კოჭა! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ბესო
პოსტი Nov 6 2010, 00:53
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კოჭას სპინინგისტის აღჭურვილობაში ბოლო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. მეტსაც ვიტყოდი, კოჭა ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!

შესაბამისად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი სასპინინგე, საკალმახე კოჭების შესახებ!

დავიწყოთ იქედან, რომ ზოგადად სასპინინგე კოჭები უნდა იყოს არაინერციული კოჭები წინა ფრიქციონით ანუ წინიდან რეგულირებადი სამუხრუჭე მექანიზმით!

ანუ:

ასეთი -


და არა ასეთი -


სამუხრუჭე მექანიზმებს შორის სხვაობა არის 1 - წინა ფრიქციონით კოჭა უფრო მსუბუქია და შესაბამისად სატარებლად და მდინარეზე სახმარად უფრო მოსახერხებელია! newsmile045.gif

სასპინინგე კოჭებს პირობითად ყოფენ კლასებად ანუ დაბალი, საშუალო და მაღალი კლასი. ამ კლასებს არცერთს არ ეკუთვნის ჩინური "წინ ტაო"-ს ფორმის კოჭები newsmile045.gif

ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია და დაფუძნებულია ფასებად კლასიფიკაციაზე newsmile05.gif ანუ დაბალი კლასის კოჭებში ითვლება დაახლოებით 20-50 დოლარის ღორებულების კოჭები, საშუალოში გადის 50-170 დოლარიანი კოჭები, მაღალ კლასში კი გადის 170-280 დოლარიანი კოჭები. არის 280 დოლარზე უფრო მეტი ღირებულების კოჭებიც, მაგალითად SHIMANO STELLA რომლის ფასიც 500 დოლარიდან იწყება და ადის ზევით და ზევით. - და ზოგი ამ რანგის კოჭებს ექსტრა კლასად მოიხსენიებს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ყველაფერი პირობითია და ფასების მიხედვით დაყოფა უფროა!

გავაგრძელოთ საკალმახე კოჭებზე. გამომდინარე იქედან, რომ კალმახისტს მდინარეზე ბევრი მოძრაობა უწევს და თან სატყუარის 50 და 80 მეტრზე სროლა არ ჭირდება, კოჭაც რეკომენდირებულია, რომ იყოს მომცრო ზომის და რაც შეიზლება მსუბუქი. გარდა ამისა კოჭა უნდა აკმაყოფილებდეს საიმედოობის მოთხოვნას, ვინაიდან დღეში რამოდენიმე ასეული გახსნა დაკეტვა უწევს კოჭას და მსგავს დატვირთვებს უნდა უძლებდეს. შესაბამისად სპინინგისტის აღჭურვილობაში მხოლოდ ხარისხიან კოჭას უნდა ქონდეს თაისი კუთვნილი ადგილი დაკავებული.

რაც შეეხება კოჭების ხარისხის, ბრენდისა და ფასებისშერწყმას. არაერთხელ აღვნიშნე, რომ აუცილებელი არ არის მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ბრენდების აღჭურვილობას ფლობდეთ. მაგ: SHIMANO, DAIWA და ა.შ. დამწყებსაც და გამოცდილ სპინინგისტსაც ვურჩევდი, რომ შეიძინონ ნაკლებად მყვირალა სახელების მქონე ზომიერ ფასიანი ნივთები ვინაიდან ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან ბრენდებს ხარისხით - ზოგჯერ ჯობიან კიდეც და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომები არიან!

სასპინინგე-საკალმახე კოჭას უნდა ქონდეს :

ანტი-რევერსული სისტემა, რომელიც უკან დატრიალებისან 100%-ით დაიცავს კოჭას;
სათადარიგო ალუმინის მაქო;
კოროზიამედეგი საკისრების ზომიერად დიდი რაოდენობა, რომლებიც დაიცავენ მოძრავ ნაწილებს ცვეთისგან (იმ ნაწილებს, რომლებიც ხახუნს განიცდიან);
საიმედო , დაბალანსებული სამუხრუჭე სისტემა;
ადეკვატური ფასი newsmile05.gif
ადეკვატური გადაცემათა რიცხვი (მადლობა გიორგის newsmile05.gif )

ეს უკანასკნელი ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით სასურველია მერყეობდეს1:4.5-დან 1:5.2-მდე დიაპაზონში რათა მოხერხდეს თევზის მაქსიმალურად სწრაფად გამოყვანა და თან კოჭას შენარჩუნებული ქონდეს სათანადო ძალაც.


პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს DAIWA ADVANTAGE 2500, შარშან წლის ბოლოსკენ შევიძინე OKUMA-ს ფირმის კოჭა - VSystem 20



ეს კოჭა ყველა მონაცემით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.

