შურთხი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

შურთხი, შურთხის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები
ზახარა
პოსტი Jun 6 2009, 22:37
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[


შურთხი (Tetraogallus) Улар

ეკუთვნის ქათმისნაირთა ოჯახს. დედამიწის ზურგზე მობინადრე შურთხების, ანუ მთის ინდაურთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა ჩვენი, კავკასიური შურთხი. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში"). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე. კავკასიონზე მობუდარ შურთხს ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან იგი ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას, ქექავს მათ განავალს, ეძებს შიგ საკენკს და რაიმე საშიშროების გამოჩენის დროს სტვენით განგაშს ტეხს, რითაც როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც აფრთხილებს. შურთხის მუდმივი საყვარელი საბუდარი ადგილი მიუდგომელი, უდაბური, კლდოვანი მთებია. ზამთარში დიდი თოვლის დროს იგი უფრო ქვევით ჩამოდის. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით. შურთხი აპრილში იწყებს კვერცხის დებას, დებს 15-20 ცალს, გამოჩეკას 28 დღე უნდება. ბარტყები ივნისში იჩეკებიან. შურთხზე ნადირობის შენთხვევები მეტისმეტად იშვიათია მისი საბინადრო, ძნელად მისადგომი და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხზე ნადირობა აკრძალულია.

ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია,
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ ვუთითებ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
DUCK CALLER
პოსტი Apr 1 2011, 23:22
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 280
რეგისტრ.: 18-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნევადაში ნადირობენ ( ruby mountain) ამ მთებში შურთხზე-http://www.youtube.com/watch?v=jxMTnaK26UE

მისი მეორე სახელწოდება არის თოვლის ქათამი newsmile05.gif

წარმოშობით ჰიმალაებიდან არის newsmile05.gif

ეს ფრინველი რომ მოვამრავლოთ რამე დაშავდება???

როჭოსთან ერთად

მეც მაქვს ერთი თხოვნა ნუგარ დავწერთ რომ ინდაურია newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2024 - 15:39