვისი შენიშვნების კრიტიკულად და სამართლიანად შეფასებით. ის, რომ საქართველოში მულტს ცოტა იყენებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირობებში ამ ტიპის კოჭებს არა აქვთ უპირატესობა. როდესაც შესავალ პოსტში ვლაპარაკობთ ამა თუ იმ კონსტრუქციის უპირატესობაზე, დავფიქრდეთ, დამწყებს თავს ხომ არ ვახვევთ ჩვენ სუბიექტურ აზრს.... მოკლედ

ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით!
თანამედროვე ხარისხიან კოჭებში ფრიქციონის მდებარეობას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
არსებობს საკმაოდ პატივსაცემი ფირმების დაპროექტებული სპინინგები, რომლებზეც ბალანსი უკანამუხრუჭიანი კოჭით უკეთ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში სისტემა სპინინგი-კოჭა ნაკლებად ღლის მეთევზის ხელს და განსაკუთრებით მაჯას, ვიდრე ის "ზედმეტი" 10-20 ან თუნდაც 30 გრამი.
ყველამ უნდა შეარჩიოს ის სისტემა, რომლითაც უფრო ეხერხება ფრიქციონის სწრაფად რეგულირება - მტკიცება, რომ ეს უკეთესია რომელიმე ტიპის ფრიქციონით მცდარია, რადგანაც ყველა მეთევზემ ეს ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს თავის ფიზიკური მონაცემების თუ ჩვევებიდან გამომდინარე. წინა პოსტში ტყუილად არ ვახსენე "ნევსკაია" - ის ვინც მიჩვეულია ჩატარებთ თევზაობას ("ხავსზე" და ა.შ.) და აქვს დამუშავებული, საკისრებზე აყვანილი ინერციული კოჭა, უკეთ, შედეგიანად და უფრო დიდხანს გამიყენებს ამ ტიპის კოჭას ყველა ჯურის სპინინგით თევზაობისას.

თუ ყიდულობ კოჭას, უმჯობესია სათადარიგო მაქოც მოყვებოდეს და თანაც კარგი ხარისხის
სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია. აქვს თუ არა ტიტანის ნიტრიდით ან სხვა ამგვარი მასალით გახისტებული ტუჩი და არა შეფერადებული ოქსიდაცია როგორც ძირითადად იაფფასიან (და არა მარტო იაფ) კოჭებში გვხვდება. newsmile056 (1).gif, არის თუ არა ზედმეტი მასალა ამოღებული მაქოს შიდა მხარეს, სადაც იგი ძირითადად ბალასტის როლს თამაშობს... ხშირად ჯობია მაქო მთლიანად ან ნაწილობრივ პლასტიკის იყოს, ოღონდ ალუმინისაზე მსუბუქი და იტევდეს იმ რაოდენობის ძუას, რაც ჩვენ გვჭირდება.

კოჭა უნდა შეირჩეს ჯოხიდან გამომდინარე და პირიქით და ორივე უნდა მოერგოს მეთევზეს.
ე.ი. 3 მეტრის სიგრძის 45 გრამი ტესტის მქონე სპინინგზე პატარა კოჭა (იგივე შიმანო 500 ან 750 ზომის) არა მარტო სასაცილო და მოუხერხებელია, საკმარისია 1 კვირა დიდი წინააღმდეგობის მქონე სატყუარებით ითევზაოთ, რომ საბოლოოდ მოუღოთ ბოლო მთავარ წყვილს (ეს ორი ძირითადი კბილანაა კოჭაში, რომლების ხარისხი და ფასი ხშირ შემთხვევაში კოჭის ფასის დიდ ნაწილს შეადგენს და ამავე დროს მწარმოებლები ფეხს ითრევენ მის გაყიდვაზე newsmile055.gif )

კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი.
ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით. (სამწუხაროდ კოჭების ზომების სტანდარტი არ არსებობს და ამიტომ უთითებენ ამ ორი გიგანტი მწარმოებლის კლსიფიკაციას, როგორც ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომს).რაც შეეხება წონას ერთი დონის და ფასის კოჭებში ეს პარამეტრი დიდად არ განსხვავდება.

კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა
ჩამოვთვალოდ ოპტიმალური რაოდენობა - ბურთულოვანი: 1 შტოკზე, რომელზეც მაქოა დამაგრებული, 1 ძუის ბლოკზე, 2 ძირითად ღერძზე სადაც სახელური ეხრახნება ან ჯდება და ერთიც free-wheel clutch ანუ ანტი-რევერსული სისტემის საკისარი.
ყველა დანარჩანი ემსახურება 2 მიზანს - ან დაარბილოს კოწას სვლა ან სამწუხაროდ ძირითადად ამ მიზნით newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif "დააბოლოს" მყიდველი 10-12-18 "ბალიანი" ნაწარმით. ნებისმიერი,ვისაც შეხება ჰქინია მინიატურულ საკისრებთან, გეტყვით, რომ საშუალო ხარისხის საკისარი 3-5 ამ.$ ღირს, კარგი 8-10-დან, ხოლო 5 ან 7 კლასის (კერამიკული ბურთულებითა და სალტეებით და ა.შ. ...... newsmile093.gif) ეხლა გავამრავლოთ 10-ზე და გაგვიკვირდეს, როდესაც მაღაზიაში 10 საკისარიან კოჭას ძვირად - 50 ლარად ვნახავთ. newsmile011.gif
პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას.

საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა
1 000 000% - ალბად და ბევრი დამეთანხმება ეს პარამეტრი ერთერთი უმთავრესია კოჭაში.

ადეკვატური ფასი
newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif სამწუხაროდ ესეთი მოდელები ძალზე იშვიათია და ამიტომ ჩემი პატარა საიდუმლოა - ველოდები როდის გადავა ჩემი ფავორიტი მოდელი "მოძველებულების" რანგში, რომ ვისარგებლო ფასდაკლებებით newsmile093.gif (თუმცა არა ერთხელ "გამიმაზავს" newsmile087.gif - ჩემნაირები ბევრია, ჩემზე ჭკვიანები - უფრო მეტი. newsmile056 (1).gif )
newsmile035.gif newsmile035.gif

კიდევ ერთხელ ელიფსურ კბილანებზე - ალბად ყველაზე მეტად ამან გამაღიზიანა, არა ბესო-სგან, არამედ ოკუმასაგან, რომელიც ამტკიცებს რომ:
"მისი კბილანები, ყველაზე უფრო კლბილანურია იმ კბილანებს შორის, რასაც თქვენ შეიძენთ"

ბოდიში ყველას, რადგან ძალიან გავრცობილად მომივიდა, მაგრამ შევეცადე გასაგებად დამეწერა. ყველას გისურვებთ წარმატებებს თევზაობისას და ნაკლებად მოხვედრილიყავით დღევანდელი სამყაროს სლოგანის "ჩვენი სარეცხი ფხვნილი 100-ჯერ მეტად ათეთრებს, ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი"-ს მსხვერპლი, ხოლო ქვევით ძააალიან წვრილი შრიფტით - "ის მხოლოდ 30-ჯერ ძვირია ჩვეულებრივ სარეცხ ფხვნილზე".

ციტატა(გიორგი @ Mar 8 2011, 22:15) *
მე მაგალითად დავამატებდი ბრუნების შეფარდების მინიმალურ კოეფიციენტს

100% ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს სახელურის სრული ბრუნისას ამოხვეული ძუის რაოდენობას - შესაბამისად თევზაობის მანერას.

ციტატა(გიორგი @ Mar 8 2011, 22:15) *
ჩემს ულტრა ლაითის კოჭას ნაკლები ჰქონდა და მახსოვს, რომ დინებაზე ვერ ვასწრებდი ამოხვევას და შესაბამისად სატყუარის გატარებას....

აი ულტრალაითის კოჭებით თევზაობას ჩვენ მდინარეებში?? რა თქმა უნდა, სატყუარაზე ბევრია დამოკიდებული,..... არ გენანება? vava.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2025 - 09:37