СВТ-40, აბა რა ვიცით... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
СВТ-40, აბა რა ვიცით... |
Oct 26 2010, 12:05
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 295 რეგისტრ.: 15-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლედ ამ იარაღის შექმნა-გამოყენების ისტორიის წერას არ დავიწყებ იმიტომ რომ ბევრი სტატიაა მასზე დაწერილი..
თუმცა როგორც ყოველთვის ბევრი გამოყენებითი წვრილმანი უცნობია ამ იარაღზე, ეს წვრილმანები კი იმდენია რომ მათი არცოდინით სრულფასოვანი წარმოდგენა ვერ შეგექმნება ამ იარაღზე.. ჩემ ახალშეძენილ სვტ ზე მაქვს კითხვები და თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები.. თან ინფოც მოგროვდება ამ შაშხანაზე.. ეს სვტ ვიყიდე დინამოსთან რომ გლოკია მაღაზია იქ.. ავარჩიე 10 დან.. 3 იყო ყველაზე კარგ მდგომარეობაში. 1940 წლის იჟევსკის გამოშვებე. ოპტიკის სამაგრი აქვს. ჩარჩო აქვს გამოცვლილი. სავაზნე ყველაზე მეტად რამაც განაპირობა ამ იარაღის შეძენა იყო ლულის მდგომარეობა. კამფეტივითაა.. ლულის ბოლოში ხრახნები ისე ჩანს თითქოს არ უსვრიათ... ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს მაგრამ ლულა იდეალურ მდგომარეობაშია (ისევე როგროც სხვა ერთადერთი რამაც ცოტა ხასიათი გამიფუჭა აირის მილაკია რომელსაც ე.წ რაკოვინები ეტყობა .. თუმცა არ უნდა იყოს ეს დიდი პრობლემა.. ხო ეხლა რაც შეეხება კითხვებს : 1. რუსულ ფორუმებზე წერენ რომ ამ ორი კომპენსატორიდან სროლისას ქვემოთას მეტი ხმა აქვს მაგრამ უფრო უკეთესად აკომპენსირებსო.. თქვენ რას იტყვით ვისაც შეხება გქონიათ .? 2. რამდენად ნორმალურია ასეთი კვალი კაფუსლზე ხელით ვამოწმებდი მჭდისი მიწოდებას და კაფსულზე ასეთი კვალი დაუტოვა ( თვითონ ჰილზებიც დაკაწრულია და ტყვიის თავები ოდნავ დეფორმირებული.. 3. ვინ იცით ამ მარკირებებების ინდეტიფიკაცია ? გარდა იმისა რაც ამ ფოტოზე ა (ავტორი ამ ტარგმანისა shooter ია .. ) 4. არის თუ არა ხარისხის მიხედვით სხვაობა ამ საკეტების შეღებვაში.. ანუ მეორე უფრო მუქია.. და ომისდროიდელებზე გვხვდება.. 40 იანებეს უფრო ღია დაფარვა აქვთ როგორც I ფოტოზე ჩანს.. 5. ვინმემ ხომ არ იცით თბილისში სად შეიძლება სვტ ს საკიდის, ტყავის სავაზნისა და დამატებითი მჭიდის შოვნა ? |
|
|
Apr 7 2011, 19:00
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მივესალმები ყველა მონადირეს! მეც სვტ მაქვს (იჟევსკის 1941 წლის გამოშვება) უკვე 4 წელია, გაგარინზე ვიყიდე და ავარჩიე ოცი ვინტოვკიდან ერთი, ლულას შატკა ქონდა კონდახში - გავამაგრე მოვხსენი კონსერვაციის ტაოტი და წავედი გასასწორებლად, რეგულატორი ეყენა 1,5. გასწორებით ფაქტიურად არ გასწორდა მივიღე ფანტვა (როგორც ზევით-ქვევით ასევე გვერდით) და მე12-ე გასროლა გაჭედა (გასროლილი ვაზნა ვერ გადმოაგდო და ჩატოვა ლულაში) გასროლილ ვაზნებს ხან იქვე ყრიდა ( რაჟოკის ქვემოთ) ხან ცოტა შოორს აგდებდა, ვტენიდი თითო-თითოს იმიტომ რომ აღმოჩნდა რაჟოკის პრუჟინა სუსტი (ზატვორი იკეტებოდა ისე რომ სავაზნე ცარიელი იყო) და გასროლის დროს რაჟოკი ვერ ახვედრებდა ვაზნას ზატვორს რომ გადაეტანა სავაზნეში, რაჟოკის პრუჟინა შევცვალე და დავაყენე AKA-47-ის რაჟოკის პრუჟინა (პრუჟინა 28სმ-ია დანარჩენი მოვაჭერი, რომელიც დღემდე მიყენია და მუშაობს უპრობლემოდ) გავავსე რაჟოკი 10 ვაზნით და ვისროლე, ჰმ კიდევ პრობლემა უკან დამაბრუნებელი პრუჟინა აღმოჩნდა სუსტი ვერ მოერია რომ რაჟოკიდან გამოეტანა ვაზნა და გადაეტანა სავაზნეში, უკან დამაბრუნებელი პრუჟინაც შევცვალე (გავაკეთებინე დიმა ინასარიძეს) რაჟოკის წინა ზემოთა მხარეს ბარხატნი ნათბილით მოუმრგვალე რომ სავაზნეში ვაზნა ადვილად გადასულიყო, ამით ზადერჟკის (შეფერხების) ყველა პრობლემა მოიხსნა, რეგულიატორი დავაყენე 1,7-ზე გაჭედვით აღარ გაუჭედია ისროდა შეფერხების გარეშე მხოლოდ სპორტული ვაზნების (ექსტრა და ცელევიე) გარდა, (ლატუნის გილზიან ვაზნებს ვერ აგდებს), მაგრამ კუჩნოსტი (შეჯგუფება) მაინც ვერ მივიღე ისევე ფანტვას ქონდა ადგილი და ისევე გასროლილ ვაზნებს ხან იქვე ყრიდა და ხან მოშორებით, გასროლილი ვაზნები რომ გამურულია და დაკაწრული ამას დღემდე ვერაფერი უშველე, პრობლემა როგორც ჩანს თვითონ სავაზნესაც აქვს, შემდეგ რეგულიატორზე 1,1 ჩავხვრიტე (გავადიდე) 2მმ რის შემდეგაც მივიღე უკეთესი შეჯგუფება და ტენის სპორტულ ვაზნებსაც.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 02:23 |