ფოქსტერიერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფოქსტერიერი |
May 20 2009, 17:11
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
ფოქსტერიერები დიდ ბრიტანეთში მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩდნენ. არსებობს ფოქსტერიერების ორი სახეობა: უხეშბეწვიანი და გლუვბეწვიანი. პირველი გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები საერთაშორისო გამოფენაზე 1862 წელს გამოჩდნენ, ხოლო უხეშბეწვიანები ცოტა მოგვიანებით, 1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლომდე მოდაში გლუვბეწვიანი ფოქსტერიერები იყვნენ, ხოლო დღესდღეობით უფრო მეტი ყურადღება უხეშბეწვიანებს ეთმობათ. ფოქსტერიერი ბუნებით ნამდვილი მონადირეა, ის საკმაოდ ძლიერი, უშიშარი და უზომოდ ენერგიული ძაღლია. ის საუკეთესო მონადირედ ითვლება მელაზე, მაჩვზე და სხვა წვრილფეხა ცხოველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ფოქსტერიერის კბილი სამჯერ მასზე დიდი ზომის ძაღლის ტოლია, რის გამოც მას შეუძლია იოლად დაამარცხოს მასზე ორჯერ დიდი მოწინააღმდეგე. ფოქსი მონადირის იდეალური კომპანიონია, გამოირჩევა თავისი ელეგანტურობით, გააჩნია იდეალური იმუნური სისტემა, მაგრამ ყოველივე ამ დადებითთან ერთად ის საკმაოდ ჯიუტიც არი და უყვარს სხვა ძაღლებთან ჩხუბი. |
|
|
Apr 10 2011, 21:48
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 267 რეგისტრ.: 16-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ახალციხე |
მაინტერესებს ამ ჯიშის ძაღლები როგორ მუშაობენ სოროში.ვინმეს ან ვიდეო ან რამე არ მოგეპოვებათ?
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:48 |