კოჭა! |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კოჭა! |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
კოჭას სპინინგისტის აღჭურვილობაში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მეტსაც ვიტყოდი, კოჭა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!
შესაბამისად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი სასპინინგე, საკალმახე კოჭების შესახებ! დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით! ანუ: ასეთი - ![]() და არა ასეთი - ![]() სამუხრუჭე მექანიზმებს შორის სხვაობა არის 1 - წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! ![]() სასპინინგე კოჭებს პირობითად ყოფენ კლასებად ანუ დაბალი, საშუალო და მაღალი კლასი. ამ კლასებს არცერთს არ ეკუთვნის ჩინური "წინ ტაო"-ს ფორმის კოჭები ![]() ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და დაფუძნებულია ფასებად კლასიფიკაციაზე ![]() გავაგრძელოთ საკალმახე კოჭებზე. გამომდინარე იქედან, რომ კალმახისტს მდინარეზე ბევრი მოძრაობა უწევს და თან სატყუარის 50 და 80 მეტრზე სროლა არ ჭირდება, კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. გარდა ამისა კოჭა უნდა აკმაყოფილებდეს საიმედოობის მოთხოვნას, ვინაიდან დღეში რამოდენიმე ასეული გახსნა დაკეტვა უწევს კოჭას და მსგავს დატვირთვებს უნდა უძლებდეს. შესაბამისად სპინინგისტის აღჭურვილობაში მხოლოდ ხარისხიან კოჭას უნდა ქონდეს თაისი კუთვნილი ადგილი დაკავებული. რაც შეეხება კოჭების ხარისხის, ბრენდისა და ფასებისშერწყმას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ აუცილებელი არ არის მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდების აღჭურვილობას ფლობდეთ. მაგ: SHIMANO, DAIWA და ა.შ. დამწყებსაც და გამოცდილ სპინინგისტსაც ვურჩევდი, რომ შეიძინონ ნაკლებად მყვირალა სახელების მქონე ზომიერ ფასიანი ნივთები ვინაიდან ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ბრენდებს ხარისხით - ზოგჯერ ჯობიან კიდეც და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომები არიან! სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს : ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას; სათადარიგო ალუმინის მაქო; კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან); საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა; ადეკვატური ფასი ![]() ადეკვატური გადაცემათა რიცხვი (მადლობა გიორგის ![]() ეს უკანასკნელი ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით სასურველია მერყეობდეს1:4.5-დან 1:5.2-მდე დიაპაზონში რათა მოხერხდეს თევზის მაქსიმალურად სწრაფად გამოყვანა და თან კოჭას შენარჩუნებული ქონდეს სათანადო ძალაც. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს DAIWA ADVANTAGE 2500, შარშან წლის ბოლოსკენ შევიძინე OKUMA-ს ფირმის კოჭა - VSystem 20 ![]() ეს კოჭა ყველა მონაცემით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. 1. არ არის მყვირალა ბრენდი (SHIMANO, DAIWA...) და შესაბამისად სახელის ფასი არ შედის ღირებულებაში; 2. არის პატარა და კომპაქტური; 3. არის მსუბუქი; 4. როგორც ყველა მაღალი დონის კოჭას მოყვება სათადარიგო ალუმინის მაქო; 5. საიმედო ფიქსაციის ხრახნიანი სახელური; 6. სახელურის ერგონომიული დამჭერი; 7. აქვს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა რაც ძალის დატანების დროს უზრუნველყოფს თანაბარ და მოზომილ მოშვებას; 8. აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს); 9. აღჭურვილია ანტი-რევერსული საკისრით/სისტემით; 10. აქვს კოროზიამედეგი+დაბალი ხახუნის მქონე 12 საკისარი (30 და უფრო დიდი მოდელები აღჭურვილია 15 საკისრით); 