ძუა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ძუა |
Oct 14 2009, 13:42
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
![]() ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა. ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა. მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით). წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას. ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ |
|
|
|
![]() |
Apr 18 2011, 13:18
პოსტი
#2
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 9 რეგისტრ.: 18-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობა, ვინმემ ხო არ იცის ეგრედ წოდებული "პლიწიონკა" ინგლისურად როგორ არის, ან რა სახის ძუებში გადის?
|
|
|
|
გიორგი ძუა Oct 14 2009, 13:42
giga_bai და რა მაინტერესებს... Oct 14 2009, 15:39
geojorjika და კიდევ რა ფირმის ... Oct 14 2009, 16:21
გიორგი ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, ... Oct 14 2009, 18:17
გიორგი ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, ... Oct 14 2009, 18:50
გიორგევიჩ გიორგი
გაიხარე დე... Oct 14 2009, 22:19
გიორგი გიორგევიჩ
კიდე ერ... Oct 14 2009, 22:24
გიორგევიჩ გიორგი
ჩემი და შენ... Oct 14 2009, 22:29
გიორგი აუ დავიტანჯე რააა, ... Oct 26 2009, 00:50
geojorjika გიორგი
არ უწერია ა... Oct 26 2009, 07:51
გიორგი კი უწერია, მაგ ლინკ... Oct 26 2009, 11:10
geojorjika გიორგი
მნად წერია ... Oct 26 2009, 11:13
გიორგი ციტატა(geojorjika @ Oct 26 2009, ... Oct 26 2009, 11:25
Pendragon გიორგი
მანდ წერია, ... Oct 26 2009, 14:52
გიორგი Pendragon
ციტატა(Pendragon @ 26t... Oct 26 2009, 14:58
Pendragon ლაითზე გინდა ეს ძუ... Oct 26 2009, 15:04
გიორგი ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 0... Oct 26 2009, 16:01
Pendragon მე ვაპირებ 15 LB-იანის... Oct 26 2009, 16:22
გიორგი ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 0... Oct 26 2009, 16:58
Pendragon გიორგი
პრაქტიკა უ... Oct 26 2009, 17:23
გიორგი Pendragon
ხოდა მეც მაგ დი... Oct 26 2009, 22:07
ჰერცოგი997 ყველაზე კარგი ძუა ... Oct 26 2009, 22:19
bliadze ერთი კითხვა მაქ მა... Feb 9 2010, 21:13
zura26 1. exlaxans viyide "kameleon" mainterese... Feb 23 2010, 18:50
mixailo http://www.amazon.com/Sufix-Elite-Fishing-...74... Feb 23 2010, 21:59
FISHING CLUB სისულელეა ძუის გამ... Feb 23 2010, 22:21
levan81 მეთევზეებს გაუმარ... Apr 13 2011, 13:03
T A M P L I E R levan81
გამოდგომით გამ... Apr 13 2011, 13:05
levan81 T A M P L I E R
გასაგებია. დ... Apr 13 2011, 13:06
Fishing Club 100% ყვველ სეზონზე გა... Apr 13 2011, 20:26
T A M P L I E R tuvalu
http://www.cabelas.com/product/Fishing/Fis... Apr 18 2011, 14:41
tuvalu გმადლობ Apr 18 2011, 15:11
tuvalu მეგობრებო, მინდა შ... Apr 19 2011, 10:45
ბესო tuvalu
http://www.cabelas.com/product/Fishing/Fis... Apr 20 2011, 08:00
tuvalu გმადლობ ბესო,
შენ ლ... Apr 20 2011, 10:17
გიორგი tuvalu
0.25-0.28 დიამეტრის მ... Apr 21 2011, 22:14
tuvalu გიორგი დიდი მადლობ... Apr 22 2011, 01:11
გიორგი tuvalu
თვითონ ყუთს რა ... Apr 22 2011, 09:11
tuvalu მე მირჩიეს ფსკერზე... Apr 22 2011, 11:46
Tarantuli გაუმარჯოს..თუ შეგი... May 8 2013, 20:25
ilariona Tarantuli
25კგ რამდენ მილ... May 8 2013, 20:34
Tarantuli აჰა.დიდი მადლობა.ვ... May 8 2013, 20:48![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 19:02 |