1. არ არის მყვირალა ბრენდი (SHIMANO, DAIWA...) და შესაბამისად სახელის ფასი არ შედის ღირებულებაში;
2. არის პატარა და კომპაქტური;
3. არის მსუბუქი;

4. როგორც ყველა მაღალი დონის კოჭას მოყვება სათადარიგო ალუმინის მაქო;
5. საიმედო ფიქსაციის ხრახნიანი სახელური;
6. სახელურის ერგონომიული დამჭერი;
7. აქვს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა რაც ძალის დატანების დროს უზრუნველყოფს თანაბარ და მოზომილ მოშვებას;
8. აღჭურვილია ელიფსური კბილანებით, რაც უგულებელყოფს ლუფტს და აადვილებს თევზის გამოყვანას (ნაკლებ ძალას მოითხოვს);
9. აღჭურვილია ანტი-რევერსული საკისრით/სისტემით;
10. აქვს კოროზიამედეგი+დაბალი ხახუნის მქონე 12 საკისარი (30 და უფრო დიდი მოდელები აღჭურვილია 15 საკისრით);
11. მოყვება OKUMA-ს საფირმო 5 წლიანი გარანტია (რაც სხვა ბრენდების შემთხვევაში მე ვერ აღმოვაჩინე).
[b]12. გადაცემათა რიცხვი აქვს 1:5

[/b]
ეს სიამოვნება დამიჯდა 150 მარადმწვანე;


მონაცემები დავალაგე ფერების მიხედვით შემდეგნაირად:
წითელი - კრიტიკულად აუცილებელი მონაცემი;
სტაფილოსფერი - არაკრიტიკული, მაგრამ ზომიერად აუცილებელი მონაცემი;
მწვანე - სასურველი მონაცემი.

ეს გრადაცია სუბიექტურია და ამიტომ არ დამიწყოთ კამათი - მე ასე მესახება newsmile05.gif

რაც შეეხება ჩემს მფლობელობაში მყოფ კოჭას. დღევანდელი შეფასებით დავუწერდი 10/10 ქულას. ძალიან ძლიერი, დაბალანსებული და კომპაქტური კოჭაა. თუ რამე რეკორდული დამჯდარა ჩემს სპინინგზე ამ კოჭაზე მომიწია და თავის სამუშაოს თავი 10-ზე გაართვა! newsmile05.gif

წელს გავაგრძელებ მის გამოყენება-გატესტვას და თუ რამე შეიცვლება მოგახსენებთ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ბესო
პოსტი Mar 9 2011, 12:51
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ძალიან საინტეერსოდ გაიშალა ეს თემა და გამომდინარე აქედან
ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
უბრალო ბესო-ს პოსტში, ჩემის აზრით რამოდენიმე უზუსტობაა

მე არ ვთვლი, რომ ჩემს სტატიაში არის ის უზუსტობები რაც შენ დაინახე. და თუ ამაში დავრწმუნდები დიდი სიამოვნებით შევცვლი ვინაიდან უფრო სრულყოფიალი და რეალობასთან ახლოს მდგომი თემა იქნება, რომელიც ბევრ დამწყებს დაეხმარება!

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 18:19) *
ტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტებმა მიმითითეთ, თუ რამე შემეშლება - დასაბუთებულ შენიშვნებს ვიღებ დიდი სიამოვნებით.

მე ვარ ტექნიკლური განათლების მქონე (რამდენად სპეციალისტი არ ვიცი, მაგრამ მაინც ხარისხიანი ინჟინერი newsmile05.gif )
მოკლედ ელიფსური კბილანები ზოგადად მანქანათმშენებლობაში გამოიყენება ცვალებადი ღერძული ბრუნის სიჩქარის მისაღებად. "ოკუმამ" ელიფსური კბილანების ეს "თვისება" გამოიყენა მაქოზე ძუის დახვევის ოპტიმიზაციისთვის, რაც ჩემის აზრით ბრწყინვალედ გამოუვიდათ!
ის ციტატა, რომ კბილანები არის სრულ მზადყოფნაში, თითქოს მშვილდივით სულ მომართულია დავწერე იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ გავტესტე ეს კოჭა და ზუსტად ესეთი შეგრძნება დამებადა. ამას დაემატა ისიც, რომ შემდგომ ამ საქმეში ჩემზე უფრო გამოცდილი ხალხის და ექსპერტების ტესტირებას წავაწყდი ინტერნეტში და გაორებასავით რაც მე დავწერე ზუსტად ის თქვეს იმათმაც (ლინკი ზევით მივუთითე უკვე).
მაქვს დაივა-ს ედვენთიჯი და მისი გამოყენებისას მსგავსი გრძნობა არ გამჩენია!