11. მოყვება OKUMA-ს საფირმო 5 წლიანი გარანტია (რაც სხვა ბრენდების შემთხვევაში მე ვერ აღმოვაჩინე). [b]12. გადაცემათა რიცხვი აქვს 1:5 [/b] ეს სიამოვნება დამიჯდა 150 მარადმწვანე; მონაცემები დავალაგე ფერების მიხედვით შემდეგნაირად: წითელი - კრიტიკულად აუცილებელი მონაცემი; სტაფილოსფერი - არაკრიტიკული, მაგრამ ზომიერად აუცილებელი მონაცემი; მწვანე - სასურველი მონაცემი. ეს გრადაცია სუბიექტურია და ამიტომ არ დამიწყოთ კამათი - მე ასე მესახება ![]() რაც შეეხება ჩემს მფლობელობაში მყოფ კოჭას. დღევანდელი შეფასებით დავუწერდი 10/10 ქულას. ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და კომპაქტური კოჭაა. თუ რამე რეკორდული დამჯდარა ჩემს სპინინგზე ამ კოჭაზე მომიწია და თავის სამუშაოს თავი 10-ზე გაართვა! ![]() წელს გავაგრძელებ მის გამოყენება-გატესტვას და თუ რამე შეიცვლება მოგახსენებთ... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
Fuego
გაიხარე და მადლობა ამ პოსტისთვის ![]() უმეტეს წილად გეთანხმები ყველაფერში. გარდა რამდენიმე საკითხისა: 1. მულტიპლიკატორი საქართველოში, კალმახზე სათევზაოდ მე არ მეგულება ადამიანი რომ მულტიპლიკატორი იყიდოს ან ვინმეს ურჩიოს რომ იყიდოს. ხაზს გავუსვამ - საქართველოში კალმახზე სათევზაოდ, იმიტომ რომ ეს თემა ამ საკითხს ეხება უშუალოდ, თორე ზოგადად კოჭაზე სხვა თემბიც არის ამ ფორუმზე. 2. უკანა ფრიქციონი ანუ შენ საუბრობ გარკვეულ სპეციფიკურ კოჭებზე, რომელიც არსებობს და ჯობია საშუალო სტატისტიკურ წინა ფრიქციონს. მერე და რა ამით ?? არაც არაფერი... პორშეს სუპერ ნავაროჩენი ჯიპი ჩაიხევს ბმვს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 3. მაქო თუ ყიდულობ კოჭას, უმჯობესია სათადარიგო მაქოც მოყვებოდეს და თანაც კარგი ხარისხის სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია. აქვს თუ არა ტიტანის ნიტრიდით ან სხვა ამგვარი მასალით გახისტებული ტუჩი და არა შეფერადებული ოქსიდაცია როგორც ძირითადად იაფფასიან (და არა მარტო იაფ) კოჭებში გვხვდება. , არის თუ არა ზედმეტი მასალა ამოღებული მაქოს შიდა მხარეს, სადაც იგი ძირითადად ბალასტის როლს თამაშობს... ხშირად ჯობია მაქო მთლიანად ან ნაწილობრივ პლასტიკის იყოს, ოღონდ ალუმინისაზე მსუბუქი და იტევდეს იმ რაოდენობის ძუას, რაც ჩვენ გვჭირდება. კი ბატონო... მე გამოყენებულ მასალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ საინტერესოა და გასაგებია... ისე მე ასე მეგონა, რომ კონსტრუქციულად სათადარიგო მაქო ძირითადის ბიძაშვილია... და უბრალოდ სიაფის გამო - იყენებნ იაფიან მასალა.... რავი ჩემ დაივას ორივე მაქო (ძირითადიც და სათადარიგოც) ერთნაირი აქვს და ორივე მეტალია კოჭა უნდა შეირჩეს ჯოხიდან გამომდინარე და პირიქით და ორივე უნდა მოერგოს მეთევზეს. ე.ი. 3 მეტრის სიგრძის 45 გრამი ტესტის მქონე სპინინგზე პატარა კოჭა (იგივე შიმანო 500 ან 750 ზომის) არა მარტო სასაცილო და მოუხერხებელია, საკმარისია 1 კვირა დიდი წინააღმდეგობის მქონე სატყუარებით ითევზაოთ, რომ საბოლოოდ მოუღოთ ბოლო მთავარ წყვილს (ეს ორი ძირითადი კბილანაა კოჭაში, რომლების ხარისხი და ფასი ხშირ შემთხვევაში კოჭის ფასის დიდ ნაწილს შეადგენს და ამავე დროს მწარმოებლები ფეხს ითრევენ მის გაყიდვაზე ) ეს ვერ მივხვდი საიდან მოახდინე ციტირება ამიტომ მიჭირს ცოტა პასუხის გაცემა. ანუ, მართალი ხარ შენ პასუხში მაგრამ იმასაც ეგ უწერია მგონი რომ კოჭა და ჯოხი ერთმანეთს უნდა შეთანაეწყოს - ანუ აბალანსებდეს. კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით. (სამწუხაროდ კოჭების ზომების სტანდარტი არ არსებობს და ამიტომ უთითებენ ამ ორი გიგანტი მწარმოებლის კლსიფიკაციას, როგორც ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომს).რაც შეეხება წონას ერთი დონის და ფასის კოჭებში ეს პარამეტრი დიდად არ განსხვავდება. ეს წინა საკითხის გაგრძელება მგონია მე. და მეტსაც დავამატებ, რომ ასე ხელაღებით ვერ იტყვი 2500 ჯობია თუ სხვა რაიმე კლასიფიკაცია... მე მაგალითად ულტრა ლაითზე დაივას 1500 მეყენა და ლაიტზე 2500. ანუ იდეა ციფრებში კი არა ისევ და ისევ კოჭა/ჯოხის ბალანსშია. და სხვათა შორის როდესაც კოჭას ვარჩევდი - არა მის კლასიფიკაცია ვაკვირდებოდი -არამედ ზუსტადაც კოჭის წონას. საბოლოოდ ორივე ანკესი ძლაიან დაბალანსებული გამოვიდა (მადლობა ტროუთბაითერს დახმარებისათვის) ანუ აქ მგონი ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ ოღონდაც სხვადასხვა სიტყვებით კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა ჩამოვთვალოდ ოპტიმალური რაოდენობა - ბურთულოვანი: 1 შტოკზე, რომელზეც მაქოა დამაგრებული, 1 ძუის ბლოკზე, 2 ძირითად ღერძზე სადაც სახელური ეხრახნება ან ჯდება და ერთიც free-wheel clutch ანუ ანტი-რევერსული სისტემის საკისარი. ყველა დანარჩანი ემსახურება 2 მიზანს - ან დაარბილოს კოწას სვლა ან სამწუხაროდ ძირითადად ამ მიზნით "დააბოლოს" მყიდველი 10-12-18 "ბალიანი" ნაწარმით. ნებისმიერი,ვისაც შეხება ჰქინია მინიატურულ საკისრებთან, გეტყვით, რომ საშუალო ხარისხის საკისარი 3-5 ამ.$ ღირს, კარგი 8-10-დან, ხოლო 5 ან 7 კლასის (კერამიკული ბურთულებითა და სალტეებით და ა.შ. ...... ) ეხლა გავამრავლოთ 10-ზე და გაგვიკვირდეს, როდესაც მაღაზიაში 10 საკისარიან კოჭას ძვირად - 50 ლარად ვნახავთ. პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას. გასაგებია და დიდი მადლობა ინფოსთვის არ მეგონა თუ ამდენ პოლემიკას გამოიწვევდა ჩემი პოსტი , მითუმეტეს ის - რომ გაუგებარია კბილანებზე და საერთოდ კოჭის მოწყობილობაზე ლაპარაკი მეთევზეების ფორუმზე. უბრალო ბესო-ს პოსტში, ჩემის აზრით რამოდენიმე უზუსტობაა, რომლებსაც შენც იმეორებ. რაც შეეხება "გურჯისტანული რეალობა" გურჯისტანელები მიერვე იქმნება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ფორუმიც პირველ რიგში იმისათვისაა, რომ ეს რეალობა ყველა ჩვენგანის მეშვეობით უკეთესი გავხადოთ, უფრო სუფთა და თევზით სავსე მდინარეებით, თავაზიანი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და სხვისი შენიშვნების კრიტიკულად და სამართლიანად შეფასებით. აბა სხვა რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ფორუმზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შენ ბესოს პოსტში ნახე რაღაც უზუსტობა, მე შენს პოსტში მომეჩვენა რომ ნამეტანი გართულებული მიდგომა იყო და შეიძლება ამან დააბნიოს ადამიანი... ჩემს პოსტშიც ნახავს ვინმე რამეს შესასწორებელს და ფორუმიც აშენდება ![]() ![]() ![]() აი ულტრალაითის კოჭებით თევზაობას ჩვენ მდინარეებში?? რა თქმა უნდა, სატყუარაზე ბევრია დამოკიდებული,..... არ გენანება? აღარ ![]() ![]() ეს ხო შეიძლება იმაზეც მეტყველებდეს რომ ჩვენ არ ვიცით მისი გემო,ან რა პლიუს-მინუსები აქვს. მე მაგალითად არ ვიცი თორე ვიტყოდი რა მომწონს და რა არ მომწონს. ან საერთოდ ვინმეს გიხმარიათ და იცით რისი მაქნისია? კაცო მულტიპლიკატორით როგორ არ თევზაობენ... აქ საუბარია კალმახზე !! კალმახზე !! თორე ლოქოზე ან მულტიპლიკატორი გინდა და ან ორ ხიდიანი ტრაქტორი ![]() ![]() ![]() მულტიპლიკატორი არის ძალოვანი კოჭა. აი ნივას რომ პანიჟენის ჩაურთავ მასეა ესეც ![]() ![]() ჯერ ერთი კიდე საშუალო სტატისტიკური მულტიპლიკატორი - ბევრად ნელი უნდა იყოს იგივე მახასიათებლის არაინერციულზე - და კალმახზე სათევზაოდ რა უფრო მნიშნველოვანია ძალაჲ თუ ამოხვევის სიჩქარე ? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 10:03 |