ამიტომ ეს ყველაფერი ჩემი პირადი გამოცდილების შედეგია და თუ ვინმესთვის უფრო მეტ გაშიფრვას საჭიროებს მოხარული ვარ დეტალურად ავუხსნა ან გავატესტინო.

ციტატა(somkhishvili @ 8th March 2011 - 18:41) *
საშუალო სტატისტიკური, დამწყები (და არა მარტო) სპინინგისტისთვის, რაც ბესომ დაწერა, სრულიად გასაგებია და მისაღებიცაა

დასტურ! newsmile05.gif

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 18:19) *
საქართველოში ყველაზე პოპულარული ჩინური ინერციული "ნევსკაია" და "კობრა"-ა

მოდი დავიწყოთ თავიდან. ამ განყოფილებაში საუბარი გვაქვს კალმახზე სპინინგით თევზაობაზე და ხავსი და ინერციული კოჭები არაფერ შუაშია!
ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
"გურჯისტანული რეალობა" გურჯისტანელები მიერვე იქმნება

და უნდა შეიქმნას კიდეც "გურჯისტანის" ბუნებიდან, სათევზაო ადგილებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე!

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 18:19) *
როდესაც კოჭებს ვადარებთ, სასურველია შევადაროთ ერთიდაიგივე სამოდელო რიგის პროდუქცია

100%

Spirex RG და Spirex FG -ს შედარება მომყავდა და უბრალოდ მოდელები ამერია! მომიტევეთ. მაგრამ 1000-იან მოდელში 31 გრამის სხვაობა ნამეტანია! ამიტომ რაც არ უნდა იყოს და 1 გრამიც, რომ იყოს სხვაობა მაინც მსუბუქია. და პირიქით კი არ ხდება მგონი. ანუ Rear მოდელები Front მოდელზე მსუბუქი მე არ მინახავს და თუ არსებობს კიდეც სადღაც ბუნებაში - კონკრეტული შემთხვევა იქნება და მაგის განვრცობა არ გამოვა.
ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
არსებობს საკმაოდ პატივსაცემი ფირმების დაპროექტებული სპინინგები, რომლებზეც ბალანსი უკანამუხრუჭიანი კოჭით უკეთ მიიღწევა

ესეც ზუსტად ის კონკრეტული შემთხვევა ან გამონაკლისია, რომელსაც ზოგად და განვრცობილ სახეს ვერ მივცემთ. ხოლო ზოგადად, მსოფლიოს უმეტესი ნაწილის მდინარეზე მოკალმახე სპინინგისტებს რომ ვკითხოთ, დარწმუნებული ვარ იგივე აზრის გამოხატავენ.

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
სათადარიგო მაქო კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაქოს ხარისხს ალუმინი არ განსაზღვრავს, გადამწყვეტია მისი კონსტრუქცია.

ციტატა(somkhishvili @ 9th March 2011 - 00:06) *
ისე მე ასე მეგონა, რომ კონსტრუქციულად სათადარიგო მაქო ძირითადის ბიძაშვილია

გააჩნია რა შემთხვევაში.
"ოკუმას" ამ კონკრეტულ მოდელს მოყვება 2 ტყუპისცალი მაქო! და არა ისე, როგორც "კობრას" newsmile035.gif newsmile035.gif
იგივე სიტუაციაა დაივაზეც.

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა გვეთქვა - კოჭის ზომა სჯობს იწყებოდეს 2500-3000-დან შიმანოს კლასიფიკაციით ან 2000-2500-დან დაივას მიხედვით

ჩემი აზრით კი ეგ ზომები დიდია! და შესაბამისად მაგ ზომის კოჭებიც მძიმეა! ჩვენს ქვეყანაში ვფიქრობ 1000-2000 ზომის მოდელები დაივას კლასიფიკაციით ოპტიმალურია!
ამიტომაც სტატიაში მიწერია, რომ ეს ყველაფერი არ არის დოგმა და არის უბრალოდ ურთი, დამწყებზე მეტად გამოცდილი სპინინგისტის რჩევაა და შემდეგ ეტაპზე კი თავის გადაწყვეტილებებში ყველა სპინინგისტი ინდივიდუალურია - ზოგს რა ხიბლავს და ზოგს რა!
ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 23:19) *
ნებისმიერი,ვისაც შეხება ჰქინია მინიატურულ საკისრებთან, გეტყვით, რომ საშუალო ხარისხის საკისარი 3-5 ამ.$ ღირს, კარგი 8-10-დან, ხოლო 5 ან 7 კლასის (კერამიკული ბურთულებითა და სალტეებით და ა.შ. ...... ) ეხლა გავამრავლოთ 10-ზე და გაგვიკვირდეს, როდესაც მაღაზიაში 10 საკისარიან კოჭას ძვირად - 50 ლარად ვნახავთ.
პირადი რჩევაა - ნუ გამოვეკიდებით საკისრების ("ბალების") რაოდენობას.


ლილოს ბაზრობაზე, რომ "ბალების" რაოდენობას ტენიან მყიდველს ის აფსურდია ვინაიდან იქედან უმეტესი სრიალის საკისრებია ანუ ჩვეულებრივი "შაიბებია", რომლებიც დაბალი ხახუნის კოეფიციენტის მქონე მასალიდან უნდა იყოს წესით დამზადებული. შესაბამისად ლილოს 20 ბალიანი კოჭის და "ბრენდები"-ს გაგებით გორვის/სრიალის საკისრების შედარება/გაიგივება ცოტა უტოპიურია.

ციტატა(fuego @ 8th March 2011 - 18:19) *
მართლაც საინტერესოა ეგ - "ორმაგი ფრიქციონი" , არ ვიცი, არ მინდა ურწმუნო თომას როლში ვიყო, მაგრამ 1000 სტელაში ფრიქციონის პაკეტი 2 დისკისგან შედგება და...

სამაგიეროდ მე ვიცი newsmile05.gif ვინაიდან
ციტატა(giorgevich @ 9th March 2011 - 00:11) *
მაგრამ 3 და 5 კილოიანი კალმახი რო დაგიჯდება

აი ამ შემთხვევაში ისე იმუშავა, რომ უბრალოდ კოჭა "შემიყვარდა" newsmile035.gif newsmile035.gif

ხოლო რაც შეეხება სტელას. ყველამ იცის, რომ ძალზე ძვირად ღირებული ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოდელია.
ამსასვე დავამატებ ჩემს სუბიექტურ შეხედულებასაც, რომ მიუხედავად ამ რიგის კოჭების ძალიან მაღალი ხარისხისა - მათი ფასი გადამეტებულია და სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ მყვირალა "ბრენდების" ნაქარმს ნუ დააცხრებიან სანამ ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს არ მოიძიებენ. ჩემს შემთხვევაში კი "პროფესიონალების" მიერ ერთ-ერთი ტესტირების შედეგმა და მათმა აზრმა დამატებითი ხიბლი შეძინა VSystems-ს: The Shimano Stella needs to step aside, there is a new sheriff in town! newsmile045.gif

ციტატა(somkhishvili @ 8th March 2011 - 22:15) *
მე მაგალითად დავამატებდი ბრუნების შეფარდების მინიმალურ კოეფიციენტს

ეგ სულ გამომრჩა. და დავამატებ...

და ბოლოს ავად თუ კარგად ჩამოყალიბებული - ეს სტატიები მაინც ჩემი რეკომენდაციებია დამწყებისთვის, რომელსაც შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა მაინც დაეთანხმება...
და თუ კიდევ უფრო სრულყოფილს გავხდით - მოხარული ვიქნები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ბესო   კოჭა!   Nov 6 2010, 00:53
- - ბესო   ეს თემაც მგონი მივ�...   Feb 18 2011, 13:45
- - Fuego   დაგვიანებით გილოც�...   Mar 7 2011, 14:37
- - nikoloza_migina   გილოცავ კარგი შენა...   Mar 7 2011, 21:03
- - ბესო   ციტატა(fuego @ 7th March 2011 ...   Mar 8 2011, 02:52
- - Fuego   ტექნიკური განათლე�...   Mar 8 2011, 17:19
- - გიორგი   მე მაინც ვერ გავიგ�...   Mar 8 2011, 17:41
- - გიორგი   მე მაგალითად დავამ...   Mar 8 2011, 21:15
- - Fuego   To გიორგი არ მეგონა �...   Mar 8 2011, 22:19
- - გოგა   ციტატა(Beso @ 8th March 2011 ...   Mar 8 2011, 22:52
- - გიორგი   Fuego გაიხარე და მადლ�...   Mar 8 2011, 23:06
- - გოგა   გიორგი გასაგებია. �...   Mar 8 2011, 23:11
- - გიორგი   გოგა კაცო ფული თუ �...   Mar 8 2011, 23:16
- - ბესო   ძალიან საინტეერსო�...   Mar 9 2011, 12:51
- - ბესო   ციტატა(fuego @ 8th March 2011 ...   Mar 9 2011, 13:48
- - T A M P L I E R   ხო ხო ხო რა გაამდიდ�...   Mar 9 2011, 14:00
- - nikoloza_migina   http://www.cabelas.com/product/Fishing/Fis...93_99...   Jun 21 2011, 17:31


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2025 - 06:51